თურქულ უკანონო სათამაშო ქსელიდან $40 მილიონის კრიპტა ამოიღეს

icon FOR
ფოტო - თურქულ უკანონო სათამაშო ქსელიდან $40 მილიონის კრიპტა ამოიღეს
ანკარის გენერალურმა პროკურატურამ უკანონო ტოტალიზატორის ორგანიზატორების ორდერი დაკავების გასცა და ბრალდებულებს 40 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა ჩამოართვა.
საქმის ფიგურანტია  უკანონო აზარტული თამაშების ქსელთან დაკავშირებული 46 ადამიანი. ეჭვმიტანილი პირების დაკავების ოპერაცია, ერთდროულად  თურქეთის რვა პროვინციაში ჩატარდა: ანკარაშ, ბათმანიშ, ვანასა, ბინგელიში, იოზგატიში, კაიშერიში, მუშისა და ქირიქკალიში.

დაკავების ორდერი გაცემულია კონტრაბანდის და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების ბიუროს მიერ. თურქეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ანკარაში მოქმედმა სათამაშო ქსელმა ფეხბურთსა და სხვა სპორტულ შეჯიბრებებზე ფსონებისა და აზარტული თამაშების ორგანიზების შესახებ კანონი დაარღვია.

ყველა დაკავებული იყო შუამავალი, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ თანხებს უკანონო ტოტალიზატორისაგან და რიცხავდნენ მათ კრიპტოვალუტის საფულეებზე. მიმღებები კი  კაზინოს მენეჯერი, ასევე ხალილ ფალიალი და მისი მეუღლე იყვნენ.  

კრიმინალებმა 148 ტრანზაქციის მეშვეობით 2,5 მილიარდი ლირის ღირებულების კრიპტოვალუტა გადარიცხეს.

პროკურატურა ყურადღებას  იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ფალიალი მიმდინარე წლის თებერვალში საკუთარ სახლის მახლობლად მოკლეს. მანამდე ის იყო არალეგალური ტოტალიზატორების ქსელის ერთ-ერთი წამყვანი წევრი და ბრალდებული იყო ფულის გათეთრებაში.
ეს ოპერაცია თურქული კვიპროსის ტერიტორიიდან ჩატარდა და უკავშირდება ხალილ ფალიალის მკვლელობას. მოხდა დაახლოებით 2,5 მილიარდი თურქული ლირის ოდენობის თანხის გადარიცხვა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია
, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.
სოილუს თქმით, სახელმწიფო, კრიპტოდამნაშავეებისა და უკანონო სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების თანამზრახველის  რეპუტაციას აქტიურად ებრძვის. ამის დამადასტურებელია  -   ოპერატიული ტრანზაქციების დაბლოკვისა და ბოროტმოქმედების შემოსავლების, მათ შორის კრიპტოვალუტის კონფისკაციისთვის სხვადასხვა სტრუქტურების მჭიდრო  თანამშრომლობა.

ამ დროისთვის დაკავებულია 40 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები, რომლებიც განთავსებულია თურქული და უცხოური კრიპტო ბირჟების საფულეებზე. სამართალდამცავი ორგანოები ბრალდებულებთან მიმართებაში გამოძიებას განაგრძობენ. სავარაუდოდ, ჩხრეკის შემდეგ  მათ დააპატიმრებენ.