რა არის ჰეჯირება და როგორ გამოვიყენოთ ის?
ჰეჯირება რევერსული კორელაციის მქონე აქტივების ყიდვის, ან საპირისპირო ვაჭრობის გახსნის გზით, ტრეიდერისთვის, ან ინვესტორისთვის ზარალის მინიმიზაციის მეთოდია.
ჰეჯირების საჭიროება ჩნდება საინვესტიციო პორტფელის ჩაზნექის მომენტში და იმ დროს, როდესაც სპეკულანტი ღია გარიგების შედეგად ზარალს განიცდის. სხვადასხვა აქტივზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს და სწორი მიდგომით, ერთი აქტივის დაცემა მეორის ზრდით კომპენსირდება, რაც რისკებს ამცირებს.
ჩვენ მოვამზადეთ სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჰეჯირება კრიპტოვალუტის ბაზარზე.
დივერსიფიკაცია, როგორც რისკის შემცირების მეთოდი
დივერსიფიკაცია საინვესტიციო პორტფელიდან სხვადასხვა აქტივებზე სახსრების განაწილების პროცესია. სასურველია, რომ ისინი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს განეკუთვნებოდეს და ფასის ფორმირების განსხვავებული ფაქტორები ჰქონდეთ. იდეალურ შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ მონეტები, ან ტოკენები, რომლებსაც აქვთ რევერსული კორელაცია - როდესაც ერთი კრიპტოვალუტა ეცემა, მეორე იზრდება, ან არ მოძრაობს.
მაგალითად, როდესაც საცალო ინვესტორები ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების იმედს კარგავენ, ისინი კაპიტალის კონვერტაციას ძვირფას ლითონებში ახდენენ. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტასთან ერთად, აზრი აქვს პორტფელში ოქროს სტეიბლკოინების შენახვას, მაგალითად PAX Gold (PAXG), Tether Gold (XAUT) და სხვა. იგივე ეხება სხვა სფეროებსაც.
კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის თაღლითობის შემდეგ, ბევრმა მომხმარებელმა CEX-დან საფულეებში ფულის გატანა დაიწყო. შედეგად, ცენტრალიზებული პლატფორმების ტოკენების ფასი დაეცა, DEX-ისა და კრიპტოვალუტის საფულეების მონეტები კი, პირიქით, რამდენიმე დღეში 150-200%-ით გაიზარდა.
BTC-სა და ოქროს კორელაცია
საპირისპირო გარიგება მარჟით
ღია გარიგების ჰეჯირების საუკეთესო მეთოდი მარჟინალურ, ან ფიუჩერსულ განყოფილებაზე საპირისპირო პოზიციის გახსნაა. თუ შეძენილი კრიპტოვალუტა სწრაფად ეცემა, ხოლო ტრეიდერი აცნობიერებს, რომ სამომავლო ბაზრის პერსპექტივები პოზიტიური სულაც არ არის, ლოგიკურია აქტივზე შორთების გახსნა და რისკების მინიმუმამდე შემცირება. ამრიგად, შემდგომი დაცემისას, მეორე ტრანზაქციის მოგებით გადაფარვის ხარჯზე, მომხმარებლის კაპიტალის ზომა არ შეიცვლება.
სხვათა შორის, ამ მეთოდს ხშირად იყენებენ, როგორც ლაიფჰაკს რიგ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად. ზოგიერთი ლაუნჩპადი, ან კრიპტოპროექტი საკუთარი ტოკენების მფლობელებს პრივილეგიებს ანიჭებს. ეს შეიძლება, იყოს ფულადი ჯილდოები, NFT-ები, საინტერესო პროექტში ალოკაცია და სხვა პრიზები. ტრეიდერები ჰეჯირებას მიმართავენ, რათა ღონისძიების შედეგად ფული პრაქტიკულად რისკის გარეშე იშოვონ.
მაგალითად, მონეტის 1000 დოლარად ყიდვა და იმავე ოდენობით შორთის გახსნა ტოკენის ფასის დაცემის რისკს გამორიცხავს: თუ კურსი ეცემა, მაშინ ფიუჩერსული, ან მარჟინალური გარიგებით მიღებული მოგება იზრდება და ამრიგად, კაპიტალის დაკარგვის შანსი დაახლოებით ნულის ტოლია. ამავდროულად, ჩამოთვლილი ნივთების სახით, დამატებითი ქულები გროვდება.
კრიპტოვალუტის ოფციონები
ეს დერივატიული ინსტრუმენტებია, რომლებიც მფლობელს უფლებას აძლევს, აქტივი წინასწარ განსაზღვრულ ფასად იყიდოს, ან გაყიდოს. ოფციონები ფიუჩერსებს ჰგავს, მაგრამ ისინი არ ავალდებულებენ ტრეიდერს, გაააქტიუროს თავისი კონტრაქტი, არამედ მხოლოდ ამის უფლებას აძლევენ.
ჰეჯირებისთვის ყველაზე ხშირად put-ოფციონს იყენებენ. მისი შეძენითა და ძირითადი აქტივის ფლობით, შეგიძლიათ, მინიმუმამდე დაიყვანოთ დანაკარგები დიდი ვარდნის შემთხვევაში. ზარალი ამ ფორმულაში იქნება მხოლოდ ფიქსირებული პრემია, რომლის გადახდა ოფციონის ემიტენტს (გამყიდველს) მოუწევს.
ცოტა ხნის წინ მოვამზადეთ დეტალური სახელმძღვანელო კრიპტოვალუტის ოფციონების შესახებ, სადაც აღწერილია ჰეჯირებისა და სპეკულაციისთვის მათი გამოყენების მექანიზმი. ოფციონები ივაჭრება მრავალ კრიპტობირჟაზე, რომელთა შორისაა Bybit, Deribit, OKX, Bitfinex და Binance.
FTX საუკეთესო იყო
კრიპტობირჟა FTX-ის დერივატიული განყოფილება ჰეჯირების სხვადასხვა ინსტრუმენტით იყო სავსე. იქ წარმოდგენილი იყო კრიპტოვალუტებისგან შემდგარი ინდექსური პორტფელები, ლევერიჯის მქონე ტოკენები, ვოლატილობის კონტრაქტები და სპეციალური მონეტები Hedge, რომელთა ფასი საბაზისო აქტივის ფასის დაცემასთან ერთად იზრდებოდა. პლატფორმის თაღლითობამ არა მხოლოდ გამოავლინა ბირჟის უზარმაზარი მანიპულაციები მომხმარებელთა სახსრებით, არამედ ტრეიდერებისთვის განკუთვნილი მრავალი შესაძლებლობის ლიკვიდაცია მოახდინა, რომლებიც სხვა ბირჟებს ჯერ სრულად არ აღუდგენიათ.