რამდენს იღებენ CFTC–ისა და SEC–ის ანონიმური ინფორმატორები

ფოტო - რამდენს იღებენ  CFTC–ისა და SEC–ის ანონიმური ინფორმატორები
კრიპტოვალუტები მარეგულირებელთა ზედამხედველობის გარეშე — დღეს მხოლოდ ისტორიის ნაწილი. გადასახადების თავიდან აცილების შესაძლებლობის მქონე DeFi-ის ზრდის საპასუხოდ, CFTC და SEC ინდუსტრიაზე კონტროლისმისაღებად ნებისმიერი ზომის მისაღებად არიან მზად.
რამდენიმე დღის წინ, სასაქონლო ფიუჩერსებით გარიგებების   კომისიის (CFTC) ხელმძღვანელმა ქრისტინ ჯონსონმა FTX Group-is კრახის  შემდეგ ღიად მოუწოდა კრიპტო ინფორმატორებს   თავიანთი აქტივობა გაეზარდათ.  მან არსებული ვითარება როგორც  „შემაძრწუნებელი“ შეაფასა და აღნიშნა, რომ „შტატგარეშე თანამშრომელთა:  ბეჯითი შრომა პირდაპირ გავლენას ახდენს გამოძიების ეფექტურობაზე და დასჯაზე.
 
ამავდროულად, კომისარმა ჯონსონმა დააზუსტა, რომ ის პირადად იძლევა  ინფორმატორთა  სრული ანონიმურობის გარანტიას   ორგანიზაციის მუშაობის პრინციპების შესაბამისად. და შეახსენა, რომ მარეგულირებლები კომპანიების შიდა "სამზარეულოს" შესახებ ინფორმაციისთვის ღირსეულ საკომისიოს იხდიან.
 
რატომაც არა! ისინი ხომ   კომისიის გამომძიებლების სამუშაოს უმეტეს ნაწილს ასრულებენ.
 
კრიპტო-საზოგადოების წევრების უმეტესობისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: ის ფაქტი, რომ  ​​ საზოგადოებაში „მოლები“ აქტიურობდნენ, დიდი ხანია ცნობილი იყო. აი,  ის ფაქტი კი, რომ ისინი მილიონობით დოლარს იღებენ, აღმოჩენა გახდა.
 
და მიუხედავად იმისა, რომ კრისტი ჯონსონმა არ დააკონკრეტა რა ციფრებზეა საუბარი, და  ბუნდოვანი განმარტებით „თანხები ძალიან დიდია“  შეინიღბა, ჩვენ შევძელით ზოგიერთ წყაროში უფრო ზუსტი ინფორმაციის მოძიება.

როგორ ვიშოვოთ კარაქიანი პურის ფული, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა?

თურმე  წამყვანი ბირჟის კრახით  გამოწვეულ ჩამოშლაზეც  კი  შეუძლია ზოგს კარგი ფულის გამომუშავება. ამისათვის მარეგულირებელთან  ანონიმურად თანამშრომლომლობაა საჭირო: დროულად შეატყობინოთ თქვენი დამსაქმებლის უკანონო ქმედებებსა და ფინანსების ბოროტად გამოყენების შესახებ.  CFTC-ის წარმომადგენლები იჟინებენ, რომ ასეთი ქმედებები  ინფორმატორთა  კომპანიის წარმატებას უზრუნველყოფს, რადგან ის (კომპანია) „გაიწმინდება“ კრიმინალური ელემენტებისაგან და კანონმორჩილების გზას დაადგება. ეს, ფისკალური ორგანოების აზრით, გარანტირებულად უზრუნველყოფს კარგ მოგებას, მშვიდ ძილს და სუფთა სინდისს.
 
თუ ინსაიდერის მიერ გაჟღერებული დარღვევები დასტურდება, მარეგულირებელი იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია გადაუხდელი გადასახადების აკრეფის ან ჯარიმის დაკისრებისკენ. მათი გადახდის შემდეგ, ინფორმატორი იძენს  სოლიდური ჯილდოს უფლებას.
 
