რატომ „მისდევს“ კრიპტა BTC-ს? ვხსნით კორელაციას

icon BTC
ფოტო - რატომ „მისდევს“ კრიპტა BTC-ს? ვხსნით კორელაციას
კრიპტას ბევრმა ტრეიდერმა და მომხმარებელმა ბიტკოინის კურსის სხვა კრიპტოვალუტებთან მჭიდრო კორელაცია შეამჩნია.
როდესაც BTC ეცემა, ალტკოინების უმრავლესობა ასევე ვარდება და პირიქით. ჩვენ გავაანალიზეთ მთავარი მიზეზები, რომელთა გამო აქტივები ამგვარად იქცევა:

ერთნაირი მარკეტმეიკერი

ბევრი ტოკენის კურსის სტაბილურობაზე პასუხს მარკეტმეირერი აგებს. ეს ბაზრის მოთამაშეა, რომელიც ორდერ-ბუქებსა და ზოგიერთ გარიგებას მართავს, რათა ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები აირიდოს. უფრო ვრცლად მარკეტმეიკერზე ჩვენ ცალკე სტატიაში ვწერდით.

კრიპტობაზარზე მარკეტმეიკერების რაოდენობა დიდია. მათგან კონკრეტულის არჩევა ბირჟაზე, მის მიზნებისა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა პროექტს ერთნაირი მარკეტმეიკერი ჰყავს, ის მუშაობის შაბლონური პრინციპს მიჰყვება, შესაბამისად, აქტივების კოტირებები ერთმანეთში ძლიერ კორელაციაში იქნება.

მსგავსი აუდიტორია

ბაზარს ან ვეშაპები, ან ზაზუნები ამოძრავებენ
ეს ანდაზა უამრავ აქტივს მიესადაგება. თუკი სხვადასხვა კრიპტოვალუტა ბაზრის ერთსა და იმავე სეგმენტს იკავებს (მაგალითად, საცალო ინვესტორები, ინსტიტუციონალები, ბანკები და ვენჩურული კომპანიები, მომხმარებლები, რომლებიც სოციალურ  მედიაში გავრცელებული რეკლამით მოვიდნენ), მაშინ ისინი დაახლოებით ერთნაირად განკარგავენ აქტივებს, რომლებისგანაც მათი საინვესტიციო პორტფელი შედგება. ასე, პანიკის მომენტებში ასეთი კრიპტოვალუტების კურსი, შესაძლოა, სინქრონულად ვარდებოდეს, სიხარბის პერიოდში კი იზრდებოდეს.

მთავარი წყაროები, რომლებიდანაც კრიპტო-პროექტები იღებენ აუდიტორიას: ქვეყანა ან რეგიონი, რომელზეც რეკლამაა ორიენტირებული, კრიპტოვალუტის ბირჟები, ლაუნჩპადები და მათი პარტნიორული პლატფორმები. თუკი რამდენიმე პროექტი მსგავსი პარამეტრების მომხმარებლებს იღებს, დიდი ალბათობით, მათ ფასის კორელაცია ექნება.

BTC-ის გავლენის ძალა

BTC – საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით უმსხვილესი კრიპტოვალუტაა. ეს ბიტკოინთან ბევრი მონეტის კორელაციაზეც აისახება, რადგან ის ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების პირდაპირი ასახვაა.

სწორედ BTC-ში ახორციელებენ ინვესტიციებს ინსტიტუციონალები, საინვესტიციო ბანკები და ფონდები. ამის გამოა, რომ BTC-ი ქმნის ახალი ამბების ფონის საფუძველს, რომელსაც სხვა დანარჩენი აქტივებიც მიჰყვება.

საინტერესოა, რომ 2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულში BTC-ის ძლიერი კორელაცია საფონდო ბაზართან, კერძოდ კი S&P 500-ის ინდექსთან შეინიშნებოდა. ეს ლოგიკური იყო, რადგან ბევრი „ფონდელი“ მაშინ მთავარ კრიპტოვალუტაში აბანდებდა. მოგვიანებით, ახალი მოთამაშეებისა და აუდიტორიის გაზავების გამო, BTC-ის კავშირი ტრადიციულ ბაზრებთან ძალიან შემცირდა.

თუმცა, BTC-თან კორელაციის თავიდან აცილება შესაძლებელია. ყველაზე ნაკლებ გავლენას ბიტკოინი ახდენს აქტივებზე, რომლებიც:

•  ბაზარზე ახლახან გამოვიდნენ და ცოტა ხანია, რაც ივაჭრებიან;
•  მხოლოდ და მხოლოდ  DEX-ბირჟებზე ივაჭრებიან;
•  დაბალი ლიკვიდურობა, პატარა კაპიტალიზაცია და მომხმარებლების მცირე რაოდენობა აქვს.
•  აქტიურად ვითარდებიან და ახალი ამბების „საკუთარ“ ფონს ინარჩუნებენ.

საკუთარ ვაჭრობაში კორელაციაზე დაკვირვება ეხმარება იმის გააზრებას, თუ რომელი აქტივებია ბაზრის მდგრადი მონაწილეები, საკუთარი მიზნებითა და პროდუქტით, და რომელი მისდევს მუდმივად ბაზრის განწყობას, რომელიც პროექტის შიდა პროდუქტზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება.