რა არის ბლოკჩეინი Cosmos (АТОМ)?
ბლოკჩეინი Cosmos არის პარალელური, დამოუკიდებელი და განაწილებული რეესტრების ქსელი, რომელსაც მხარს უჭერს ბიზანტიური დაზიანებამედეგობის ალგორითმები. Cosmos-ის ამოცანაა მყარი არხის შექმნა ბლოკჩეინებს შორის ურთიერთქმედებისთვის.
პროექტ Cosmos-ის მიზანი
თანამედროვე ციფრული სამყარო, გევინ ვუდის აზრით, არის „დამოუკიდებელი და იზოლირებული ინტერნეტ-სისტემების ნაჭრების საბანი“, სადაც ბლოკჩეინები მუდმივად კონკურირებენ ერთმანეთთან. მან გამოიგონა Polkadot, რათა შეექმნა ხიდი კონკურენტ სისტემებს შორის.
მაგრამ ეს იდეა მარტო გევინ ვუდს არ გაუჩნდა. Cosmos-ის დეველოპერები ასევე თვლიან, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინისა და მისი ფორკების ციფრული აქტივების გაცვლა Ethereum-ის ბლოკჩეინის მონეტებზე შესანიშნავი რამ არის.
ანუ პროექტ Cosmos-ის მიზანია შეიქმნას ქსელი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ბლოკჩეინებს და მათ დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.
Cosmos პროექტის დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორი
პროექტ Cosmos-ს მხარს უჭერს სამი სხვადასხვა ორგანიზაცია:
1. Interchain Foundation. არაკომერციული ორგანიზაცია შვეიცარიიდან, რომელიც მთელ პროექტს კურირებს.
2. IRIS Foundation Limited. არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს იურიდიული კავშირი ჰონკონგთან, და პასუხისმგებელია Cosmos IRIS Network-ის ინფრასტრუქტურული განყოფილების მუშაობაზე.
3. All in Bits Inc. ამერიკული კორპორაცია, რომელიც უზრუნველყოფს ღრუბლიან პროვაიდერს და ღია საწყის კოდს ბლოკჩეინ-კომპანიებისთვის.
აღმასრულებელი დირექტორი არის პენ ჩჟუნი. მან Cosmos-ის პირველი საფულე, Voyager შექმნა, რომელსაც მოგვიანებით Lunie დაარქვეს.
ტექნიკური დირექტორი - ითან ბუჰმანი. ეს არის ბლოკჩეინის მკვლევარი კანადის გველფის უნივერსიტეტიდან.
ბლოკჩეინის მთავარი არქიტექტორია ჯე კვონი, რომელიც ადრე მუშაობდა Flywheel Networks-ის შექმნაზე.
დეველოპერების ჯგუფი Cosmos ქსელის შექმნაზე სამი წელი მუშაობდა. პროექტი 2016 წელს ამოქმედდა. ერთი წლის შემდეგ, დამფუძნებლებმა განვითარებისთვის დამატებითი 17 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვეს ICO-ს მეშვეობით და168 მილიონი ATOM ტოკენის პრესეილი ჩაატარეს. მაშინ ერთი ATOM 0,10 დოლარი ღირდა.
შეიძლება ითქვას, რომ მონეტების თავდაპირველი შეთავაზების მონაწილეებმა ამ ხნის განმავლობაში კარგი ფული გამოიმუშავეს. ტოკენების განაწილებას თუ დავაკვირდებით, დაახლოებით 80% საცალო ინვესტორებზე გამოიყო, ხოლო დარჩენილი 20% All in Bits-სა და Interchain Foundation-ს ხვდა წილად.
ანუ, ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პროექტი საკმაოდ დეცენტრალიზებულია.
ქსელ Cosmos-ის თავისებურებები
Cosmos აღწერილია, როგორც „Blockchain 3.0“ და, როგორც ვთქვით, მისი მთავარი მიზანი სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის ურთიერთქმედების სიმარტივის უზრუნველყოფაა. ამ მიზნით, Cosmos-ის განვითარების გუნდი ბავშვის კონსტუქტორის ან მოდულარობის კონცეფციის მიხედვით არის შექმნილი. ამის გამო არსებული კოდის ფრაგმენტებიდან ახალი ქსელების შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც IKEA-ს ავეჯის აწყობა.
დეველოპერები აცხადებენ, რომ ამზადებენ გეგმას, რომლის კოსმოსის ქსელში ინტეგრირების შემდეგ, რთული აპლიკაციების შექმნაც კი საკმაოდ მარტივი იქნება.
მასშტაბურობა Cosmos-ის კიდევ ერთი უპირატესობაა. წამში მას შეუძლია მნიშვნელოვნად მეტი გადახდის დამუშავება (დაახლოებით 10 000), ვიდრე ჩვეულებრივი Bitcoin (TPS 8) და Ethereum (TPS 15) ბლოკჩეინები. ამავდროულად, კომიტის დაყოვნება (დრო მოქმედებასა და პასუხს შორის) ქსელში არის არაუმეტეს ორი წამისა. მოდულურმა ბლოკჩეინმა Mastercard-საც კი გაასწრო, რომელიც წამში 5000 ტრანზაქციას ამუშავებს.
რამდენი ATOM არის მიმოქცევაში?
ATOM-ის ჯამური წინადადებები 327,05 მილიონია, მათ შორის წერის მომენტისთვის მიმოქცევაში დაახლოებით 286,4 მილიონი ტოკენი იყო.
ამ კრიპტოვალუტის მოპოვება მაინინგით არ ხდება. სამაგიეროდ, მისი შოვნა სტეიკინგით არის შესაძლებელი. ანუ ქსელი მუშაობის შესანარჩუნებლად PoS ალგორითმს იყენებს. პროტოკოლის კოდი წლიურ ემისიას ბრუნვის 10%-მდე ზღუდავს.
პროექტის სამუშაო ტოკენი 1 მილიონ ნაწილად არის დაყოფილი. მისი ყველაზე პატარა გაუყოფელი ერთეულია 1 მიკრო-ატომი (uATOM).
Cosmos ადარებს თავის ATOM ტოკენებს ASIC-ებს, რომლებიც ბიტკოინის მაინინგისთვის გამოიყენება. გუნდის მიერ დაწერილ ტექნიკურ დოკუმენტში წერია: „ეს არის ვირტუალური აღჭურვილობის ნაწილი (ეკონომიკური კაპიტალი), რომელიც მიღებული უნდა იყოს, რათა ქსელის ვალიდატორი გახდეს“.
ATOM-ო ოფიციალურად დარეგისტრირდა ყველა უმსხვილეს ციფრულ CEX-ბირჟაზე:
- Coinbase
- WhiteBIT
- Kraken
- KuCoin
- Binance
პროექტის საბაზრო ღირებულება სტატიის დაწერის მომენტისთვის 4,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა 500 მილიონი დოლარია, ფასის ისტორიული მაქსიმუმი 2021 წლის 20 სექტემბერს დაფიქსირდა - 44,72 აშშ დოლარი.