რა არის რეფლექსური ტოკენები?

icon ONE
ფოტო - რა არის რეფლექსური ტოკენები?
რეფლექსური ტოკენები არის DeFi-ის ბაზარზე პასიური მოგების ნახვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა. სტატიაში მეტს მოგიყვებით მათი მუშაობის პრინციპზე, ჯილდოს მექანიზმზე და სხვა სასარგებლო თავისებურებებზე
2022 წლის დაუნტრენდის მიუხედავად, DeFi-აპლიკაციების ბაზარი ბოლო ორი წლის განმავლობაში,  მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარკვეულწილად ეს ისეთი სფეროების განვითარების შედეგია, როგორიცაა სტეიკინგი, ფარმინგი, ლიკვიდობის მაინინგი და კრიპტოვალუტაში პასიური შემოსავლის სხვა გზები. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით DeFi-ს კიდევ ერთ ინოვაციას, კერძოდ, reflection tokens (რეფლექსური ტოკენები; ზოგჯერ უწოდებენ rewards tokens  - ინგლისურიდან თუ გადმოვთარგმნით "დაჯილდოების ტოკენები").
Total Value Locked (პროტოკოლში თანხების ჯამი )  DeFi-ში

Total Value Locked (პროტოკოლში თანხების ჯამი ) DeFi-ში

Reflection tokens (რეფლექსური ტოკენები)  თითოეული ტრანზაქციის პროცენტს მათ მფლობელებს, უკან უნაწილებენ. მექანიზმი უბიძგებს მომხმარებლებს რეგულარულად გამოიყენონ თავიანთი ტოკენები, რათა მიიღონ ტრანზაქციების პროცენტი. პროცენტის გადახდა  თავად პროექტის ნატიურ ტოკენებში ხდება, ამიტომ შემოსავალი პროპორციულად იზრდება თქვენს საფულეში ტოკენების რაოდენობის მატებასთან ერთად.

უფრო დეტალურად reflection tokens-ის (რეფლექსური ტოკენები) შესახებ

რეფლექსური ტოკენებით ქსელში ყველა ტრანზაქციაზე დამატებითი საკომისიოს გადახდა ხდება. მსგავსი ტოკენომიკის მქონე პროექტების უმეტესობა ადგენს საკომისიოს თითოეული ტრანზაქციიდან 10%-ის ოდენობით, რომელიც, როგორც წესი,  პროექტის ყველა მომხმარებელზე ნაწილდება, მის ლიკვიდურობის პულსა და მონეტების დაწვის საფულეზე (ინფლაციის თავიდან ასაცილებლად).

მექანიზმი თავისთავად არ არის trustless (არ საჭიროებს ნდობას), რადგან ის კონტროლდება სმარტ-კონტრაქტით, რომელიც ავტომატურად ანაწილებს ტოკენებს. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა შეინახოს ტოკენები და ამაში მიიღოს მისი საფულის ზომის პროპორციული მოგება.

რეფლექსური ტოკენების მქონე პროექტები

ფულის გამომუშავების მსგავსი სისტემა რამდენიმე პროექტმა გამოიყენა, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია Safemoon. მიმოქცევაში 585 ტრილიონზე მეტი მონეტით, ამ კრიპტოვალუტამ 2021 წლის პირველ კვარტალში გაშვების დღიდან 2.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი მოაგროვა. Safemoon ჭკვიანი კონტრაქტი  ყოველ ტრანზაქციაზე 10% საკომისიოს იღებს.

  • TIKI არის რეფლექსური ტოკენი Binance Smart Chain-ის ქსელში. პროექტი საშუალებას აძლევს ინვესტორებს საფულეში ტოკენების უბრალოდ შენახვით გამოიმუშაონ BNB. პროექტი ანაზღაურებს საკომისიოს 15%-ს ყოველ შეძენა/გაყიდვაზე. მისი 10% გარდაიქმნება BNB-ად და ავტომატურად გადანაწილდება მფლობელებზე მინიმალური ბალანსით 10,000 TIKI, ხოლო დარჩენილი 5% გადადის PancakeSwap ლიკვიდურობის პულში. ფასების რყევების შესამცირებლად და ვეშაპების (დიდი მოთამაშეების) გავლენის გასაკონტროლებლად, TIKI სმარტ-კონტრაქტი ზღუდავს ტოკენის გაყიდვებს მთლიანი მიწოდების 0,1%-ზე. ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც აღემატება ლიმიტს, უარყოფილი იქნება. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ განათავსონ თავიანთი ტოკენები Altruism Protocol-ის (მრავალფუნქციური DeFi პლატფორმა) მეშვეობით, ხოლო TIKI-სა და BNB-ში მეტი ჯილდოს მიღება.

  • Reflect Finance არის რეფლექსური ტოკენი Ethereum-ის ქსელში. პროექტი ყოველ ტრანზაქციაზე იღებს  საკომისიოს 1%-ის ოდენობით, რომელიც ავტომატურად იყოფა და ნაწილდება მფლობელებს შორის. RFI-ში საკომისიოების 100% უშუალოდ მფლობელებთან მიდის. პროცენტი, რომელსაც თითოეული მფლობელი იღებს,  RFI ტოკენების რაოდენობის პროპორციულია, რომელსაც ისინი ფლობენ. გარდა ამისა, RFI მფლობელებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ტოკენები ფარმინგისა და სტეიკინგისთვის.

  • Rainbow token (RAINBOWTOKEN) არის ჰიპერ-დეფლაციური DeFi ტოკენი, რომელიც გაშვებულია Binance Smart Chain-ზე. RAINBOWTOKEN-ის განვითარების პროცესი ჯერ კიდევ ძალზე ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში ამოქმედდა . Rainbow-ის გუნდი მუშაობს NFT თამაშის შექმნაზე, რომელიც  წარმოდგენილი იქნება მათ ეკოსისტემაში. ამჟამად პროექტის სახელწოდებაა «Project: IRIS».

რეფლექსური ტოკენები  იძლევა ახალ გზას პასიური შემოსავლის  მიღებისთვის, რომელსაც ჯერ დროის სათანადო გამოცდა არ გაუვლია. პროექტების უმეტესობა, რომლებიც იყენებს ანაზღაურების ამ მექანიზმს, არსებობს არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. ამის გამო, კრიპტო თაღლითობისა და პოტენციური თაღლითების რაოდენობა შემაშფოთებელია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყოველ კრიპტოინვესტიციას, და მით უმეტეს, რეფლექსურ ტოკენებში, გარკვეული რისკი თან ახლავს. ყოველთვის დაიცავით DYOR წესი (Do your own research).