ტესტნეტები: სად იპოვოთ ისინი და როგორ გამოიმუშაოთ ფული

ფოტო - ტესტნეტები: სად იპოვოთ ისინი და  როგორ გამოიმუშაოთ ფული
ტესტნეტი - ბლოკჩეინის სატესტო ქსელი, რომელშიც Mainnet- ში გაშვებამდე ხდება პროექტების შემოწმება და ქრაშ-ტესტირება.
Testnet-ის  ამოქმედება შეიძლება, როგორც მთელი ბლოკჩეინისთვის (როდესაც მომხმარებლები  ტრანზაქციების სტაბილურობას და სმარტ- კონტრაქტებს ამოწმებენ), ასევე ცალკე DeFi პროექტისთვის, dApp-თვის ან სხვა აპლიკაციისთვის (როდესაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეამოწმონ პლატფორმის სტაბილურობა სატესტო გარემოში. ). ხშირად, გუნდი აჯილდოებს მომხმარებლებს, რომლებმაც შეასრულეს აქტივობები ტესტნეტზე, განსაკუთრებით მათ, ვინც  შეცდომებისა და გაუმართაობების აღმოჩენა შეძლო.

 ყველაზე ხშირად ვინ გასცემს ტესტნეტის ჯილდოებს:

• ცალკეული კრიპტო-ქსელები, რომლებმაც  დაფინანსების რაუნდებში 50 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს. ტოკენომიკაში ინვესტიციის ნაწილი სპეციალურად  ტესტნეტის მომხმარებლებისთვის გამოიყოფა;

• DEX-ბირჟები და ქროსჩეინ-პროტოკოლები;

• NFT მარკეტპლეისები.

ტესტის დაწყების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ პროექტის ოფიციალური წყაროებიდან სოციალურ ქსელებში, ან თავად აპლიკაციაში გადასვლით. მაგალითად, SUI პროექტმა, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ ვწერდით, საჯაროდ არ დააანონსა ტესტნეტი, მაგრამ საფულეში მასზე  წვდომა გახსნა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ იქ ტრანზაქციების განხორციელება და ჯილდოს იმედით სატესტო NFT-ების მინთინგი. 
SUI საფულეში გამოჩნდა ტესტნეტი

SUI საფულეში გამოჩნდა ტესტნეტი

ტესტნეტების ძებნის კიდევ ერთი ლაიფჰაკია საიტი Chainlist.org. აქ Metamask-ის საფულეში შემდგომი მუშაობისთვის შეგიძლიათ ახალი ქსელები დაამატოთ. შეგიძლიათ დააწკაპუნოთ საკონსულტაციო სლაიდერზე ზედა ნაწილში, რათა სიებში გამოჩნდეს ხელმისაწვდომი ტესტნეტები.ხოლო  თუ ძიების ველში ჩაწერთ "Testnet"-ს, გამოჩნდება ყველა ხელმისაწვდომი სატესტო ქსელი. შემდეგ კი  ის ღა  დაგრჩენიათ, რომ  იპოვოთ ინფორმაცია პროექტის ჯილდოებზე და აქტიურობა დაიწყოთ.
ტესტნეტები Chainlist.org-ზე

ტესტნეტები Chainlist.org-ზე

ინტერფეისის ან სისტემის მუშაობის შემოწმებაზე ორიენტირებული ტესტნეტების მთავარი ნაკლი, გარანტიის არქონაა, რომ ჯილდო, მასზე  დახარჯული დროის შესაბამისი იქნება.  აქვე ემატება მონაწილეების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებსაც სურთ უფასო ტოკენების მოპოვება. ამიტომაც ბევრმა ანგარიშებისგან  მთელი ფერმა შექმნა, რათა მოგება იყოს შესაბამისი.

Testnet-ის მეორე სახეობა არის  -  ტექნიკური. ასეთი ტესტნეტის გასასვლელად საჭიროა კომპიუტერში ნოდის დაყენება, ზოგჯერ კი ვირტუალური სერვერის დაქირავებაც კი  პროგრამული უზრუნველყოფის დასაყენებლად. ასეთი სერვერების ღირებულება იშვიათად აღემატება თვეში 10 დოლარს, რაც არ არის ძალიან ძვირი.

ტექნიკური ტესტნეტების უმსხვილესი აგრეგატორი არის  ვებგვერდი  - Nodes Guru. საჭირო სიმძლავრისა და სირთულის მიხედვით კვანძის დასაყენებლად და პლატფორმის გასინჯვისთვის სახელმძღვანელოები აქ  ხელმისაწვდომია.