რა არის ბლოკჩეინი?

ფოტო - რა არის ბლოკჩეინი?
ბლოკჩეინს ყველა კრიპტოვალუტა იყენებს. სწორედ ბლოკჩეინის არსებობა განასხვავებს ვირტუალურ აქტივებს ფიატური ვალუტებისა და ელექტრონული ფულისგან, რომლებსაც, თავისი არსით, არ გააჩნია საჯარო კლირინგი და ტრანზაქციის გამჭვირვალე სტატისტიკა, რომელიც მოდიფიკაციებისგან დაცულია. სწორედ ამიტომ კრიპტოვალუტები ფულის ყველაზე პროგრესული ფორმაა.
ტერმინს „ბლოკჩეინი მრავალი ინტერპრეტაცია და სახელწოდება აქვს. ყველა პროფესიონალს მოსწონს ზუსტად ის, რაც ყველაზე გასაგები და მის საქმიანობის სფეროსთან ახლოს იქნება. ფინანსური და საბანკო სისტემის თანამშრომლებისთვის უფრო ახლობელი ტერმინი „დეცენტრალიზებული საბუღალტრო წიგნი“ იქნება.  IT-სპეციალისტებისა და computer science-ის სფეროს ექსპერტებისთვის უფრო მისაღები იქნება ინტერპრეტაცია „მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზა“. საჯარო მოხელეებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის უფრო გასაგები სახელწოდებაა „მონაცემთა განაწილებული რეესტრი“. მოლარეები, ინკასატორები და სამხედროები უფრო იცნობენ ტერმინს „მონაცემთა დეცენტრალიზებული საცავი“. სწორედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელი არის ბლოკჩეინი, ამიტომ ყველა ინტერპრეტაცია მართალია.

ბლოკჩეინი, გაზვიადების გარეშე, კაცობრიობის ბრწყინვალე გამოგონებაა. ის თამამად შეგვიძლია, ინტერნეტის, ან კოსმოსური ხომალდის გამოგონებასთან გავაიგივოთ. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც კორუფციასთან, თაღლითობის მცდელობებთან, მონაცემთა გაყალბებასთან, კიბერთავდასხმებთან ბრძოლა და კრიმინალისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

ბლოკჩეინი ტრანზაქციების, ან ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის მთელ ისტორიას ინახავს და მათ გაყალბებისა და გარედან განხორციელებული მოდიფიკაციისგან საიმედოდ იცავს.

ბლოკჩეინები არსებობს კერძო, საჯარო, ან ჰიბრიდული. კერძო ბლოკჩეინი, როგორც წესი, გარკვეულ კომპანიას, ან კორპორაციას ეკუთვნის რომელიც მასზე წვდომას აკონტროლებს, ამიტომ ის, ძირითადად, კერძო კორპორაციული მონაცემთა ბაზისგან არაფრით განსხვავდება. საჯარო ბლოკჩეინი აბსოლუტურად ყველა მსურველისთვის შეუზღუდავად, 24/7-ზეა გახსნილი. ბლოკჩეინის ჰიბრიდულს ფორმატს შეიძლება კონკრეტული "გილდია" იყენებდეს, როგორიცაა კერძო ნოტარიუსები, ან უძრავი ქონების სააგენტოები, რომელთაც სურთ, კონკრეტული ინდუსტრიის კონკრეტულ მონაცემებზე მუდმივი წვდომა ჰქონდეთ, მაგრამ არ სურთ, ეს ინფორმაცია უცხო მონაწილეებს გაუზიარონ. ამ ფორმატს ბლოკჩეინ-კონსორციუმი ეწოდა.