CFTC-ის შიდა წესების თანახმად  (ინფორმატორებისთვის IRS პროგრამის ფარგლებში) ინფორმატორებს ერიცხებათ იმ თანხების 10-30%, რომელსაც სააგენტო ჯარიმების ან დამატებითი გადასახადების სახით იღებს. ამასთან, ყველა დარღვევისთვის  ჯარიმების ოდენობა უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ დოლარს იურიდიული პირისთვის   და 200 000 დოლარს  გადასახადის კერძო გადამხდელისთვის.
 
მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში OFAC-მა ანონიმურ ინფორმატორს  თითქმის 2,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ჩვენ ჩავატარეთ მცირე მონიტორინგი და, მასზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ჯილდო Bittrex-ის ბირჟასთან დაკავშირებული  ინსაიდერული ინფორმაციის მიწოდებისთვის. მიმდინარე წლის ოქტომბერში ის 53 მილიონი დოლარით დაჯარიმდა  ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონების და სანქციების დარღვევისთვის. საქმეს OFAC და FinCEN (ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის ქსელი) აწარმოებდნენ. ნოემბერში, Bittrex-მა OFAC-ის ანგარიშზე 24,3 მილიონი დოლარის ჯარიმა გადარიცხა, რადგან მის პლატფორმაზე ყირიმის, კუბის, ირანისა და სირიის მომხმარებლების ტრანზაქციები არ იბლოკებოდა.  დანარჩენი თანხა ჯერ არ გადაუხდია.
თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიაა.

ფისკალური ორგანოები ფსონს ინფორმატორების სიხარბეზე დებენ

კანონმდებლები შეშფოთებულნი არიან ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ქრონიკული წარუმატებლობით. კრიპტო ინდუსტრია, მათი აზრით, ნარკოდილერებისა და ტერორიზმის დამფინანსებლების უსაფრთხო თავშესაფრად იქცა. კრიპტო ბირჟების მომხმარებლები ხანდახან ახერხებენ სავალდებულო AML/KYC-ის  გვერდის ავლას,ხოლო კანონი „საბანკო საიდუმლოების შესახებ“ ყოველთვის არ მუშაობს: პლატფორმები უარს ამბობენ მარეგულირებელი ორგანოებისთვის  დადასტურებული ბრალეულობის   გარეშე მომხმარებელთა  შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

ამიტომ, აშშ-ს SEC-ის თავმჯდომარემ გერი გენსლერმა  კრიპტოვალუტის რევოლუცია ველური საბანკო ოპერაციების ახალ ეპოქას შეადარა და მოუწოდა, რომ ყველა კრიპტოვალუტა (BTC-ის გარდა)  ფასიან ქაღალდად ჩაითვალოს.

 და CFTC-ის ყოფილმა კომისარმა დენ ბერკოვიცმა,  SEC-ის ამჟამინდელმა გენერალურმა მრჩეველმა, სულაც განაცხადა, რომ DeFi არსებითად უკანონოა და ფულის "ხელიდან ხელში" გადაცემა არის აშშ-ს საგადასახადო კოდექსის პირდაპირი დარღვევა.

ინფორმატორთა  დახმარებაზე იმედის დამყარებით, ფისკალური ორგანოები   აღიარებენ, რომ კანონის ნორმების რეგულირება და აღსრულება უფრო მეტადაა  ანონიმურ დასმენაზე დამოკიდებული, ვიდრე მათ მუშაობაზე.

და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, მათი იმედები უსაფუძვლო არ არის. ინტერნეტში ნაპოვნი დოკუმენტი ადასტურებს, რომ მსხვილი კომპანიების თანამშრომლები ხშირად მიდიან  მარეგულირებელებთან გარიგებაზე. IRS პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან  „მოლებს“  $1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადეს.