AI უსაფრთხოება: თეთრი სახლი დარგის ლიდერებს ხვდება

ფოტო - AI უსაფრთხოება: თეთრი სახლი დარგის ლიდერებს ხვდება
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პოტენციური რისკებისა და გამოწვევების განსახილველად, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი ახლახან შეხვდა ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში: OpenAI-ს, Microsoft-ს, Google-სა და Anthropic-ს. დისკუსიის მიზანი იყო მსჯელობა AI ტექნოლოგიის გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის მთავარი აქცენტი სისტემის გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა იყო.
მანამდე თეთრმა სახლმა AI ინიციატივების დაფინანსება დააანონსა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის, ამ სფეროში კვლევებსა და შემუშავებებს მხარი დაუჭიროს. თემები, რომლებიც შეხვედრაზე განიხილებოდა, ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამჭვირვალობას, უსაფრთხოების დონესა და ბოროტმოქმედებისგან დაცვას ეხებოდა. 
 
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საჭიროა შემდგომი მუშაობა, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ ხმაურდება. 
 
საინტერესოა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდა Meta-ს CEO მარკ ცუკერბერგი, რამაც დაბადა ეჭვებო AI საზოგადოებაში კომპანიის ადგილის შესახებ. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ცუკერბერგის არყოფნა იმით ახსნა, რომ აქცენტი მხოლოდ იმ კომპანიებზე გაკეთდა, რომლებიც ამ სივრცის ლიდერები არიან. 
 
ნუთუ მრავალი პროექტისა და ხელოვნური ინტელექტის კვლევის მიუხედავად, Meta პრიორიტეტულ AI სიაში ჯერ კიდევ ვერ მოხვდა?

GC
GN Crypto
ავტორი