რა არის ჰეტეროგენული ბლოკჩეინები?
კრიპტოვალუტის ინდუსტრიის არსებობის 14 წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩვენ ბლოკჩეინის რამდენიმე თაობის გაჩენის მოწმენი გავხდით, რომლებიც მოდერნიზაციის ყოველ ეტაპზე იხვეწება და მრავალფუნქციური ხდება. მოდით, დეცენტრალიზებული ქსელების მესამე თაობა - ჰეტეროგენული ბლოკჩეინები განვიხილოთ.
ბლოკჩეინები, რომლებიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შექმნის დასაწყისშივე გაჩნდა, შეზღუდული მასშტაბირების, დაბალი გამტარუნარიანობისა და სხვა ქსელებთან ცუდი ურთიერთინტეგრაციის პრობლემას მწვავედ განიცდის.
ზოგჯერ, არსებული არქიტექტურა თავდაპირველი კონცეფციის განადგურების, ან სხვა კონსენსუსის ალგორითმზე მიგრაციის (როგორც ეს Ethereum-მა გააკეთა) გარეშე ახალ, უფრო მაღალი ხარისხის დონეზე გადასვლის შანსს უბრალოდ არ იძლევა.
ბლოკჩეინ გადაწყვეტილებები ბაზარზე "ტალღებად" ჩნდებოდა, ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა მათი პირობითად, რამდენიმე თაობად დაყოფა. თითოეულ მომავალ თაობას თავისი სპეციფიკა აქვს, გარკვეულ ამოცანებს წყვეტს და ასევე ცდილობს, წინა თაობის შეცდომები და ნაკლოვანებები გაითვალისწინოს. სამწუხაროდ, პირველი თაობის ბლოკჩეინებს ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნდა…
პირველი თაობა
ეს ისეთი ძირძველი კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებია, როგორიცაა Bitcoin, Litecoin, ZCash და ა.შ. ეს ქსელები სწორედ დეცენტრალიზებული ფულის გამოშვებისა და მომსახურებისთვის შეიქმნა. მაშინ სტანდარტები ძალიან პირობითი იყო და თითოეული ბლოკჩეინ პლატფორმა დასახულ ამოცანებს საკუთარი მეთოდებითა და მიდგომებით წყვეტდა, რომლებიც, პრაქტიკულად, ნულიდან იქმნებოდა. ბიტკოინმა მთელი თავისი ძალა და რესურსები დეცენტრალიზაციის შესანარჩუნებლად მიმართა, ხოლო ZCash, მაგალითად, ანონიმური გზავნილების ფუნქციების შეთავაზებას ეყრდნობოდა. მომავალში, როდესაც ბაზარს "მოკლე შარვალი" ზრდასთან ერთად უპატარავდებოდა, პიონერმა კრიპტოსტარტაპებმა კი "პირველი ჩალურჯებები მიიღეს", პირველი თაობის ბლოკჩეინ გადაწყვეტილებები უკვე მცირეფუნქციონალური და შეზღუდული ჩანდა. ამრიგად, პირველი თაობას მეორე ჩაენაცვლა.
მეორე თაობა
ბლოკჩეინ პლატფორმების შემდეგი თაობას Ethereum, Tezos, EOS და ა.შ. წარმოადგენს. თავიანთი დეცენტრალიზებული მონაცემებისა და აქტივების შესაქმნელად და სამართავად ისინი უკვე გარკვეულ წინასწარ დაპროგრამებულ ლოგიკას იყენებს. თითოეული ეს პლატფორმა ცდილობს, საკუთარი ეკოსისტემების განვითარებისთვის უფრო „ახალი“ მიდგომები და მეთოდები გამოიყენოს. მაგრამ მომხმარებლების, აქტივებისა და ტრანზაქციების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მეორე თაობის ბლოკჩეინ გადაწყვეტილებებიც იმავე პრობლემებს აწყდება, რაც პირველი თაობისგან მემკვიდრეობით ერგოთ: პროდუქტიულობის შემცირება, ტრანზაქციების სიჩქარის კრიტიკული ვარდნა, ეფექტურობის გაუარესება და საკომისიოს მნიშვნელოვანი ზრდა ქსელში პიკური დატვირთვის დროს. ამიტომ, მეორე თაობა, ადრე თუ გვიან, მესამე თაობის ბლოკჩეინ პლატფორმებს უნდა ჩაენაცვლებინა, რომლებიც დღესაც არსებული პრობლემების მთელი სპექტრის მაქსიმალურად ეფექტურ გადაწყვეტაზე იყო ორიენტირებული.
