რა არის CBDC და რით არის ის სტეიბლკოინზე უკეთესი?
CBDC (Central bank digital currency) – კრიპტოვალუტა, რომლის ემიტენტი რომელიმე სალხელმწიფოს ეროვნული ბანკია.
CBDC-ის შექმნა ლოგიკური ნაბიჯია კრიპტოვალუტების მიღებისა და მათი რეგულირების გზაზე. სხვადასხვა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი ციფრული ვალუტების ტესტირება, რამაც შეიძლება ააგოს ხიდი ბლოკჩეინსა და ტრადიციულ ეკონომიკას შორის.
ტრადიციული სტეიბილკოინების გამოშვება ხდება, უმეტესწილად, კერძო ფინანსური კომპანიებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მიერ. ეს აჩენს ეჭვებს მათი გამოყენების საიმედოობის შესახებ ურთიერთჩარიცხვების დროს.
ამ დროისთვის ყველაზე დიდ პროგრესს CBDC-ის ამოქმედებაში ჩინეთმა მიაღწია. სამი წელია, ჩინეთი ციფრული იუანის (e-CNY) ტესტირებას ახორციელებს ზოგიერთი ტერიტორიის ეკონომიკურ ზონაში. მთავარი პროვინციები, რომლებშიც ინტეგრირებულია ჩინეთის CBDC არის სუჯოუ, სიონგანი, ჩენგდუ, შანხაი, ჰაინანი, ჩანგშა, სიანი, ცინგდაო, დალიანი და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ზონა. 2022 წელს ციფრული იუანის ტესტირებას შეუერთდნენ პროვინციები სიჩუანი, ჰებეი, ძიანგსუ და გუანდონგი.
შეერთებული შტატები ძალიან ფრთხილია CBDC-ის გაშვებასთან დაკავშირებით. ბიუროკრატიისა და კონტროლის მაღალი დონის გამო აშშ-ის ცენტრალური ბანკის ვალუტის განვითარება საწყის ეტაპზეა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი პოლიტიკით, რომელიც ვერ აღწევს კონსენსუსს საკუთარი ციფრული ვალუტის საკითხზე.
ამავდროულად, ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ საჭიროა სტეიბლკოინებზე „სათანადო ზედამხედველობა“. ციფრული დოლარის შესახებ მოხსენების თანახმად, პაუელი ხაზს უსვამს მთავარ ასპექტებს, რომლებსაც FED განაკუთრებულ ყურადღებას აქცევს:
კონფიდენციალურობის დაცვა;
- შუამავლების მონაწილეობა;
- KYC (პიროვნების ვერიფიკაცია);
- ტექნოლოგიური თავსებადობა.
CBDC-ის გაშვების რისკები და გამოწვევები (აშშ-ის ფედერალური რეზერვის ანგარიში)
ტრადიციულ სტეიბლკოინებს აქვთ კრიპტოვალუტის ატრიბუტები და თვისებები. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად განახორციელონ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები ნებისმიერი თანხით და ნებისმიერ მისამართზე, რომელიმე რეესტრში საკუთარი საფულის გადამოწმების საჭიროების გარეშე. ეს ყველაფერი მიუღებელია CBDC-სთვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გაშვებას დიდი დრო და ფული სჭირდება.
აუცილებელია კომპრომისის მოძებნა CBDC-ის „კრიპტოვალუტურ“ ნაწილსა და ქვეყნის ეროვნული ვალუტის თავისებურებებს შორის. ამისთვის კი აუცილებელია კანონმდებლობაში კრიპტოვალუტების სტატუსის, ასევე კრიპტობაზრის რეგულირების წესების მკაფიო ინტერპრეტაცია. მხოლოდ ბიუროკრატიული დაბრკოლებების არარსებობის შემდეგ CBDC-ის გაშვებას აზრი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პატარა „კრიპტოვალუტის სტარტაპს“ ჰგავს, რომლითაც სახელმწიფოს ცენტრალურმა ბანკმა ტრაბახი გადაწყვიტა.