სცენარის ავტორები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

ფოტო - სცენარის ავტორები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
ამერიკის სცენარისტთა გილდია კინოსა და სატელევიზიო სცენარების მოსამზადებლად ნეიროქსელების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. ამავდროულად, ჰოლივუდური სტუდიები, რომლებიც სარეკლამო შემოსავლების შემცირების შემდეგ ცდილობენ, სტრიმინგული სერვისები რენტაბელური გახადონ, ნაკლებ შეშფოთებას გამოთქვამენ და ინოვაციების დანერგვისთვის ღიაობას აფიქსირებენ.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული განხეთქილება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი მწვავე საკითხიდან, რომლებმაც ჰოლივუდის სცენარისტებს გაფიცვის გამართვა აიძულა. შედეგად, პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, კინოსტუდიებმა მუშაობა შეწყვიტეს. 
 
ასოციაცია ცდილობს, დაიცვას სცენარისტების შემოქმედება და თვითმყოფადობა და უზრუნველყოს, რომ ისინი სათანადოდ დაჯილდოვდნენ თავიანთი კეთილსინდისიერი შრომისთვის. 
 
ავტორების შეშფოთება საფუძვლიანია. მათი ნამუშევრები ნეიროქსელების მონაცემთა ბაზებში ხვდება, მათ კი შემდეგ მანქანის მიერ გენერირებული "უსუფთაო ესკიზების" გასწორებაც კი უწევთ.  
 
პროფესიონალები ამტკიცებენ, რომ ხელოვნური ინტელექტით ზედმეტი გატაცება თხრობის ხარისხის გაუარესების რისკ შეიცავს. გარდა ამისა, მანქანურ ნამუშევრებში არ არსებობს საავტორო ხედვის კონცეფცია, არადა სწორედ ისაა იმ ნარატივების საფუძველი, რომლებიც ხანგრძლივად ილექება მეხსიერებაში.  
 
მეორე მხრივ, ჰოლივუდური სტუდიები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან. ახლა კონტენტის გენერირება უფრო სწრაფად უწევთ, ბიუჯეტი კი შეზღუდულია. ამიტომ, კინოკომპანიები ხელოვნურ ინტელექტში ახალი იდეების გენერირებისა და სცენარის დაწერის პროცესის გამარტივების მძლავრ ინსტრუმენტს ხედავენ.  
 
კინოსტუდიებმა დააანონსეს, რომ ამ თემის განხილვა ყოველწლიურ სახეს მიიღეს, რადგან პრობლემები, რომლებიც სცენარისტებს აწუხებთ, სათანადოდ უნდა დარეგულირდეს.

GC
GN Crypto
ავტორი