#identity
ნაპოვნია 11 სტატია
ბოლო
პრობლემები Worldcoin-იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით
Worldcoin ტოკენის დიდი ხნის ნანატრი გაშვება აძლიერებს შეშფოთებას კომპანიის მიერ გამოყენებული ვინაობის დადასტურების უნიკალური პროცესის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. სემ ალტმანის (OpenAI) მიერ შექმნილი Worldcoin-ი გეგმავს ტოკენებზე წვდომა მხოლოდ მათ მისცეს, ვინც შეძლებს საკუთარი ვინაობის დადასტურებას თვალის ფერადი გარსის სკანირებით სპეციალური Worldcoin მოწყობილობის მეშვეობით.სატოში ნაკამოტოს ბოლო გზავნილი
2011 წლის 23 აპრილს სატოში ნაკამოტო კრიპტოვალუტების სამყაროს დაემშვიდობა და ტექნოლოგია რამდენიმე კრიპტოენთუზიასტის ხელში დატოვა. ბიტკოინის დეველოპერ მაიკ ჰერნისადმი მიწერილ წერილში მან დაწერა: ”მე სხვა საქმით დავკავდი. ის [ბიტკოინი] ახლა კარგ ხელშია გევინთან და სხვებთან“. ეს ციფრული ვალუტის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. სატოშიმ Bitcoin Core-ის კურატორს, გევინ ანდრესენს მოუწოდა, იდუმალი შემქმნელი დაევიწყებინა და ფოკუსირება პროექტზე, მის განვითარებასა და დეველოპერების ერთგულ გუნდზე მოეხდინა. მან ასევე გამოხატა თავისი იმედგაცრუება პრესის მიმართ, რომელიც მას ჩრდილოვან ფიგურად წარმოაჩენდა, ბიტკოინს კი - მეკობრულ ვალუტად. სატოშიმ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დეველოპერების საზოგადოების კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრონული წერილები ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის ბოლო ცნობილი გზავნილებია, ინტერესი სატოში ნაკამოტოს ნამდვილი ვინაობის მიმართ წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდება. სანამ კრიპტოსაზოგადოება აგრძელებს ვარაუდებს, ბიტკოინის შემქმნელის ნამდვილი ვინაობა იდუმალებით არის მოცული. გავიგებთ კი ოდესმე სიმართლეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ ფსევდონიმის უკან? ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.Stellar და ბრაზილია CBDC-ის ტესტირებას ასრულებენ
ბრაზილიის ციფრულმა რეალმა საჯარო ბლოკჩეინში საპილოტე ტესტი გაიარა.პროექტი ადგილობრივი ბირჟის Mercado Bitcoin ბაზაზე, Stellar-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარდა KYC პროცედურა,ვინაობის დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების საფუძველზე თაღლითობისგან დაცვის შემოწმება, და უშუალოდ სახსრების გადარიცხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ქვეყნის კანონების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა (კიდევ კარგი,ტესტების ჩატარება ჯერ არ ყოფილა აკრძალული), თუმცა Mercado-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა,რომ ცენტრალური ბანკის რეალური მოტივაცია იყო სურვილი ენახათ,თუ რა ხდება მაშინ,როდესაც ისინი ფულზე პირდაპირ კონტროლს კარგავენ.სიბილას შეტევა: პიროვნების გაორება ბლოკჩეინში
Chainalysis-ის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელს, ჰაკერული თავდასხმების შედეგად, 3 მილიარდზე მეტი დოლარი მოიპარეს. ბოროტმოქმედები თავდასხმების ახალ მეთოდებს მუდმივად იგონებენ, მაგრამ არის აპრობირებული საშუალებებიც, რომლებსაც სიბილას თავდასხმა, ანუ Sybil attack მიეკუთვნება.ჯეკ დორსიმ ახალი ვებ-პლატფორმა წარმოადგინა
ფინტექ-ფირმის, Block-ის შვილობილმა კომპანიამ TBD-მ გენერალური დირექტორის, ჯეკ დორსის ხელმძღვანელობით, Bitcoin 2023-ის კონფერენციაზე ახალი პროექტი დააანონსა. ეს არის დეცენტრალიზებული ვებ-პლატფორმა Web5, რომლის მიზანია ციფრულ სამყაროში იდენტიფიკაციისა და მონაცემთა შენახვის ფუნქციების შეცვლა.1 - 11 11 შედეგიდან