სიახლეები
Ratings
ღონისძიებები
Ჩვენს შესახებ
ka
English hello
Українська 1
Русский 1
ka
BTC
$105221.91
ETH
$3497.28
LTC
$137.42
XRP
$3.25992
DOGE
$0.4154755
Submit news
Newsletter
Follow us
#cash
ნაპოვნია 22 სტატია
ბოლო
შეტევა Tornado Cash-ზე: მოვლენათა მოულოდნელი განვითარება
გასულ კვირას ტოკენის TORN ფასი ნახტომისებურად თითქმის 10%-ით გაიზარდა. ასეთი მოულოდნელი ნახტომი DAO-ს მმართველობის აღდგენის შესახებ წინადადებით იყო გამოწვეული. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს განაცხადი სწორედ იმ ბოროტმოქმედის საფულიდან იყო გაგზავნილი, რომლის მიერ მანამდე DAO-ს მმართველობა იყო კომპრომეტირებული. მისი არსი სისტემის მთლიანობის აღდგენასა და მავნე ფაქტორების აღმოფხვრაში მდგომარეობს.
Bitcoin Cash-ის CashTokens DeFi-ფუნქციონალით
Bitcoin Cash-ის (BCH) დეველოპერებმა განახლება CashTokens გამოუშვეს, რომელიც მომხმარებლებს ქსელში ციფრული აქტივების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ახლა მომხმარებლებს საკუთარი ტოკენების და Bitcoin Cash-ის ქსელში DeFi აპლიკაციების შექმნა შეუძლიათ.
Coinbase Tornado Cash-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის მომხრეა
Coinbase კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული, კრიპტოვალუტური მიქსერის, Tornado Cash-ის მიმართ აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში ექვს მოსარჩელეს შეუერთდა.
BSV: ბიტკოინი კრეიგ რაიტისგან
თუკი კრიპტოვალუტების დაბადების ისტორიის გამოსახვა გენეალოგიური ხის სახით იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ Bitcoin SV ბიტკოინის შვილიშვილი აღმოჩნდებოდა. ეს მონეტა Bitcoin Cash-ის ფორკის შემდეგ გამოჩნდა, რომელიც, თავის მხრივ, პირველი კრიპტოვალუტის ფორკის დროს გაჩნდა.
დღის მოვლენა: სტეიბლკოინმა USDC USD-ისთან მიბმა დაკარგა
2023 წლის მარტის უზრუნველჰყოფის ანგარიშის თანახმად, 8.7 მილიარდი USDC 6 ბანკში დევს. მათგან Silvergate-ს, Signature-სა და Silicon Valley Bank-ს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვთ. Silicon Valley bank, სადაც 3.3 მილიარდი USDC ინახებოდა, ფინანსური დაცვისა და ინოვაციების კალიფორნიის დეპარტამენტმა დახურა. USDC-ის ფასმა საპასუხოდ 15%-ით იკლო, $0.86-მდე. ასევე 10%-ით გაიაფდა სტეიბლკოინი DAI, რომლის უზრუნველყოფის 50%-მდე USDC-შია. ახლა USDC-ის რეზერვების 77% ეკუთვნის აშშ-ს სახაზინო თამასუქებს. შემდგომი 23%-ის წილი, რომლებიც ნაღდი ფულის სახით ინახება საბანკო დაწესებულებებში,დამოკიდებული იქნება ბანკების გაკოტრების პროცესზე და დაბრუნებული სახსრების რაოდენობაზე.
Sponsored
Sponsored
Bitcoin Cash: მოდერნიზებული ბიტკოინი
ბიტკოინის სხვა ფორკებისგან განსხვავებით, Bitcoin Cash არ გამოიყურება პროექტად, რომელიც BTC-ის წარმატებაზე პარაზიტირებს. ეს ის შემთხვევაა, როცა ბუნებას გენიოსის შვილზე არ დაუსვენია.
Tornado Cash-ის დეველოპერი პატიმრობაში დარჩება
რუსი ალექსეი პერცევი 21 აპრილის სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში დარჩება. ეს უკვე მესამე წარუმატებელი შუამდგომლობაა, რომლითაც ადვოკატები კლიენტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. პირველი უარი მიიღეს აგვისტოში, მეორე - ნოემბერში. ჰოლანდიის სასამართლოს ასეთი მკაცრი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ პერცევი „ეფესბესთან“ და ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან Lazarus Group-თან მჭიდრო კავშირშია ეჭვმიტანილი. ეს კი უკვე უფრო სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე გადასახადებისგან თავის არიდება.
რა მიქსერები მოქმედებს Tornado Cash-ის დახურვის შემდეგ?
Tornado Cash კრიპტოვალუტების ყველაზე პოპულარული მიქსერი იყო. მისი გავლით ყოველთვიურად ასობით ათასი მომხმარებლის ფული გადიოდა. პროტოკოლსა და მასთან დაკავშირებულ საფულეებზე სანქციების დაწესების შემდეგ, ზოგიერთი კლიენტი დაიბნა.
დომინო აგრძელებს ჩამოშლას
Genesis Global-მაც ვერ შეძლო თავის გადარჩენა და ოფიციალურად განაცხადა გაკოტრების შესახებ. ნიუ-იორკის სამხრეთ სასამართლოს ინფორმატორები იუწყებიან, რომ ბირჟის დამფუძნებლები იყენებენ კოდექსის მე-11 თავს, რომელიც ითვალისწინებს „გაყიდვას, კაპიტალის გაზრდას ან ვალის რესტრუქტურიზაციას“. ანუ, ბირჟის შენარჩუნების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ სხვა მფლობელთან. შეგახსენებთ, რომ Genesis Trading-ის კრედიტორების ვალი 3 მილიარდ დოლარზე მეტია. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლებს მხოლოდ 150 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის შეთავაზება შეუძლიათ.
Bitcoin Cash City – ქალაქი, სადაც ფიატი უკვე აღარ გჭირდებათ
ავსტრალიაში არის ქალაქი, სადაც კრიპტოვალუტას Bitcoin Cash უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე ადგილობრივი ფიატურ ვალუტას - ავსტრალიურ დოლარს.
ჰაკერი პროტოკოლ Tornado Cash-ს თავს დაესხა
საგანგაშო ინციდენტის დროს, რომელიც დეცენტრალიზებული სისტემების პოტენციურ დაუცველობას ადასტურებს, ბოროტმოქმედმა პოპულარული დეცენტრალიზებული კრიპტომიქსერის, Tornado Cash-ის მართვის მექანიზმზე სრული კონტროლი დაამყარა.
პროექტ eCash-ის და XEC ტოკენის მიმოხილვა
ЕCash — არის კრიპტოსავალუტო პლატფორმა, რომელიც პროექტ Bitcoin Cash-ის ერთ-ერთი ეტაპია (შესაძლოა, მისი ბოლო ფორკი). მონეტა XEC საერთაშორისო საცალო გადახდებისთვის გამოიყენება.
Sponsored
Voyager Digital-ს ნაღდ ფულზე გადადის
გაკოტრებულმა კრიპტოკრედიტორმა კომპანია Circle-ის ბალანსზე 150 მილიონი USDC გაგზავნა. ეს ნიშნავს, რომ ეს თანხა აშშ დოლარში უკუგადაცვლას ექვემდებარება. გაყიდვა კომპანიის კრიპტოაქტივების განტვირთვის სტრატეგიის ნაწილია, მიუხედავად მარეგულირებლების განცხადებისა, რომ Voyager-ის გეგმა თავისი კრიპტოვალუტის გაყიდვის შესახებ შეიძლება არღვევდეს კანონებს ფასიანი ქაღალდების შესახებ.
შვეიცარიის ცენტრალური ბანკი Credit Suisse-ს გადაარჩენს?
შვეიცარიის ეროვნული ბანკი უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზის ფარგლებში მზადაა კლიენტების წინაშე დავალიანების დასაფარად Credit Suisse-ს 54 მილიარდი დოლარი გამოუყოს. გარდა ამისა, შვეიცარიულმა მარეგულირებელმა შეიძლება ნაღდი ფულის სანაცვლოდ გამოისყიდოს Credit Suisse-ს პრიორიტეტული ვალის ფასიანი ქაღალდები ჯამში $2,5 მილიარდის ოდენობით. Credit Suisse-ის კოლაფსი შეიძლება გაცილებით დიდი პრობლემა გახდეს ვიდრე Silicon Valley Bank-ის კრახი. ამიტომ საბანკო არმაგედონი ცოტა ხნით
არის! Tornado Cash-ის ფორკი!
ბიტკოინ-მიქსერის Tornado Cash ერთ-ერთმა პირველმა კონტრიბუტორმა ამინ სოლეიმანიმ მიქშირების ახალი სერვისის Primacy Pools გამოშვება გამოაცხადა,რიმელიც TC კოდის ბაზაზეა რეალიზებული. ახლა ყოველი ჰაკერი და დამნაშავე მიიღებს შესაძლებლობას დაამტკიცოს,რომ ისინი არ არიან ჰაკერები და დამნაშავეები (მაგრამ ეს მთლად ასე არაა). დაზუსტებით შეიძლება ითქვას,რომ კეთილსინდისიერი მომხმარებლები შეძლებენ იმის დამტკიცებას,რომ თაღლითური ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ამიტომ კანონიერად სარგებლობენ კონფიდენციალურობის ამაღლების სერვისით. პროგნოზის მიხედვით, ახალ ფორკში გამოყენებულია მტკიცებულება ნულოვანი გახმაურებით,რომელიც 2023წლის მთავარი ტრენდია. შეგახსენებთ,რომ ესაა პროტოკოლი,რომელიც ადასტურებს ინფორმაციას მისი გასაჯაროების გარეშე. შენი სვლაა,SEC!
როგორ მუშაობს კრიპტოვალუტის ბარათი?
კრიპტო ბარათები საშუალებას გაძლევთ მაღაზიებში კრიპტოვალუტით გადაიხადოთ, ასევე გამოიტანოთ ნაღდი ფული მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ბანკომატიდან. უფრო მეტიც, თითოეულ კომპანიას, რომელიც გასცემს ასეთ ბარათებს, მომხმარებლებისთვის საკუთარი პრივილეგიები აქვს.
არტურ ჰეისი ალტსეზონს ელოდება
BitMEX-ის ქარიზმატულმა დამფუძნებელმა ბაზრის თავისი ხედვა წარმოადგინა. სპოილერი: მას ლიკვიდური ფიატი სახაზინო ვალდებულებიდან ნაღდ ფულში გააქვს და მაღალი რისკის აქტივებში (ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტა, რა თქმა უნდა). ყველაფრის ჩასადებად ემზადება. ფუნდამენტალი არტურისგან: ?S&P500 3 თვეში 40%-ით გაიზარდა; ?ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი (მინუს $100 მილიარდი ყოველთვიურად); ?ბაზარი დამატებით საერთო სახაზინო რეზერვის (TGA) გადინებიდან 500 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც ინფლაციას დააჩქარებს; ?როდესაც ეს თანხა ამოიწურება (სადღაც ივლისში), კონგრესი კენჭს უყრის შიდა ვალის ჭერის გაზრდას; ?ბაზარი გაივსება სავალო ვალდებულებებით, რომელიც არაფრით იქნება უზრუნველყოფილი; ?მსოფლიო ბანკები იძულებულნი იქნებიან, თავიანთი საბეჭდი დაზგები ჩართონ (ეს პროცესი უკვე დაწყებულია). "წვეულება დაიწყო!" - ასკვნის არტური.
Sponsored
Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს
Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს ფიშინგური თავდასხმის შედეგად როუზმა $1,1 მილიონზე მეტი ღირებულების 40 იშვიათი NFT დაკარგა. კევინმა პირადად გამოაცხადა ჰაკინგის შესახებ Twitter-ზე და ითხოვა დროებით არავის შეეძინა Autoglyph და Chromie Squiggles. PROOF-ის ვიცე-პრეზიდენტმა ინჟინერიის საკითხებში არან შლოსბერგმა დეტალურად აღწერა თაღლითური სქემა. მისი თქმით, „ჰაკინგის ტექნიკური ასპექტი შემოიფარგლებოდა OpenSea-ს ბაზარზთან კონტრაქტში მიღებული ხელმოწერების შექმნით“. როუზთან ერთად მათ მაშინვე გამოიყენეს Revoke Cash, მაგრამ უკვე გვიანი იყო. PROOF-ში ხაზს უსვამენ, რომ მომხმარებელთა აქტივები არ დაზარალდა, რადგან რესურსების დიდ უმრავლესობაზე წვდომა მრავალ ნებართვას მოითხოვს.
FTX-ს „ქეშად“ $1 მილიარდი აქვს
FTX-ის ხელმძღვანელები მთელ მსოფლიოში ფულს აგროვებენ.
სად გახდნენ უფრო პოპულარულები კრიპტომატები
ხშირად კრიპტომატები აეროპორტებში ან დიდ სავაჭრო ცენტრებში გვხვდება. მათი მისია არა ჩვეული ბანკომატების მიჩოჩება, არამედ ფიატური ვალუტის ჰოლდერებისთვის კრიპტოვალუტის გაცნობის მაქსიმალურად გამარტივებაა, ჩვეულებრივ ბანკომატებში ფულის განაღდების პრინციპის მსგავსად.
1 - 20
22 შედეგიდან
1
2