ბლოკჩეინი უსასრულო რაოდენობით მონაცემთა ბლოკისგან შედგება, რომლებიც უწყვეტ ჯაჭვს ქმნის და ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვს. თითოეული ბლოკი მასში ჩაწერილი ტრანზაქციების გარკვეულ რაოდენობას ინახავს, როგორც საბუღალტრო წიგნში, მაგრამ არა ქაღალდის ფორმატში, არამედ ელექტრონულად. ყოველი ახალი ბლოკი წინა ბლოკის შესახებ მთელ ინფორმაციას ინახავს. ინფორმაციის გადაცემის ასეთი ფორმატი ბლოკჩეინში შენახული მონაცემების მთლიანობასა და სანდოობას უზრუნველყოფს. არასანქციონირებული წვდომის ნებისმიერი მცდელობა ("51%-იანი შეტევის" გარდა, რომელზეც საუბარი ოდნავ მოგვიანებით გვექნება), რომლის მიზანი ახალი მონაცემების დამატება, ან უკვე შენახულის მოდიფიკაციაა, ფიასკოთი დასრულდება. ყველა შეტანილი არასანქციონირებული ცვლილება, მეზობელ ბლოკებთან მონაცემთა სინქრონიზაციის წყალობით, ავტომატური კორექტირების მექანიზმით გაუქმდება. სწორედ ამიტომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე აგებული გადაწყვეტილებები ინფორმაციის სანდოობას, ცვლილებებისადმი მდგრადობასა და მთლიანობას უზრუნველყოფს და ელექტრონული ხელშეკრულებების ყველა მონაწილეს შორის ნდობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

ბლოკჩეინის გამოყენება არა მხოლოდ კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროშიც შესაძლებელია. კონკრეტულად სად? ამის შესახებ ადრე გიამბეთ.

კონსენსუსის ალგორითმი

ეს არის მექანიზმი, რომელიც დეცენტრალიზებულ გარემოში ჯილდოების სამართლიან განაწილებასა და მონაცემთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ალგორითმი გარკვეულ უცვლელ წესებს ადგენს, რომლებიც ქსელის ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, სიმართლის დადგენის ერთიან კრიტერიუმზე შეთანხმდნენ, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მონაწილე ვირეშმაკობას ცდილობს. ფაქტობრივად, კონსენსუსის ალგორითმი ავტომატური არბიტრია, რომელიც მათ, ვინც წესების დაცვით თამაშობს, უფლება აძლევს, ფული იშოვონ, თაღლითებსა და თავდამსხმელებს კი თამაშგარეთ ტოვებს. 

ყველაზე გავრცელებული ალგორითმებია Proof-of-Work (PoW) და Proof-of-Stake (PoS). მათ შორის არსებული განსხვავებების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ჩვენი მიმოხილვიდან შეიტყობთ. PoW-ისა და PoS-ის გარდა. არსებობს კონსენსუსის სხვა ეგზოტიკური ალგორითმები, რომლებსაც სხვადასხვა ბლოკჩეინი იყენებს. მაგრამ ყველა ალგორითმს ერთი მისია აქვს -  ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოს და ნებისმიერი ერთი ნოდის, ან პულის ბოროტად გამოყენება, არ მონოპოლია არ დაუშვას.

ვალიდატორები

ტრანზაქციები ბლოკებში ნოდების (ქსელის კვანძების) წყალობით ხვდება. ნოდებს ტრანზაქციების ვალიდაციის, უტყუარობისა და ლეგიტიმურობის შემოწმების ფუნქცია, ასევე ქსელის მუშაობის საყოველთაო მხარდაჭერა ეკისრება. ზოგიერთი ბლოკჩეინი ნოდების შექმნის უფლებას ყველას აძლევს, ვისაც სურვილი და რესურსები აქვს, სხვები ვალიდატორის უფლების მოპოვებისთვის კი გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს. ნოდის პოტენციურ მფლობელებს შეიძლება, შემდეგი მოითხოვონ: KYC პროცედურის გავლა, ბალანსზე მონეტების გარკვეული რაოდენობის, ან უმაღლესი რეპუტაციის არსებობა. თითოეული ბლოკჩეინი ნოდების მფლობელებისა და ვალიდატორების მიმართ მოთხოვნების საკუთარ სიას აყალიბებს, ამიტომ კრიტერიუმები შეიძლება, ძალიან განსხვავდებოდეს. ნოდად ქცევა ნებისმიერ კომპიუტერ ან სერვერს შეუძლია, რომელზეც ნოდის გაშლის მიზნით, მათზე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა აყენია და ვირტუალური აქტივების შესანახად, არაკასტოდიალური საფულეა შექმნილი, ან კრიპტოვალუტის მაინინგი (PoW) ხორციელდება.
როგორ ხვდება ტრანზაქცია ბლოკში ( PoW-ბლოკჩეინი)

