ბიტკოინის მაინერების პერსპექტივები 2023 წელს

icon BTC
ფოტო - ბიტკოინის მაინერების პერსპექტივები 2023 წელს
ამ და მომავალ წელს, შესაძლოა, ბიტკოინის მაინერები რიგ პრობლემებს წააწყდნენ, როგორიცაა მკაცრი კონკურენცია, ბიტკოინის დაბალი ფასი და ჰალვინგი, რომელიც ბლოკისთვის გაცემულ ჯილდოს გაანახევრებს. თუმცა არის იმედისმომცემი ტენდენციებიც.
2022 წლის მაისში კრიპტოვალუტების ბაზრის კრახამდე, თითო ტერაჰეშით მაინერები დღეში დაახლოებით 22 ცენტს შოულობდნენ, მაგრამ ახლა ეს ციფრი 7-მდე დაეცა. ამან აღჭურვილობის ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია, რამაც ის მსხვილი კაპიტალის მქონე ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი გახადა.
ბიტკოინის მომპოვებელი Asic მაინერების საშუალო ფასი წყარო: Hashrateindex.com

ბიტკოინის მომპოვებელი Asic მაინერების საშუალო ფასი წყარო: Hashrateindex.com

ანუ გამოდის, რომ მსხვილი მაინერები აგრძელებენ სიმძლავრის გაზრდას, ამცირებენ მის საშუალო თვითღირებულებას იმ დროს, როდესაც სუსტები იძულებულები არიან, თამაშს გამოეთიშონ, რადგან მათ კონკურენციას ვერ უწევენ. ამაში მნიშვნელოვან როლს სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები თამაშობს, რომლებიც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ინფლაციის შენელების მცდელობის შედეგად წარმოიშვა.

დაბრკოლებები მაინერებისთვის

ყოველწლიურად ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებსაც უფრო ეფექტური სიმძლავრის ფლობის შესაძლებლობა აქვთ, რითაც ბიტკოინის მთელი ქსელის ჰეშრეიტს ზრდიან. ეს არის პრობლემა მცირე მაინერებისთვის, რომლებმაც ძველ აღჭურვილობაზე დახარჯული თანხების ამოღება ჯერ ვერ მოასწრეს. 

100 TH-ზე მეტი ჰეშრეიტის მქონე Asic მაინერების გაყიდვა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო, ხოლო ახალი აღჭურვილობა 2022 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდა, რამაც ეს მაჩვენებელი გააორმაგა. გარკვეული თანამედროვე მოდელებისთვის, ბიტკოინის ფასი  $15 000-ზე მეტი უნდა იყოს, რათა ეს ბიზნესი წამგებიანი არ გამოდგეს.
ახალი Asic მაინერების გამოშვების თარიღი და სიმძლავრე წყარო: Hashrateindex.com

ახალი Asic მაინერების გამოშვების თარიღი და სიმძლავრე წყარო: Hashrateindex.com

მაგრამ, როგორც ჩანს, აღჭურვილობის მწარმოებლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში გარკვეულ ზღვარს მიაღწიეს. Bitmain-ის ბოლო მოდელებს 5-ნანომეტრიანი ჩიპები აქვთ და თუ მათი ზომა კიდევ უფრო შემცირდება, მათი თვითღირებულება (და ასევე წუნდებულების რაოდენობა) მნიშვნელოვნად გაიზრდება. ზოგადად, ეს ელექტრონიკის მრავალი მწარმოებლისთვის პრობლემაა, რადგან ჩიპების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისკენ სვლა სულ უფრო რთული ხდება.
Bitmain-ის Asic მაინერების ტექნიკური მახასიათებლები წყარო: MinerDaily

Bitmain-ის Asic მაინერების ტექნიკური მახასიათებლები წყარო: MinerDaily

ამიტომ მაინერებისთვის უფრო სერიოზული საფრთხე ბიტკოინის ჰალვინგია, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მიღებული ბლოკისთვის მაინერები მონეტების ორჯერ უფრო მცირე რაოდენობას მიიღებენ, რაც შემოსავლის მართლაც მნიშვნელოვანი დანაკარგია.

იქნება თუ არა 2023 წელი მომგებიანი მაინერებისთვის?

შევაჯამოთ. კრიპტოვალუტის ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად, ბიტკოინის ქსელის ჰეშრეიტი, ძირითადად, მხოლოდ იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის მაინინგი მხოლოდ რთულდება. მსხვილი კაპიტალის მქონე მოთამაშეებს ამ ბაზარზე მეტი ძალა აქვთ, რადგან მათ შეუძლიათ, დაამატონ ახალი, უფრო ეფექტური აღჭურვილობა,  ასევე არ გაყიდონ ბიტკოინი, როდესაც ეს მომგებიანი არ არის.
ბიტკოინის ქსელის საშუალო ყოველკვირეული ჰეშრეიტი წყარო: Glassnode

ბიტკოინის ქსელის საშუალო ყოველკვირეული ჰეშრეიტი წყარო: Glassnode

ის, რაც მაინერებს ცხოვრებას გაუადვილებს, კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდა არის, რომელიც უკვე ჩვენს თვალწინ ხდება. თეორიულად, ამას ჰალვინგის შემდეგ ჯილდოების შემცირების ნიველირება შეუძლია, თუმცა გაურკვეველია, შენარჩუნდება თუ არა პოზიტიური ტენდენცია მომდევნო ჰალვინგამდე. ამიტომ, მხოლოდ ბიტკოინის მაღალი ფასის იმედად ყოფნა არ ღირს, ყველამ კი, ვისაც ამ ბიზნესის დაწყება სურს, ყველა შესაძლო რისკი უნდა გაითვალისწინოს.