#twitter


ნაპოვნია 39 სტატია

ბოლო
Top

რაო, კონფიდენციალურობაო?

კომპანიამ Arkham Intelligence მოამზადა აპლიკაცია, რომელიც Twitter-ის მომხმარებლის სახელის მიხედვით ეძებს მის აქტივობას სხვადასხვა ბლოკჩეინებში, მათ შორის Ethereum-ში, Polygon-სა და BNB Chain-ში. აპლიკაციას შეუძლია: იპოვოს საფულის მისამართები, რომლებსაც საძიებო ობიექტი უკავშირდებოდა; გაფილტროს მომხმარებლის ბოლო ტრანზაქციები; ბლოკჩეინზე მისი ქმედებების ვიზუალიზაცია მოახდინოს. ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს ამ გასაოცარ ინიციატივას, Waitlist-ში დასარეგისტრირებლად ეპატიჟებიან. მომლოდინეთა სიაში პირველებია ალბათ საგადასახადო სამსახურები და ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები ჩაეწერნენ.

Sidebar ad banner

Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს

Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს ფიშინგური თავდასხმის შედეგად როუზმა $1,1 მილიონზე მეტი ღირებულების 40 იშვიათი NFT დაკარგა. კევინმა პირადად გამოაცხადა ჰაკინგის შესახებ Twitter-ზე და ითხოვა დროებით არავის შეეძინა Autoglyph და Chromie Squiggles. PROOF-ის ვიცე-პრეზიდენტმა ინჟინერიის საკითხებში არან შლოსბერგმა დეტალურად აღწერა თაღლითური სქემა. მისი თქმით, „ჰაკინგის ტექნიკური ასპექტი შემოიფარგლებოდა OpenSea-ს ბაზარზთან კონტრაქტში მიღებული ხელმოწერების შექმნით“. როუზთან ერთად მათ მაშინვე გამოიყენეს Revoke Cash, მაგრამ უკვე გვიანი იყო. PROOF-ში ხაზს უსვამენ, რომ მომხმარებელთა აქტივები არ დაზარალდა, რადგან რესურსების დიდ უმრავლესობაზე წვდომა მრავალ ნებართვას მოითხოვს.

Elliott-ი მილიარდობით ინვესტიციას დებს Salesforce-ში

29 - 39 39 შედეგიდან
 
end
თქვენ ჩახვედით სიის ბოლოში