BitTorrent არის პროექტი Tron ბლოკჩეინზე, რომლის მიზანი, სპეციალური პროტოკოლის მეშვეობით, კონტენტის განაწილებისა და ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის გაუმჯობესებაა.
შექმნის ისტორია
პროექტი BitTorrent დეველოპერმა ბრემ კოენმა ჯერ კიდევ 2001 წელს შექმნა. პროტოკოლი შექმნილია ისე, რომ დააჩქაროს დიდი ზომის ფაილების დაინსტალირება და ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა.
17 წლის შემდეგ, 2018 წელს, BitTorrent მთლიანად გამოისყიდა ბლოკჩეინ კომპანიამ Tron, რომელმაც პლატფორმაში ნატიური BTT ტოკენის ინტეგრაცია მოახდინა.
პროექტის დაფინანსება
BitTorrent Inc-ის გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ $120 მილიონი შეადგინა. მალევე Tron-მა აამოქმედა საკუთარი კრიპტოვალუტა BitTorrent (BTT). ამ ტოკენის ICO 2019 წლის იანვარში შედგა. შედეგად, საცალო ინვესტორებისა და ზოგიერთი საინვესტიციო ფონდისგან $7.2 მილიონი შეგროვდა .
ანალიტიკური რესურსის, Crunchbase-ის თანახმად, BitTorrent-მა (BTT) დაფინანსების კიდევ რამდენიმე რაუნდი გამართა და ჯამში $42.9 მილიონი მოიზიდა.
BitTorrent-ის საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)
მექანიკა და თავისებურებები
ფუნქციონალურად, BTT არის ტოკენი Tron ბლოკჩეინზე.
BTT-ის ჰოლდერებს შეუძლიათ გამოიყენონ ტოკენი პროტოკოლში, მოიპოვონ მონეტები ფაილების ჩამოტვირთვისა და გაზიარებისთვის BitTorrent-ის საშუალებით. ამასთან ერთად, ტოკენს იყენებს რიგი third-party სისტემებიც, როგორიცაა BitTorrent Speed და BitTorrent File System. ამ პლატფორმებზე BTT მოქმედებს, როგორც გადახდის საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ, გადაიხადოთ პრემიუმ ფუნქციებისა და გამოწერების საფასური.
BTT ასევე შეიქმნა, როგორც BitTorrent პლატფორმაზე მომხმარებლების მხარდაჭერის საშუალება. საუკეთესო კონტენტმეიკერები რეგულარულად იღებენ ჯილდოს როგორც კონტენტის რაოდენობისთვის, ასევე ხარისხისთვის.
კრიპტოვალუტა BTT
BTT მონეტის რამდენიმე მახასიათებელი ასე გამოიყურება:
■ ტიპი - TRC20-ის სტანდარტის ტოკენი;
■ საბაზრო კაპიტალიზაცია – $685 მილიონი;
■ მაქსიმალური ემისია – 990 ტრილიონი;
■ სულ მიმოქცევაში – 951 ტრილიონი;
■ საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა – $15 მილიონი;
■ მაქსიმალური ფასი – $0.00000255;
■ მინიმალური ფასი - $0.00000061.
BTT ივაჭრება კრიპტოვალუტის ბევრ ბირჟაზე, რომელთა შორისა WhiteBIT, Mexc, OKX, Gate, KuCoin და სხვა. მონეტა ასევე განთავსებულია BSC-ისა და Ethereum-ის ქსელებში, ამიტომ აქტივის შეძენა შესაძლებელია დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე, როგორიცაა Pancake Swap და Uniswap.
საინტერესო ფაქტები
● BTT თავდაპირველად შეიქმნა, როგორც TRC10 სტანდარტის ტოკენი. ეს არის შაბლონური სტანდარტი, რომლის გამოყენება საკუთარი მონეტის Tron-ზე შესაქმნელად ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ამისთვის საკმარისია მხოლოდ მონეტების დასახელების, რაოდენობის მითითება და საკომისიოს გადახდა. ასე რომ BTT, ფაქტობრივად, $10-ად შეიქმნა.
● 2021 წლის 12 დეკემბერს მონეტა გადავიდა ახალ კონტრაქტზე, როდესაც რედომინაცია ჩაატარა (ძველი ტოკენები ახლით 1:1000 თანაფარდობით შეიცვალა). ტოკენების ერთი ქსელიდან მეორეზე გადასატანად სპეციალური ხიდი შეიქმნა, ხოლო მონეტების გარჩევის მიზნით ძველ აქტივს ეწოდა BTTOLD.
● თუ ძველი ტოკენის ფასების გრაფიკებს გავითვალისწინებთ და მხედველობაში რედომინაციასაც ვიქონიებთ, მაშინ BTT-ის მაქსიმალური ფასი განისაზღვრა 2021 წლის 5 აპრილს $0.000013-ის ნიშნულზე. იმ მომენტში პროექტის კაპიტალიზაცია $7 მილიარდს შეადგენდა.
● BTT არის პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც ინტეგრირებულია მონაცემების შემნახველ მოწყობილობებში (მაგალითად, Seagate-ის მყარ დისკებში).