WhiteBIT-ის СЕО სოციალურად პასუხისმგებლიან ბიზნესზე უკრაინაში

ფოტო - WhiteBIT-ის СЕО სოციალურად პასუხისმგებლიან ბიზნესზე უკრაინაში
ТСН-თან ინტერვიუში უმსხვილესი ევროპული კრიპტობირჟის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს უკრაინაში შექმნას საგანმანათლებლო ეკოსისტემა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინზე.
ამ ვექტორის ფარგლებში, WhiteBIT აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საგანმანათლებლო პროექტებში, რათა აამაღლოს უკრაინელების ცნობიერება იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც დღეს მათ მოწინავე ციფრული ტექნოლოგიები სთავაზობენ. 

WhiteBIT-ის ყველაზე გახმაურებული კოლაბორაცია არის თანამშრომლობა ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან, ეროვნულ უნივერსიტეტთან "კიევ-მოგილიანის აკადემია" და კრიპტოინდუსტრიის პარტნიორებთან.

ნოსოვს მიაჩნია, რომ უკრაინას აქვს უზარმაზარი პოტენციალი იმისთვის, რომ გახდეს უმსხვილესი კრიპტოჰაბი და ამაში სახელმწიფოს როლის გადაჭარბებული შეფასება შეუძლებელია: “დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აქ შეუძლიათ სახელმწიფოსა და ბიზნესს ერთობლივი ეფექტური მუშაობა. მე მჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და უნდა გახდეს ევროპის ერთ-ერთი საკვანძო ციფრული ჰაბი“, - თქვა მან.

რუსეთთან ომის დროს ციფრული აქტივების როლზე საუბრისას, ვლადიმერ ნოსოვმა აღნიშნა, რომ კრიპტოაქტივები აღმოჩნდა მოსახერხებელი ინსტრუმენტი სახსრების გადარიცხვისა და შენახვისთვის. ის ასევე გამოეხმაურა WhiteBIT-ის პოზიციას, რომელიც კონფლიქტის დროს არმიისა და უკრაინის მხარდაჭერას ეხება. "დღეს სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის პროაქტიური ბიზნესი. არავინ ელოდება მითითებებს ზემოდან, მაგრამ ყველა აერთიანებს ძალისხმევას. ყოველდღიური შემოწირულება კი უკვე ჩვენი უპირობო ნაწილია“.

გარდა ამისა, ნოსოვმა უპასუხა WhiteBIT-ის წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ ბრალდებებს კონკურენტების მხრიდან და ხაზი გაუსვა კომპანიის მთავარ პრიორიტეტებს - გამჭვირვალობას, ღიაობასა და კლიენტების უსაფრთხოებას.

„ჩვენ მკაცრად ვიცავთ AML-კომპლაენსის ყველა ნორმას კრიტპო და ფიატურ ტრანზაქციებში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოვლენისა და მონიტორინგის მიზნით და ამ ოპერაციებს ვბლოკავთ. ჩვენ ვიცავთ კლიენტების ვერიფიკაციის ყველა ნორმას და როგორც გამჭვირვალე ბიზნესი, ყოველთვის ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებთან. სინამდვილეში, ჩვენ ამისთვის უამრავი ჯილდო და მადლობა გვაქვს მიღებული“, - თქვა ვლადიმერმა.

GC
GN Crypto
ავტორი