მესამე თაობა – ჰეტეროგენული ბლოკჩეინები
ბლოკჩეინ პლატფორმების ამ თაობის წარმომადგენლებს, Cosmos, Polkadot და Avalanche-ს ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის არასტანდარტული ტოპოლოგიები აქვთ. ეს პლატფორმები ასინქრონული ჰეტეროგენული ქსელის მოდელის მქონე ჰორიზონტალურ მასშტაბირებისკენაა მიმართული, რომლის წყალობით სხვადასხვა ცალკეულ ბლოკჩეინს ერთ ეკოსისტემაში თანაარსებობა და ერთმანეთთან ურთიერთქმედება შეუძლია.
თითოეულმა პლატფორმამ, ბლოკჩეინის ეკოსისტემის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად და, ამავდროულად, სხვა ეკოსისტემებთან ეფექტური ურთიერთქმედების დასამყარებლად, საკუთარი მიდგომები და მექანიზმები დანერგა. ჰეტეროგენული მოდელები „ბლოკჩეინების ინტერნეტის“ შექმნაზეა ორიენტირებული, რომელშიც ერთდროული თანაარსებობა არა ასობით ათასს, არამედ მილიონობით, ან თუნდაც ათობით მილიონ აქტიურ მომხმარებელს შეუძლია. სწორედ ამ მიდგომის წყალობით ხდება Web3 კონცეფციის რეალიზაცია, რომლისკენაც ბევრი პროექტი მიისწრაფვის, მაგრამ ტექნიკურად და ტექნოლოგიურად მომხმარებლის ყველა მოლოდინის დაკმაყოფილების საშუალებები მას არ გააჩნია.
ჰეტეროგენული ბლოკჩეინების არასტანდარტული ტოპოლოგიების მაგალითები
ჰეტეროგენული ბლოკჩეინების კონცეფცია
ბლოკჩეინის პლატფორმებმა Cosmos, Polkadot, Avalanche შექმნეს ეკოსისტემები, რომლებშიც სხვადასხვა ვირტუალური მანქანების მქონე (VM) სპეციალიზებულ ბლოკჩეინებს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქსელებთან ურთიერთქმედება შეუძლია. ბლოკჩეინ პლატფორმების ახალი თაობა საკუთარი ბლოკჩეინების შესაქმნელად „კონსტრუქტორებს“ გთავაზობთ და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) დაპროექტებისა და ახალი აქტივების ემისიის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას იძლევა. სმარტ კონტრაქტების ნაკრების გამოყენების ნაცვლად საკუთარი ბლოკჩეინის მქონე პროექტის ამოქმედებას სამი ფუნდამენტური უპირატესობა აქვს:
- მაღალი პროდუქტიულობა
ცალკეული ქსელის ავტონომიური ფუნქციონირება, სხვა ქსელებისგან იზოლაციის წყალობით, წარმოების მაღალი მაჩვენებლების, სწრაფი ტრანზაქციების, საფულეში აქტივების მიღების პროგნოზირებადი დროის, ბლოკის მყისიერი ფორმირებისა და მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის გარანტიას იძლევა. თუ ბლოკჩეინის გარეთ ოპერაციის შესრულების საჭიროება ჩნდება, ყოველთვის არის სხვა ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობა, როდესაც ეს აუცილებელია.
- დაბალი და პროგნოზირებადი საკომისიოები
გადასახადები ისეთ ქსელებში, როგორიცაა Blockchain და Ethereum, ვერასოდეს იქნება მუდმივი. ცალკეული პროექტების მაღალი აქტივობა, მაინერების მიერ აქტივების მასშტაბური გაყიდვა, ან ქსელის პიკური დატვირთვის დროს მემპულში ტრანზაქციების დიდი დაგროვება საკომისიოს ზომაზე გავლენას ყოველთვის ახდენს. ცალკეული ბლოკჩეინის ქონა საკომისიოების დაბალი და პროგნოზირებადი დონის დაწესების საშუალებას იძლევა, რაც მომხმარებლებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს შორის აქტიური ტრანზაქციურობის სტიმულაციას ახდენს.
- ნოდებისა და ვალიდატორების მოქნილი მართვა
ცალკეული ბლოკჩეინი, კონკრეტული ეკოსისტემის საჭიროებების შესაბამისად, ნოდების მფლობელებისადმი, მაინერებისა და ვალიდატორებისადმი საკუთარი წესებისა და მოთხოვნების კონფიგურაციის საშუალებას იძლევა. ამ წესებს გარკვეული იურისდიქციების, ან ტერიტორიების (აშშ, ევროკავშირი და ა.შ.) მოთხოვნებთან მოქნილად მორგება, აღჭურვილობის პროდუქტიულობისა და ეკოლოგიურობის საკუთარი კრიტერიუმების დაწესება, ან მომხმარებლისგან ვალიდატორის სტატუსის მისაღებად გარკვეული პროცედურების (KYC) გავლის მოთხოვნა შეუძლია.
