#fiat


ნაპოვნია 29 სტატია

ბოლო

Silvergate Bank ლიკვიდირებული იქნება

Silvergate არის მეორე უდიდესი ბანკი აშშ-ში Signature-ის შემდეგ,, რომელიც მუშაობს კრიპტოვალუტის კომპანიებთან და ერთ-ერთი ძირითადი ხიდია კრიპტოვალუტასა და ფიატს შორის. ინდუსტრიაში ბოლო ცვლილებებისა და მარეგულირებლების ინიციატივების ფონზე, Silvergate-ში მიიჩნევენ, რომ ამჟამად საუკეთესო გზა ბანკის ოპერაციების გეგმური შეჩერებაა და მისი ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია. დახურვის გეგმა ყველა დეპოზიტის სრულ დაფარვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Silvergate Bank-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება Silvergate Exchange Network-ის (SEN) მუშაობის შეწყვეტის შესახებ. არაერთმა კრიპტოვალუტის ბირჟამ უკვე განაცხადა, რომ ისინი სილვერგეიტთან კავშირებით „ინფიცირებული“ არ არიან, ხოლო კლიენტების სახსრები უსაფრთხოდაა.

არტურ ჰეისი ალტსეზონს ელოდება

BitMEX-ის ქარიზმატულმა დამფუძნებელმა ბაზრის თავისი ხედვა წარმოადგინა. სპოილერი: მას ლიკვიდური ფიატი სახაზინო ვალდებულებიდან ნაღდ ფულში გააქვს და მაღალი რისკის აქტივებში (ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტა, რა თქმა უნდა). ყველაფრის ჩასადებად ემზადება. ფუნდამენტალი არტურისგან: ?S&P500 3 თვეში 40%-ით გაიზარდა; ?ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსი (მინუს $100 მილიარდი ყოველთვიურად); ?ბაზარი დამატებით საერთო სახაზინო რეზერვის (TGA) გადინებიდან 500 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც ინფლაციას დააჩქარებს; ?როდესაც ეს თანხა ამოიწურება (სადღაც ივლისში), კონგრესი კენჭს უყრის შიდა ვალის ჭერის გაზრდას; ?ბაზარი გაივსება სავალო ვალდებულებებით, რომელიც არაფრით იქნება უზრუნველყოფილი; ?მსოფლიო ბანკები იძულებულნი იქნებიან, თავიანთი საბეჭდი დაზგები ჩართონ (ეს პროცესი უკვე დაწყებულია). "წვეულება დაიწყო!" - ასკვნის არტური.

Mt.Gox-ის კრედიტორებს, როგორც იქნა, მათ ფულს დაუბრუნებენ

გადახდები 10 მარტიდან დაიწყება და ის როგორც BTC-ში, ასევე ფიატურ ვალუტაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოსარჩელეები იმ თანხის დაახლოებით მეხუთედს მიიღებენ, რასაც ისინი სარჩელში ითხოვენ. 2019 წელს ბირჟის ბალანსმა 142 ათასი BTC ($3,3 მლრდ), 143 ათასი BCH ($19 მლნ) და $510 მლნ. იაპონურ იენაში შეადგინა. უნდა ითქვას, რომ Mt.Gox-ის გარშემო სიტუაცია იმდენად უიმედო იყო, რომ ბევრი ინვესტორი თავისი მონეტების მიღებას ღმერთის საჩუქარს უწოდებს. თანაც ბიტკოინები სულ სხვა ფასის დროს დაიაკრგა. კრედიტ-კომპანიის, Blockstream-ის გენერალური დირექტორი ადან ბეკი ამბობს: „მე მნიშვნელოვანწილად Mt.Gox-ზე არსებული ჩემი ბიტკოინები ჩამოვწერე, როგორც ზარალი. ამიტომ სუფთა ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაფერი, რასაც ახლა მივიღებ, არის ცივი შენახვის ბონუსი“.

მიიღებს თუ არა Twitter-ი გადახდებს ფიატსა და კრიპტოში?

კომპანიამ დაიწყო სახელმწიფო ლიცენზიების მოპოვების პროცესი ჩაშენებული გადახდების ინტეგრაციის პროგრამული უზრუნველყოფის რეგულირებისა და შემუშავების მიზნით. ილონ მასკმა ადრე თქვა, რომ Twitter-ი უნდა გარდაიქმნას „everything app”-ად შეტყობინებების გაცვლის, გადახდების და კომერციული ფუნქციებით. ამ გეგმების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში კომპანიამ უკვე გაიარა გადახდის პროცესორის რეგისტრაცია აშშ-ს ხაზინაში. მასკის სურვილის მიხედვით, გადახდის სისტემა თავდაპირველად ფიატზე იყო გათვლილი. მაგრამ, მისი სტრუქტურა ითვალისწინებს მომავალში კრიპტოვალუტისთვის ფუნქციების ჩართვას. ამ ამბავს მგზნებარედ გამოეხმაურა მასკის ფავორიტი Dogecoin-ი. გარდა ამისა, ინვესტორებმა, ყოველი შემთხვევისთვის, MASK ტოკენი „დაპამპეს“ (ბოლოს და ბოლოს, ბიტკოინში ხომ არ ჩადებდენ ფულს).

1 - 20 29 შედეგიდან