რა მოუვიდა Coinlist–ს და როდის იქნება ისევ ICO–ს ბუმი

ფოტო - რა მოუვიდა  Coinlist–ს და როდის იქნება ისევ  ICO–ს ბუმი
Coinlist – ICO–ს ერთ–ერთი უმსხვილესი პლატფორმაა. პროექტების უდიდეს ნაწილს, რომლებიც Coinlist–ზე საჯარო სეილს ატარებენ, როგორც წესი, კარგი მოგება მოაქვთ.
Сoinlist ახალი პროექტებისთვის მხოლოდ ლაუნჩპადი არ არის. პლატფორმა როგორც ცენტრალიზებული ბირჟა ყველა საჭირო ატრიბუტიკით არის  გაფორმებული: სავაჭრო ტერმინალი, კრიპტოსაფულე, სწრაფი გაცვლის დანაყოფები, ტოკენების სტეიკინგი და სხვა.  

აქსელერატორმა ყველაზე  დიდი პოპულარობა 2021 წელს მოიპოვა. ბიტკოინის მიერ $20 000 ნიშნულის  გარღვევის შემდეგ,  დაიწყო ეგრედ წოდებული „ხარის ბაზარი“ . ყველა კრიპტოვალუტა მაღალი სისწრაფით იზდებოდა და ყოველდღიურად ბაზარზე ათეულობით ახალი კრიპტოსტარტაპი ჩნდებოდა.  

 2021 წელს  Coinlist–მა  19 პროექტის ინკუბირება მოხდინა, რომელთა შორისაცაა  Mina Protocol, Immutable X, Biconomy, Qredo და სხვა. ტოკენსეილების უმეტესობამ წარმატებით ჩაიარა და ადრეულ ბროკერებს კარგი ფული აშოვნინა. მაგალითად,  $0.15–ად  IMX–ის შეძენით, ბირჟაზე გასვლისას მომხმარებლებს ტოკენი $7–ად შეეძლოთ გაეყიდათ, რაც სასტარტო ინვესტიციას 26–ჯერ აღემატება!
ტოკენსეილების სტატისტიკა  Coinlist–ზე (Cryptorank.io)

ტოკენსეილების სტატისტიკა Coinlist–ზე (Cryptorank.io)

პროექტების დიდი მომგებიანობის  გამო, Coinlist–ზე სეილები ლატარიად იქცა. საჯარო გაყიდვებზე ადგილები შეზღუდულია, ამიტომ მომხმარებლებმა „ექაუნთ–ფერმების“ შექმნა დაიწყეს. ადამიანები ტოკენსეილზე ყველა თავის ნათესავს, ნაცნობსა და მეგობარს არეგისტრირებდნენ, და ასევე ექაუნთებს მარკეტპლეისებზე ყიდულობდნენ.  

მალე პლატფორმაზე რეპუტაციის სისტემა იქნა შემოღებული (Karma). ტრეიდერები კარმის ქულებს უამრავი აქტივობისთვის აგროვებენ – მონეტების სტეიკინგზე, ყიდვა–გაყიდვის ჩატარებაზე, ტოკენსეილებში მონაწილეობაზე და ასე შემდეგ.   ყველაზე მეტი ქულის  სანაცვლოდ   მომხმარებლები სეილში გარანტირებულ ადგილს იღებენ.  ამ კატეგორიაზე დაახლოებით ადგილების  40%  არის გამოყოფილი.
რეპუტაციის სისტემა  Coinlist–ზე (Karma)

რეპუტაციის სისტემა Coinlist–ზე (Karma)

BTC–ისა და მთლიანად კრიპტობაზრის ვარდნის გამო, პროექტები ICO–ს სულ უფრო იშვიათად ატარებენ. ეს  Coinlist–ის ლაუნჩპადზეც აისახა– უკანასკნელი ტოკენსეილი 12 მაისს იყო, ახლახანს ბაზარზე გამოსულმა პროექტებმა  (Agoric, Umee) მომხმარებლებს  მოსალოდნელი მოგება ვერ მოუტანეს, ზოგ მომენტებში ჩადებული ფულიც კი ვერ ამოიღეს. ამ მომენტისთვის Coinlist–ის სტრატეგია გასაგებია. პლატფორმა ICO–ს ყველაზე მომგებიანი აქსელერატორის რეპუტაციის შენაერჩუნებისკენ ისწრაფვის, რის გამოც ტოკენსეილებს ბაზრების ვარდნისას აღარ ატარებს. 4–თვიანი  სტაგნაციის მიუხედავად,  სტატისტიკური მონაცემებით Coinlist ჯერ კიდევ წინ უსწრებს უახლოეს კონკორენტებს (Tokensoft, Republic).
ICO–ს პლატფორმების მომგებიანობის  სტატისტიკა   (Cryptorank.io)

ICO–ს პლატფორმების მომგებიანობის სტატისტიკა (Cryptorank.io)

ფინანსური ბაზრების ციკლურობიდან გამომდინარე, ვარდნა ადრე თუ გვიან დასრულდება, რასაც შემდეგ ზრდის ახალი ფაზა უნდა მოყვეს. ზუსტად მაგ დროს  Coinlist–მა შეიძლება  ICO–ს ახალი სერია გამოუშვას. ამიტომ ახლა სწორი სტრატეგია  მომავალი სეილებისთვის მომზადებაშია:  „კარმის“  გატუმბვა, ექაუნთების რიცხვის გაზრდა, სავაჭრო ბალანსის დაგროვება მომავალ საჯარო გაყიდვებში მონაწილეობის მისაღებად.