Cosmos საშუალებას გაძლევთ, ბლოკისა და ტრანზაქციის ვალიდაციის ცალკეული ფორმატების მქონე სხვადასხვა პარალელური დამოუკიდებელი ჩეინისგან განაწილებული ქსელი შექმნათ. ამ ჩეინებს შორის ურთიერთქმედება პროტოკოლ Inter-Blockchain Communication-ისა (IBC) და Cosmos Hub-ის ეკოსისტემის მთავარი ბლოკჩეინის მეშვეობით მიიღწევა. თითოეულმა ჩეინმა სხვა ქსელებთან დასაკავშირებლად IBC უნდა დანერგოს. ამჟამად IBC-ის მხარდაჭერის მქონე 30+ ცალკეული ბლოკჩეინ პროექტი 250+ dApps-ის განვითარებაზე ისეთი მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა DeFi, სმარტ კონტრაქტის შექმნა EVM-ის გამოყენებით, სოციალური ქსელები, კონფიდენციალური გადარიცხვები და ბლოკჩეინ თამაშები. მუშაობა მიდის Ethereum-თან, Bitcoin-სა და სხვა ეკოსისტემებთან დამაკავშირებელ ხიდებზე.
Polkadot-მა შექმნა საკუთარი ეკოსისტემა, რომელიც "ბლოკჩეინების ინტერნეტზეა" დაფუძნებული და მშობელ (Relay chain) და შვილობილ ქსელებს, პარაჩეინებს (parachains) შორის კავშირს ინარჩუნებს. პარაჩეინებს შორის ურთიერთქმედება X-chain შეტყობინებებისა (XCM) და უსაფრთხოების წყალობით მიიღწევა, რომელიც მას მშობელი ქსელისგან მემკვიდრეობით ერგო. ამჟამად, ეკოსისტემა 10+ პარაჩეინს მოიცავს, რომლებსაც სხვადასხვა სპეციალიზაცია აქვს და „ბლოკჩეინ ინტერნეტის“ ინფრასტრუქტურის უპირატესობების გამოყენებით, სხვადასხვა ფორმატის პროექტებს ახორციელებს. სხვა ეკოსისტემებთან ურთიერთქმედება და აქტივების გაცვლა X-ჯაჭვის ხიდების მეშვეობით ხდება.
Avalanche ახალი თაობის ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა და მრავალფუნქციური ბლოკჩეინის შექმნის საშუალებას იძლევა. ქსელი Avalanche სამი ცალკეული ჩეინისგან შედგება: X-Chain გადარიცხვებისთვის, C-Chain სმარტ კონტრაქტებისთვის და P-Chain სტეიკინგისთვის. თითოეულ ჯაჭვს საკუთარი ვიწრო სპეციალიზაცია აქვს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება Bitcoin-სა და Ethereum-ის მიერ გამოყენებული მიდგომისგან, როდესაც ყველა ნოდი ერთიანი და უცვლელი ფუნქციით - ქსელის ყველა ტრანზაქციის ვალიდაციითაა დაკავებული. გამოთვლითი ამოცანების ასეთი Avalanche-ის უფრო მაღალ, დეცენტრალიზაციის შესაბამის დონის მქონე გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს. ეკოსისტემის აგება ახლაც აქტიურად გრძელდება - იქმნება ახალი ჯაჭვები და ქვექსელები. სხვა ეკოსისტემებთან ურთიერთქმედების გარდა, მნიშვნელოვან ადგილს X-chain ხიდი Avalanche-Ethereum იკავებს, რომელიც ძალიან პოპულარულია და Ethereum ქსელთან აგებული ყველა დროის 60+ ყველა ხიდს შორის ტოპ პოზიციებს იკავებს.
დასკვნის მაგიერ
ჰეტეროგენულმა ქსელებმა Cosmos, Polkadot, Avalanche გლობალური X-ჯაჭვის ქსელის შესაქმნელად არასტანდარტული ინფრასტრუქტურა ააგეს, რომელსაც Bitcoin-სა და Ethereum-თან შედარებით, გაცილებით მეტი ეფექტურობის დემონსტრაცია შეუძლია. ჰეტეროგენული ბლოკჩეინები Web3-ის მიმართ იუზერ-ფრენდლია და წინა თაობის ბლოკჩეინ პლატფორმებზე გაცილებით უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურება შეუძლია, ამასთან სიმძლავრის საკმარის მარაგს ტრანზაქციურობის ზემაღალი მაჩვენებლების დროსაც კი ინარჩუნებს.
ასეთი არქიტექტურების თანაარსებობა და კოლაბორაცია ჭეშმარიტად დეცენტრალიზებული „ბლოკჩეინების ინტერნეტის“ შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ამ პროექტებმა ერსა და იმავე მიზნის მისაღწევად რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აჩვენა.