რომელი კრიპტოს მაინინგია ჯერ კიდევ შესაძლებელი სახლის კომპიუტერზე
Proof-of-Work–ის ყველა მონეტის მოპოვება შესაძლებელია მაინინგის საშუალებით. ყოველწლიურად მაინინგის სირთულე იზრდება, ამიტომ საჭიროა უფრო და უფრო ძლიერი აღჭურვილობა, როგორიცაა ASIC. მაგრამ ზოგიერთი მონეტის მაინინგი ახლაც შესაძლებელია სახლის კომპიუტერებზე.
კრიპტოვალუტების ეპოქის დასაწყისში, ყველა მონეტის მოპოვება ჩვეულებრივ კომპიუტერებზე CPU–ს (პროცესორის) და GPU–ს (დისკრეტული გრაფიკული ბარათის) გამოყენებით ხდებოდა. რაც უფრო მეტი ბირთვი ჰქონდა პროცესორს და რაც უფრო ძლიერი იყო ვიდეო ბარათი, მით უფრო სწრაფად ხდებოდა ბლოკის გენერირება. ამიტომ, კომპიუტერისა და მაინინგ–ნოდის მფლობელი იღებდა ჯილდოს ქსელის მხარდაჭერისა და ტრანზაქციების დადასტურებისთვის.
ყოველი ჰალვინგით, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, სულ უფრო და უფრო რთულდებოდა კრიპტოვალუტების მოპოვება: ბლოკის ჯილდო მცირდებოდა და CPU და GPU მუდმივად საჭიროებდა გაძლიერებას. ამიტომ, დაიწყო უფრო ძლიერი გადაწყვეტილებების გამოჩენა. დაიწყო რამდენიმე დისკრეტული გრაფიკული ბარათის გაერთიანება ეგრეთ წოდებულ ფერმებში, შემდეგ კი გამოჩნდა სპეციალიზებული მაინინგ აღჭურვილობა - FPGA და ASIC, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობდნენ, მაგრამ ისინი ასევე საგრძნობლად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე GPU.
როდესაც ASIC–მაინერების გამოყენებამ ფართო პოპულარობა და მნიშვნელოვანი მასშტაბი მოიპოვა, კრიპტოვალუტის საზოგადოება პირობითად ორ ბანაკად დაიყო. პირველმა ჯგუფი სპეციალიზებულმაინინგ–აღჭურვილობას მხოლოდ ინდუსტრიის ტექნოლოგიური ევოლუციის შედეგად მიიჩნევდა, ხოლო მეორე - დეცენტრალიზაციის იმ იდეის უხეშ დარღვევად, რომელიც ანდერძით დატოვა სატოში ნაკამოტომ. მსხვილმა კომპანიებმა ASIC–ფერმების დაყენება მთელს მსოფლიოში დაიწყეს, რითაც მოახდინეს მაინინგის მნიშვნელოვანი სიმძლავრის დიდ პულებში ან ფერმებში კონსოლიდირება, რომლებსაც მხოლოდ მცირე რაოდენობის იურიდიული პირები ფლობენ.
PoW–მაინინგი CPU/GPU-ზე უფრო დემოკრატიულია - ის საშუალებას აძლევს გეოგრაფიულად მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ მომხმარებელთა უფრო დიდ რაოდენობას მონეტების მაინინგში მიიღონ მონაწილეობა. ამიტომ, საზოგადოებამ და ცალკეულმა პროექტებმა დაიწყეს გადაწყვეტილებების ძიება ASIC-ის შემოტევისა და დომინირების წინააღმდეგ. ზოგიერთმა მონეტამ გადაწყვიტა ASIC–რეზისტენტულ ალგორითმებზე გადასვლა, რომლებიც ამ მოწყობილობებზე მაინინგს არამომგებიან ხდიან. მაშ, მოდით განვიხილოთ, რომელი მონეტების მაინინგია ჯერ კიდევ მომგებიანი და მიზანშეწონილია სახლის კომპიუტერებზე.
მონეტები RandomX ალგორითმზე
დღეისათვის, RandomX არის უახლესი და ყველაზე მომგებიანი ალგორითმი CPU/GPU პროცესორებზე მაინინგის მხარდაჭერით. ამ ალგორითმის წარმომადგენლები არიან Monero (XMR), Quantum Resistant Ledger (QRL), Dinastycoin (DCY), BiblePay (BBPP) და სხვა.