როგორ ხვდება ტრანზაქცია ბლოკში ( PoW-ბლოკჩეინი)

Level 1- და Level 2-ბლოკჩეინები

Level  ბლოკჩეინებს ორიგინალურ, მშობელ ბლოკჩეინებს უწოდებენ, როგორიცაა Bitcoin, Ethereum, NEO, Monero და სხვა. Level 2 გადაწყვეტილება პირველი დონის ბლოკჩეინის "ექსპლუატაციის პროცესში" გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების მცდელობაა. Level 2-ის წყალობით, გვარდება ნელი ტრანზაქციების, მაღალი საკომისიოებისა და ცუდი მასშტაბირების პრობლემა. სწორედ ამას უკავშირდება პრობლემა, რომელსაც "ბლოკჩეინის ტრილემა" ეწოდა და რომლის გადაჭრა Layer 2-ისა და საიდჩეინის გადაწყვეტილებებმა უნდა შეძლოს.

"51%-იანი შეტევა"

ეს არის ტერმინი, რომელიც ბლოკჩეინის მონაცემების მთლიანობისა და უტყუარობის დარღვევის მცდელობას ნიშნავს. ასეთი შეტევა შესაძლებელია მხოლოდ მონეტებით, რომლებსაც მცირე საბაზრო კაპიტალიზაცია და ვაჭრობის მოცულობა აქვს. მნიშვნელოვანი საბაზრო კაპიტალის მქონე კრიპტოვალუტებზე ასეთი თავდასხმის განხორციელება უკიდურესად რთული და ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს შეიძლება, მილიარდობით აშშ დოლარი დაჯდეს. სწორედ ბლოკჩეინი ხდის მას ნაკლებად სავარაუდოს. „51%-იანი შეტევის“ განსახორციელებლად, თავდამსხმელმა ქსელის დანარჩენი მონაწილეებზე, სულ მცირე, 1%-ით მეტი სიმძლავრე უნდა აკონტროლოს. ამიტომაც ეწოდა ამ თავდასხმას "51%-იანი შეტევა“. ბიტკოინის შემთხვევაში ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი ვარიანტია, თუ ამით პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი დაინტერესდება. მაგრამ ის, საბედნიეროდ, Dogecoin-ით არის გატაცებული. მადლობა ღმერთს!

ბლოკჩეინის ძირითადი პარამეტრები

ბლოკჩეინის მახასიათებლები, როგორც წესი, შემდეგი პარამეტრებით ფასდება:

- ბლოკჩეინის ტიპი (პრივატული, საჯარო, ან კონსორციუმი);
- კონსენსუსის ალგორითმი;
- Level 1, ან 2;
- ტრანზაქციების რაოდენობა ბლოკში;
- ბლოკის შექმნის სიჩქარე;
- სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა;
- პროტოკოლი;
- მაინინგის ალგორითმი;
- ექსპლორერების (ბლოკჩეინის ბრაუზერების) რაოდენობა;
- საფულეების რაოდენობა, რომლებიც ბლოკჩეინსა და მის აქტივებს უჭერს მხარს.

უახლოეს მომავალში ვებგვერდზე GNcrypto გაჩნდება ცალკე განყოფილება, სადაც სხვადასხვა ბლოკჩეინის რეესტრი იქნება ხელმისაწვდომი. იქ თქვენ მათ შედარებას ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მიხედვით შეძლებთ. არ გამოტოვოთ განახლებები!