რატომ ამბობენ "გაყიდე მაისში და წადი“?
"გაყიდე მაისში და წადი“ ცნობილი ანდაზაა, რომელიც ტრეიდერებსა და ინვესტორებში თაობიდან თაობას გადაეცემა. საუბარია იმაზე, რომ გაზაფხულის ბოლოს ბაზრები, სავარაუდოდ, იკლებს. მაგრამ რა ისტორია იმალება ამ ფრაზის უკან და შეიძლება თუ არა ის ჩაითვალოს სანდო რჩევად კრიპტოპორტფელების მფლობელებისთვის?
ისტორია
ეს გამოთქმას სათავეს მე-18 საუკუნის ლონდონის ფინანსური უბნიდან იღებს და მისი ორიგინალური ვატიანტი ასე ჟღერს: "გაყიდე მაისში და წადი, დაბრუნდი წმინდა ლეჯერის დღეს“. ანუ, იგულისხმება წლის თბილი პერიოდი, მაისიდან სექტემბრამდე, როდესაც მდიდარი არისტოკრატები დასვენებას ამჯობინებდნენ. შესაბამისად, ამ თვეებში ბიზნესაქტივობა საგრძნობლად მცირდებოდა, რაც აქტივების ფასზე აისახებოდა.
რა გვაქვს სინამდვილეში?
მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოთქმას აქვს ისტორიული საფუძველი, რომელიც ძველი დაკვირვებებით არის გამყარებული, ის სამართლიანად ვერ ჩაითვლება. სულ მცირე, იმის გამო, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ანდაზა საფონდო ბაზარს აღწერს და არ არის რელევანტური აქტივების სხვა კლასებისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტები.
დასკვნები
საბაზრო პირობები, ეკონომიკური ფაქტორები და გლობალური მოვლენები აქტივების ფასზე შეიძლება წელიწადის დროის მიუხედავადაც მოქმედებდეს, რაც ამ სეზონურ მოდელს, რეალური საინვესტიციო სტრატეგიის თვალსაზრისით, ნაკლებად სანდოს ხდის.
სეზონური გავლენა ბაზრის ლიკვიდობასა და მდგრადობაზე შეამცირა თანამედროვე საბაზრო დინამიკამ და ტექნოლოგიების განვითარებამაც. შედეგად, მხოლოდ ამ გამარტივებულ გამონათქვამზე დაყრდნობა არაგონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა.
ინვესტორებმა უნდა გამოიყენონ კომპლექსური მიდგომა და ანალიზი, რომელიც ყველა შესაძლო ფაქტორსა და ეკონომიკურ მაჩვენებელს ითვალისწინებს. თუმცა, ახლა ერთი ლეგენდით მეტი იცით.