RandomX არის მაინინგის ASIC რეზისტენტული ალგორითმი, ოპტიმიზირებულია GPU და CPU-სთვის. Monero-ს (XMR) დეველოპერებმა RandomX ალგორითმი ზუსტად იმისთვის შეიმუშავეს, რომ გამოერიცხათ ASIC და FPGA– მაინერების გამოჩენა ქსელში. ალგორითმის მთავარი თავისებურება კოდის სხვადასხვა ნაწილების თვითნებური თანმიმდევრობით შესრულებაა. ამრიგად, RandomX ამცირებს ASIC-ის ეფექტურობას და მხარს უჭერს ქსელის დეცენტრალიზაციას.
როგორ დავიწყოთ მაინინგი
Monero არის ყველაზე ცნობილი და RandomX ალგორითმზე ყველა მონეტებიდან ყველაზე ლიკვიდური. სწორედ ის არის ყველაზე მომგებიანი აქტივი, რომლის მაინინგიც ახლაც შესაძლებელია CPU-ს გამოყენებით, ასევე შეიძლება მისი თავისუფლად გაცვლა ბირჟებზე, ან ფიატში გატანა.
მაინინგი შესაძლებელია შემდეგი არქიტექტურის მქონე კომპიუტერებზე:
- x86 (32-bit);
- x86-64 (64-bit);
- ARMv7+VFPv3 (32-bit);
- ARMv8 (64-bit);
- PPC64 (64-bit).
მაინინგის დასაწყებად, თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ მაინერი - სპეციალური პროგრამა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ მათგან ერთ-ერთი: XMRig, SRBMiner ან XMR-STAK-RX.
მაინინგი შეგიძლიათ სოლო რეჟიმშიც (დამოუკიდებლად) ნებისმიერი პულიდან ერთ–ერთში (MineXMR, SupportXMR, Unipool, XMRNanopool და სხვა) გაწევრიანებით ან ღრუბლოვანი მაინინგ სერვისის მეშვეობით.
კომპიუტერზე ოპერატიული მეხსიერების მოცულობიდან გამომდინარე, RandomX ალგორითმზე მაინინგი ორ რეჟიმშია შესაძლებელი: Fast Mode (საჭიროა მინიმუმ 2 მბ ოპერატიული მეხსიერება) და Light Mode (საჭიროებს მინიმუმ 256 მბ ოპერატიული მეხსიერება).
Fast Mode არის „სუფთა“ მაინინგისთვის, ხოლო Light Mode არის ბლოკის ვალიდაციისთვის სუსტი აპარატული შესაძლებლობების მქონე ნოდებზე, როგორიცაა,მაგალითად, ერთპლატიანი ARM კომპიუტერები (Rock64 და ა.შ.)
ეფექტური მაინინგი (Fast Mode) RandomX ალგორითმზე მოითხოვს 2 გბ-ზე მეტ ოპერატიული მეხსიერებას, რაც ართულებს მაინერის შენიღბვას კომპიუტერული რესურსების არასანქცირებული გამოყენების შემთხვევაში და ასევე თითქმის მთლიანად გამორიცხავს მაინინგის პროცესიდან სუსტ და მოძველებულ კომპიუტერებს და ნებისმიერ სმარტფონს
ბრაუზერული მაინინგი (web–მაინინგი) ასევე თითქმის შეუძლებელია მეხსიერების მიმართ მაღალი მოთხოვნებისა და Javascript-ში და WebAssembly-ში მცურავი მძიმის ნიშნის მქონე გამოთვლების სრული მხარდაჭერის არარსებობის გამო.
RandomX ალგორითმზე მაქსიმალური ჰეშრეითის მისაღწევად, საჭიროა სწორად შეარჩიოთ ნაკადების რაოდენობა (T) პროცესორზე და ჩართოთ დიდი მეხსიერების გვერდების მხარდაჭერა.
ეფექტური მაინინგისთვის, სასურველია იყოს პროცესორში AES ინსტრუქციების მხარდაჭერა აპარატულ დონეზე. ძველ პროცესორზეც შესაძლებელია მონეტების მოპოვება AES ბრძანებების მხარდაჭერის გარეშე, თუმცა უფრო ნელი სიჩქარით, პროგრამულ რეჟიმში ემულაციის ჩართვით.
კომპიუტერის თითოეული მფლობელი თავად წყვეტს, ღირს თუ არა პროცესორზე მაინინგი, დედაპლატასთვის და პროცესორისთვისაც საფრთხის შექმნით. თუმცა, დათვის ბაზრის დასასრულის პირველი ნიშნების გათვალისწინებით, Monero–ს მაინინგი შეიძლება მომგებიანი იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მონეტა დაიწყებს მოძრაობას უახლესი ATH-ისკენ - $500-ზე მეტი ღირებულებისკენ.