რა არის არამუდმივი დანაკარგები ფარმინგის დროს?
არამუდმივი დანაკარგები იმ ტოკენების დოლარში არსებული ღირებულების შემცირების ეფექტია, რომლებიც ლიკვიდობის პულშია ჩადებული.
არამუდმივი დანაკარგები იმ კრიპტოვალუტების კურსის რყევების გამო წარმოიქმნება, რომლებიც ინვესტორმა დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ფარმინგში ჩადო. მონეტები, რომლებიც წინასწარ 50/50 თანაფარდობით არის ჩადებული, ამ პროპორციებისკენ იქნება მიდრეკილი, რამაც შეიძლება, დოლარის ეკვივალენტში აქტივების მოცულობის შემცირება გამოიწვიოს.
DeFi პროტოკოლების უმეტესობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გახდნენ სავალუტო წყვილების მარკეტმეიკერები. ლიკვიდობაში ინვესტიციით მომხმარებელი იღებს საკომისიოს პლატფორმაზე განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებისთვის, ასევე პროექტის, ან DEX ბირჟის მიერ გაცემული ჯილდოს ნაწილს, თუკი ასეთი არსებობს.
ჩანართი „Pool“ ლიკვიდობის ინვესტიციისთვის ბირჟაზე Uniswap
ლიკვიდობის პულების უმეტესობა მოითხოვს, რომ შეტანილი სახსრები დოლარის ეკვივალენტში 50/50 თანაფარდობას შეესაბამებოდეს. ანუ, თუ ტრეიდერი სავაჭრო წყვილში დებს 1000 USDT-ს ETH/UST-ს, მან უნდა დაამატოს Ethereum-ის შესაბამისი რაოდენობა (მაგალითად, ახლა ეს არის 0.6 ETH). თუ ფარმინგის დროს ETH-ის ფასი დაეცემა, ვთქვათ, 50%-ით, მაშინ მისი დოლარის ეკვივალენტი შემცირდება და ის სავაჭრო წყვილში აღმოჩნდება $500 Ethereum-ით და $1000 USDT-ით. ლიკვიდობის პული ავტომატურად დააბალანსებს კრიპტოვალუტებს ერთმანეთთან ისე, რომ მათი დოლარის ექვივალენტი ერთნაირი იყოს. ჩვენს შემთხვევაში, პული გაზრდის ETH-ის რაოდენობას და შეამცირებს USDT-ის რაოდენობას. ამის საფუძველზე USDT-ის ოდენობა 750 დოლარამდე შემცირდება.
რაზეა დამოკიდებული არამუდმივი დანაკარგების მოცულობა
- ფარმინგისთვის შერჩეული დეცენტრალიზებული ბირჟა. პლატფორმებს აქვს სხვადასხვა ტიპის მარკეტმეიკერები (Flat Curve, AMM და სხვა), ასევე სხვადასხვა სამუშაო ქსელები, რაც გავლენას ახდენს ვაჭრობის მოცულობაზე;
- ლიკვიდობის რაოდენობა პულში. რაც უფრო დიდია ის, მით ნაკლები იქნება არამუდმივი დანაკარგები თითოეული მომხმარებლისთვის;
- მონეტების ტიპი და მათი ვოლატილობა;
- პლატფორმაზე საკომისიოსა бდა ჯილდოს ოდენობა.
არსებობს სპეციალური ცხრილი, რომელიც აჩვენებს აქტივის ღირებულების თანაფარდობას პოტენციურ არამუდმივ დანაკარგებთან. მის თანახმად:
■ ფასის ცვლილება 1,25x-ზე = დანაკარგი 0,6%
■ ფასის ცვლილება 1,5x-ზე = დანაკარგი 2%
■ ფასის ცვლილება 1,75x-ზე = დანაკარგი 3,8%
■ ფასის ცვლილება 2x-ზე = დანაკარგი 5,7%
■ ფასის ცვლილება 3x-ზე = დანაკარგი 13,4%
■ ფასის ცვლილება 4x-ზე = დანაკარგი 20%
■ ფასის ცვლილება 5x-ზე = დანაკარგი 25,5%
აქტივების ფასის ცვლილებებისა და არამუდმივი დანაკარგების თანაფარდობა
ეს სქემა ვრცელდება როგორც აქტივის ზრდაზე, ასევე მის დაცემაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდობის სახით გაცემული ტოკენების ფასი (მათი უკან საფულეში გატანისას) წინა მდგომარეობას დაუბრუნდება, არამუდმივი დანაკარგები დიდწილად ნიველირებული იქნება, ზარალს კი თავად ფარმინგის შემოსავალი დაფარავს.
როგორ გავზარდოთ ფარმინგის შემოსავალი
აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ფარმინგის, ან სტეიკინგის შემოსავლის გაზრდაში და არამუდმივი დანაკარგების მინიმიზაციაში დაგეხმარებათ:
- მუშაობისთვის აირჩიეთ DEX-ბირჟები მაღალი ლიკვიდობით;
- ჩადეთ ინვესტიცია მონეტის დაბალი ვოლატილობის მქონე ლიკვიდობაში, სასურველია, რომ ერთ-ერთი კრიპტოვალუტა სტეიბლკოინი იყოს;
- დაამატეთ ლიკვიდობა ნაწილ-ნაწილ და შეეცადეთ, ფარმინგისთვის ტოკენები ყველაზე დაბალ ფასად იყიდოთ.