რა არის Bonfire?

ფოტო - რა არის Bonfire?
Bonfire — ტოკენი, რომელიც ბლოკჩეინში Binance Smart Chain 2021 წელს ამოქმედდა. აქტივი საზოგადოებას ეკუთვნის და მფლობელებს პასიურ შემოსავალს სთავაზობს, რომელიც მისი ტოკენომიკით არის განპირობებული.
მონეტას აქვს სპეკულაციური ტოკენომიური მოდელი, რომელშიც 10%-იანი საკომისიო ირიცხება Bonfire-თან თითოეული ტრანზაქციისთვის: 5% ნაწილდება ამ ტოკენის მფლობელებს შორის და 5% ირიცხება ლიკვიდურობის პულში, რაც მფლობელებისთვის დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მონეტების მაქსიმალური რაოდენობა  ერთი კვადრილიონია. ტოკენების დაახლოებით 41,57% დაიწვა და სამუდამოდ გამოვიდა მიმოქცევიდან. დაწვის მისამართი, ისევე როგორც PancakeSwap ბირჟის მისამართი, სადაც Bonfire-ით ვაჭრობენ, ორი უმსხვილესი მფლობელია. ამას მოჰყვება პირადი მისამართი, რომელსაც მონეტების 4.7% უჭირავს.

როგორც პროექტის ვებსაიტზე წერია, მომავალში Bonfire უნდა იყოს გამოყენებული ამავე სახელწოდების ვირტუალურ სამყაროში  მისი შეფუთული ტოკენების უზრუნვალსაყოფად. BonCash არის Bonfire-ის მთავარი შეფუთული ტოკენი და Bonfire World-ის ვალუტა, რომელსაც გამოყენების მრავალი ვარიანტი ექნება.

სერვისის გარდა, როგორიცაა Bonfire Name NFT, რომელიც არის Bonfire სამყაროში თქვენი Web3 იდენტობის საკუთრება, პროექტი ამ ეტაპზე სხვას არაფერს გვთავაზობს. მაშასადამე, ტოკენის სარგებლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Bonfire არ წარმოადგენს რაიმე არსებითად ახალს ან აქტუალურს. ის წააგავს ერთ-ერთ იმ უსარგებლო აქტივს, რომლებმაც  კრიპტოვალუტის ბაზარი დატბორა. ტრანზაქციის 10%-იანი საკომისიო, რომელიც გადანაწილებულია მფლობელებს შორის, ადრეც ბევრმა საეჭვო პროექტმა გამოიყენა.

Bonfire-ის, როგორც უსაფრთხო და მომგებიანი ტოკენის აღწერა შეიძლება გამოყენებული იყოს ბევრ სხვა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. თუმცა, მან მიიზიდა გარკვეული რაოდენობით  ინვესტორი, რომლებმაც დაიჯერეს, რომ მონეტა შემდეგი SHIBA შეიძლება გახდეს.  

თუმცა, მისი განთავსების შემდეგ, ტოკენი ახალ მინიმუმზე დაეცა, ხოლო მისი მაქსიმალური ღირებულება $0.00000045 დონეზე იყო. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასეთ აქტივში ინვესტიციიდან კოსმოსურ შემოსავალს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ.