კრიზისი არაჩანაცვლებადი ტოკენების ბაზარზე, რომლებიც ინვესტორებში დიდი პოპულარობით დიდხანს სარგებლობდა, გრძელდება. 2023 წლის აპრილში NFT მარკეტპლეისებზე სატრეიდინგო აქტივობის მაჩვენებლებმა მორიგი მინიმუმები განაახლა. NFT-ების გაყიდვის მსურველთა ყოველდღიური რაოდენობა კი პოტენციური მყიდველების რიცხვს სტაბილურად აღემატებოდა.
NFT ბაზარი - მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს
ამგვარად, აგრეგატორ CoinGecko-ს ანგარიშის თანახმად, 19 აპრილს NFT ბაზარზე 5893 მყიდველი იყო, რაც ამ წლის დასაწყისიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ისტორიული მინიმუმი 2022 წლის 18 ივნისს დაფიქსირდა და 5343 მყიდველი შეადგინა.
2023 წლის 11 მარტი კი იყო ბაზრის ბოლო "ნათელი" დღე, როდესაც მყიდველთა რაოდენობამ გამყიდველების რიცხვს გადააჭარბა. ისინი, ვინც მარკეტპლეისზე NFT-ების ყიდვის სურვილით მოვიდნენ, 2 ადამიანით უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც თავიანთი ტოკენების გაყიდვაზე ოცნებობდა - 9756 VS 9754.
სამი ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული NFT (2023 წლის მაისის მდგომარეობით) წყარო: crypto.com
მიუხედავად ამისა, ტრეკერ DappRadar-ის ცნობით, არაჩანაცვლებადი ტოკენების ბაზრის აპრილის გლობალური ვაჭრობის მოცულობამ $1,4 მილიარდს მიაღწია. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: თუ აქტივი კარგავს მომგებიანობასა და პოპულარობას, რატომ აგრძელებენ ადამიანები NFT-ების ყიდვას?
რისთვის ვიყიდოთ NFT-ები
ადამიანები NFT-ებს მრავალი მიზეზით ყიდულობენ. CoinGecko-ს ანალიტიკოსების აზრით, შეიძლება დავასახელოთ, სულ მცირე, 11 მიზეზი, რის გამოც კრიპტელები NFT-ებს 2023 წელს ყიდულობენ:
1. უტილიტარობის მოსაზრებები. NFT მფლობელთა დაახლოებით 75% ყიდვამდე განიხილავს, რამდენად სასარგებლოა კოლექცია. მფლობელებს აქტივის გამოყენების რაც შეიძლება მეტი ვარიანტის ხილვა სურთ. მხოლოდ კოლექციონირება არაჩანაცვლებადი ტოკენების 4 მფლობელიდან მხოლოდ 1-ს იზიდავს.
2. გრძელვადიანი მოგების მიღების შესაძლებლობა. NFT მფლობელების უმეტესობა ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობას უგულებელყოფს და გარკვეული დროის შემდეგ ტოკენის მაღალ ფასად გაყიდვას იმედოვნებს. საკოლექციო ნივთების ბაზარზე ასეთი შემთხვევები იშვიათი ნამდვილად არ არის.
The Merge, ციფრული მხატვრის, Pak-ის პროექტი წყარო: gemini.com
3. DAO-ში ან ინოვაციებზე სპეციალიზებულ საწარმოში წილის მიღება. ეს შესაძლებლობა მოტივაციას NFT-ების 10 მყიდველიდან 7-სთვის წარმოადგენს.
4. ტექნიკური გადაწყვეტილების ორიგინალობა. NFT-ების მოყვარულთა დიდი უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას ტოკენების მიღმა არსებულ ტექნოლოგიას აქცევს.
5. მესაკუთრეთა 70%-ისთვის NFT-ის შეძენის მიზეზი არის საზოგადოებაში გაწევრიანების სურვილი და სხვა წევრებთან მათი ღირებულებებისა და ინტერესების გაზიარება. გარდა ამისა, ბევრი მას სოციალური სტატუსის ამაღლებად განიხილავს.
6. ენთუზიაზმის მოზღვავება ამა თუ იმ NFT კოლექციის ბიზნეს მოდელის მიმართ.
7. NFT-გამოსახულები მინიჭებული ესთეტიკური სიამოვნება.
ყოველდღე: პირველი 5000 დღე. NFT-ები გამოსახულებების კოლაჟის სახით სერიიდან "ყოველდღიური", რომლებიც ამერიკელმა Beeple-მა შექმნა. წყარო: cryptonews.com
8. მოკლევადიანი მოგების მიღება. მფლობელთა 66.8% ყიდულობს NFT-ებს იმ იმედით, რომ დაუყოვნებლივ გაყიდის ტოკენს უფრო მაღალ ფასად. დიახ, კრიპტოზამთრის მიუხედავად, ბაზარზე სპეკულაციური ვაჭრობა არ ცხრება.
9. პირადი დანაზოგი. მფლობელთა 63% NFT-ებს იმისთვის ყიდულობს, რომ ფული ინფლაციისგან დაიცვას. CoinGecko-ში მიანიშნებენ, რომ დათვური კრიპტობაზრის პირობებში ეს კარგი იდეა არ არის.
10. შემოწირულების გაკეთების სურვილი. გამოკითხულთა დაახლოებით 60%-მა ქველმოქმედება NFT-ების შესაძენად მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა. თუმცა, მკვლევარები აქცევენ ყურადღებას, რომ დანარჩენი 40%-ის თქმით, NFT-ების მეშვეობით შემოწირულებების მოზიდვა მათთვის უინტერესოა. ეს იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანები, როგორც წესი, თავს არიდებენ პასუხებს, რომლებსაც სოციუმი არ იწონებს. ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანების პროცენტი, რომლებიც სოციალურ NFT პროექტებში მონაწილეობისთვის მზად არიან, გაცილებით დაბალია.
11. რევოლუციური განწყობები. ჩამოყალიბებული ფინანსური სისტემის განადგურების სურვილი, წარმოდგენები საკუთრების უფლებაზე, კონტენტის შექმნის პრინციპები და სხვა NFT-ების ყიდვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზეზია. მიუხედავად ამისა, 59,5% მიიჩნევს, რომ ის მნიშვნელოვანია. ამასთან, მხოლოდ 10% იზიარებს სრულიად კონსერვატიულ შეხედულებებს.
დინამიკური NFT საათი ითვლიდა დღეებს, რომლებიც ჟურნალისტმა, ჯულიან ასანჟმა ბელმარშის ციხეში გაატარა წყარო: Crypto Times
თუმცა, Bloomberg-ის ექსპერტების აზრით, NFT-ის გაყიდვებმა გამოცოცხლებისა და ისტორიული მინიმუმებისგან აღდგენის შანსი მიიღო. მაისის დასაწყისში Blur-ის მარკეტპლეისმა აამოქმედა უვადო დაკრედიტების სერვისი, სახელწოდებით Blend. პროგრამა არაჩანაცვლებადი ტოკენების ლიკვიდობის გასაზრდელად იყო განკუთვნილი. მისი საშუალებით მფლობელებს NFT-ების დაგირავებით კრედიტების მომენტალურად აღება და აქტივების შეძენა ნაწილობრივი გადახდით შეუძლიათ. მთლიანობაში, 4 დღის განმავლობაში, Blend-მა 13,842 ETH-ის ოდენობის (დაახლოებით $26 მილიონი) 1,3 ათასზე მეტი სესხი გასცა. ამ ინიციატივამ NFT გაყიდვების 30%-იანი ყოველკვირეული ზრდა გამოიწვია.