Wintermute ფარავს ვალის ნაწილს, Mango Market გარიგებაზე არ მიდის
ორი ახლახან გატეხილი პლატფორმა, Wintermute და Mango Markets, მუშაობს გატეხის შედეგების აღმოფხვრაზე.
გასული კვირა დატვირთული იყო კრიპტოსამყაროსთვის როგორც კარგი, ასევე ცუდი მიზეზების გამო.
გლობალურმა ალგორითმულმა მარკეტ-მეიქერმა, Wintermute-მა, გადაიხადა თავისი უდიდესი დავალიანება, რომლის ვადა 15 ოქტომბერს იწურებოდა, მათ შორის Tether-ზე დაფუძნებული სესხი, 92 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც TrueFi-ის მიერ 180 დღის ვადით იყო გაცემული. სექტემბრის ბოლოს გატეხილ პლატფორმას ახლა კიდევ რამდენიმე ვალდებულება აქვს. მათ შორის, 75 მილიონი აშშ დოლარის ვალი Maple Finance-ის მიმართ როგორც აშშ დოლარში, ასევე Ether-ში, ხოლო 22,4 მილიონი დოლარის დავალიანება Clearpool-ის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მოვლენათა განვითარება დადებით კონტექსტში განიხილება, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ Wintermute-მა გამოიყენა ის ფული, რომელიც მან თითქოს საკუთარ თავს მოჰპარა, ხოლო გატეხვა ინსცენირებული იყო.
ჯეიმს ედვარდსი Libre Blockchain-იდან არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ იდეას მხარს უჭერს. ის ამბობს, რომ BlockSec-ის მცდელობა დაამტკიცოს საწინააღმდეგო, შეიძლება მცდარი იყოს. მით უმეტეს, რომ BlocSec ადრე არასწორად ადანაშაულებდა სხვა ფირმას ხელსაწყოს გამოყენებაში, რომელიც ცნობილია როგორც Vanity მისამართი და დაამატა: ”რთულია დაიჯერო, რომ მარკეტ-მეიქერმა, რომელიც მუშაობს მილიარდობით დოლარის ღირებულების კრიპტო აქტივებთან დღეში (მათი სიტყვებით) გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი მისამართის შესაქმნელად, რომელიც საბოლოოდ გამოიყენებოდა ასობით მილიონი დოლარის სამართავად“.
იმავდროულად, Mango Maker-ის გატეხვას, რამაც 100 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი გამოიწვია, მოჰყვა ის, რომ საზოგადოებამ ჰაკერის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ბოროტმოქმედმა შესთავაზა MSOL, SOL და MNGO გაგზავნა Mango-ს გუნდის მიერ მითითებულ მისამართზე და შესთავაზა მათ, რომ ხაზინას დაფაროს ოქმში დარჩენილი ნებისმიერი ცუდი დავალიანება. ჰაკერის წინადადების მიხედვით, საზოგადოება ასევე უარს იტყოდა სისლხის სამართლის გამოძიების ჩატარებაზე და არ გაყინავდა თანხებს ტოკენების გაგზავნის შემდეგ.
კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ წინადადება ჩავარდა და მის დასასრულებლად საჭიროა კიდევ 66 717 322 ხმა „მომხრე“.