#silvergate
ნაპოვნია 8 სტატია
ბოლო
დაფარული ბანი ამერიკული კრიპტოკომპანიებისთვის
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტოლობისტურმა ჯგუფმა, The Blockchain Association-მა მოითხოვა დოკუმენტაცია კრიპტოპროექტების შესაძლო „დებანკინგთან“ დაკავშირებით. ასოციაციამ გამოძიება Signature Bank-ის, Silicon Valley Bank-ის და Silvergate-ის ამასწინანდელი ჩამოშლის შემდეგ დაიწყო. ყველა ეს ბანკი კრიპტოინდუსტრიასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.Silvergate Bank ლიკვიდირებული იქნება
Silvergate არის მეორე უდიდესი ბანკი აშშ-ში Signature-ის შემდეგ,, რომელიც მუშაობს კრიპტოვალუტის კომპანიებთან და ერთ-ერთი ძირითადი ხიდია კრიპტოვალუტასა და ფიატს შორის. ინდუსტრიაში ბოლო ცვლილებებისა და მარეგულირებლების ინიციატივების ფონზე, Silvergate-ში მიიჩნევენ, რომ ამჟამად საუკეთესო გზა ბანკის ოპერაციების გეგმური შეჩერებაა და მისი ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია. დახურვის გეგმა ყველა დეპოზიტის სრულ დაფარვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Silvergate Bank-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება Silvergate Exchange Network-ის (SEN) მუშაობის შეწყვეტის შესახებ. არაერთმა კრიპტოვალუტის ბირჟამ უკვე განაცხადა, რომ ისინი სილვერგეიტთან კავშირებით „ინფიცირებული“ არ არიან, ხოლო კლიენტების სახსრები უსაფრთხოდაა.დღის მოვლენა: სტეიბლკოინმა USDC USD-ისთან მიბმა დაკარგა
2023 წლის მარტის უზრუნველჰყოფის ანგარიშის თანახმად, 8.7 მილიარდი USDC 6 ბანკში დევს. მათგან Silvergate-ს, Signature-სა და Silicon Valley Bank-ს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის პრობლემა აქვთ. Silicon Valley bank, სადაც 3.3 მილიარდი USDC ინახებოდა, ფინანსური დაცვისა და ინოვაციების კალიფორნიის დეპარტამენტმა დახურა. USDC-ის ფასმა საპასუხოდ 15%-ით იკლო, $0.86-მდე. ასევე 10%-ით გაიაფდა სტეიბლკოინი DAI, რომლის უზრუნველყოფის 50%-მდე USDC-შია. ახლა USDC-ის რეზერვების 77% ეკუთვნის აშშ-ს სახაზინო თამასუქებს. შემდგომი 23%-ის წილი, რომლებიც ნაღდი ფულის სახით ინახება საბანკო დაწესებულებებში,დამოკიდებული იქნება ბანკების გაკოტრების პროცესზე და დაბრუნებული სახსრების რაოდენობაზე.1 - 8 8 შედეგიდან