ვინ არის მარკეტმეიკერი და რას აკეთებს ის ბაზარზე?

icon MKR
ფოტო - ვინ არის მარკეტმეიკერი და რას აკეთებს ის ბაზარზე?
მარკეტმეიკერი - ბაზრის მონაწილე, რომელიც აწარმოებს ვაჭრობას აქტივის ფასისა და ვალუტის წყვილის მდგრადობის შესანარჩუნებლად.
მარკეტმეიკერის ამოცანაა კომპლექსურად უზრუნველყოს ბაზარზე სტაბილურობა და ჩამოაყალიბოს "ცოცხალი" მოთხოვნა და შეთავაზება, განსხვავებით ჩვეულებრივი ტრეიდერისგან, რომელიც საკუთარ განაცხადებს მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიზნით აქვეყნებს. აქტივის სუსტი ლიკვიდურობის ან ბაზარზე არასტაბილურობის პირობებში, როდესაც პანიკა ან მომხმარებლების უყურადღებობა იწვევს ფასების სწრაფ  მატებას და ვოლატილობას, მარკეტმეიკერი თავისი განაცხადებით აქტივს საჭირო დიაპაზონში ხელოვნურად აბრუნებს.

მარკეტმეიკერებად შეიძლება მოგვევლინონ ბროკერები, ბანკები ან ფიზიკური პირები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ჰქონდეს საკმარისი კაპიტალი ვაჭრობაში  მონაწილეობისთვის  და ჰყავდეს  პროფესიონალი გუნდი.

ბირჟა, ან კრიპტოპროექტი,  მარკეტმეიკერს კონკრეტული მიზნით იქირავებს:

· ლიკვიდურობის ფორმირება სავაჭრო წყვილზე;

· ძლიერი ვოლატილობის პრევენცია;

· დიდ გარიგებებში მონაწილეობა. ხანდახან რომელიმე სუბიექტისთვის დგება მსხვილი გაყიდვის ან შესყიდვის აუცილებლობა. მარკეტმეიკერის შუამავლობით ეს შეიძლება მოხდეს ფასების ძლიერი ნახტომის გარეშე;

· არბიტრაჟის თავიდან აცილება.

იმისათვის, რომ წარმოგიდგინოთ მარკეტმეიკერის მაგალითი, საკმარისია შეხვიდეთ ვებგვერდზე ან მცირე ლიკვიდურობის მქონე სავაჭრო პლატფორმაზე. მაგალითად, Coinlist.pro. პლატფორმა შეიცავს ვაჭრობას მონეტების წყვილებზე, რომლებიც გამოვიდა Coinlist-ზე ICO-ს ფარგლებში. მაგრამ, დიდი საკომისიოების და არასასურველი სავაჭრო პირობების გამო, Coinlist.pro-ს თითქმის არავინ იყენებს, გარდა იმისა, რომ ტოკენსეილზე ნაყიდი ტოკენები გაყიდულ იქნას, რათა ამისათვის არ გადავიტანოთ ისინი ბირჟაზე. არ არსებობს ვაჭრობა, მაგრამ არსებობს ვაჭრობის განაცხადები - სწორედ ესაა მარკეტმეიკერის საქმე.
მარკეტმეიკერის სამუშაო Coinlist.pro-ზე FIL/USDT წყვილზე

მარკეტმეიკერის სამუშაო Coinlist.pro-ზე FIL/USDT წყვილზე

ასევე, სავაჭრო ტერმინალში მარკეტ-მეიკერის არსებობას „ამხელენ“ სტატისტიკური მონაცემები. მაგალითად, თუ შესრულებული ტრანზაქციების წიგნში შეკვეთები ყოველ წუთს სრულდება და წყვილზე ვაჭრობის მოცულობა პირობითად 2-3 ათასი დოლარია, მაშინ ყველა ეს ტრანზაქცია შესრულებულია არა ბირჟის მომხმარებლების, არამედ მარკეტ მეიკერის მიერ.

რით გამოიმუშავებს ფულს მარკეტმეიკერი?

· „ხელფასი“ პლატფორმისგან, ბირჟისგან ან კომპანიისგან, რომელმაც ის დაიქირავა;

· ყიდვისა და გაყიდვის ფასების სხვაობა (სპრედი);

· ბირჟისგარე  გარიგებები (OTC);

· არბიტრაჟი. თუ თქვენ ოდესმე გაგიჩნდათ კითხვა, თუ როგორ ხდება, რომ ყველა ბირჟაზე აქტივების ფასი დაახლოებით ერთნაირი იყოს, ეს არის მარკეტმეიკერების საქმე.

ლეგალურია თუ არა მარკეტმეიკერის საქმიანობა?

რა თქმა უნდა. მარკეტმეიკერი მუშაობს ღიად და გამჭვირვალედ, ქვეყნის კანონმდებლობის ან ბირჟის რეგულაციების შესაბამისად. ეს არ არის აკრძალული საქმიანობა, განსხვავებით ინსაიდერული ვაჭრობისგან, როდესაც ბაზრის მსხვილი მონაწილე  კურსზე სპეკულირებისთვის  მომავალ  ინფოსაბაბს  ქმნის ან იყენებს მას.

ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე მარკეტმეიკერები არიან მსხვილი საინვესტიციო ბანკები, რომელთა შორის არიან Morgan Stanley, Barclays, Bank of America, Goldman Sachs, JP Morgan და სხვები. კრიპტოვალუტის მარკეტმეიკერად ნებისმიერი კომპანია შეიძლება მოგვევლინოს, რადგან ლიკვიდურობის დიფერენცირება აქ უზარმაზარია, რაც დიდ სამუშაო ველს ქმნის.

AI Crypto Expert