რა არის რეტროდროპი და როგორ მივიღოთ?

ფოტო - რა არის რეტროდროპი და როგორ მივიღოთ?
რეტროსპექტიული დროპი არის ფულადი ჯილდო წარსულში კრიპტოვალუტის პლატფორმის გამოყენებისთვის.
ტრადიციული Airdrop-ისგან განსხვავებით, რეტროდროპი პლატფორმასთან მუშაობისას  ფულადი ხარჯებით აქტივობებს გულისხმობს: მომხმარებელი ხარჯავს ფულს საკომისიოზე, ახორციელებს ტოკენის გაცვლას და კროსჩეინ–გადარიცხვებს, ავსებს დეპოზიტს, გამოჰყავს ლიკვიდობა და ახორციელებს სხვა აქტივობებს, რისთვისაც მომავალში პროექტის ტოკენებს მიიღებს.

შემოსავლის ამ მეთოდის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ წინასწარ არავინ იცის, დაჯილდოვდება თუ არა მისი ქმედებები პლატფორმაზე. შეგიძლიათ ათასობით დოლარი დახარჯოთ ოპერაციებზე, რომლებისთვისაც საბოლოოდ ვერაფერს მიიღებთ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა მომხმარებლებმა 100 დოლარის მხოლოდ რამდენიმე სვოპი გაუკეთებია, რისთვისაც პროექტს 5000-10000 დოლარის რეტროდროპი „დაუმატებია“.

ყველაზე ხშირად რეტროდროპებს არიგებენ:

  • DEX-პლატფორმები ახალი ბლოკჩეინების მომხმარებლებისთვის;
  • კროსჩეინ–პროტოკოლები;
  • უკვე მოქმედი ქსელების,მაგალითად Ethereum–ის, Layer 2 და Layer 3;
  • IDO-ლაუნჩპადები,მონეტების ტრეკერები და პორტფელების შესადგენი სერვისები;
  • NFT-მარკეტპლეისები,კრიპტო საფულეები;
  • კრიპტო–დაკრედიტების პლატფორმები,ორაკულები და სხვა  DEFI-პროექტები.

მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმას ტესტირების ეტაპზე არ ჰქონდეს საკუთარი ტოკენი. სწორედ მისი დარიგება ხდება მომავალში გაწეული შრომისთვის  ჯილდოს სახით. შესაძლო რეტროდროპის შესახებ  შეგიძლიათ შეიტყოთ პროექტის ტოკენომიკიდან, სადაც დამფუძნებლები ხშირად მალავენ დროპებს სახელწოდების „ Community Rewards“, „ Early Users“ ​​ქვეშ და ა.შ. ასევე, გუნდი ხანდახან საუბრობს გეგმებზე სოცქსელებში, ან იძლევა მინიშნებებს, რომ მათი პროდუქტის გამოყენება შეუმჩნეველი არ დარჩება. მაგალითად, ომნიჩეინ–თავსებადობის პროტოკოლი Layer Zero, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი ტოკენის  გამოშვების შესახებ ანონსს აწვდის  ოფიციალურ დოკუმენტაციაში:
იმ ZRO ტოკენის გამოშვების ანონსი,რომელიც ეკოსისტემის  Layer Zero მონეტა უნდა გახდეს

იმ ZRO ტოკენის გამოშვების ანონსი,რომელიც ეკოსისტემის Layer Zero მონეტა უნდა გახდეს

წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრმა პროექტმა განახორციელა თავისი რეტროდროპი. ყველაზე დიდ დისტრიბუციებს შორის შეგვიძლია გავიხსენოთ DYDX დროპი, სადაც მომხმარებლებმა გამოიმუშავეს ფენომენალური $30,000 - 40,000 1 ანგარიშზე, Paraswap, რომელმაც  10,000 აშშ დოლარის ტოკენები დაარიგა, Ethereum Optimism ბლოკჩეინის Layer 2, სადაც შემოსავალი რეტროდროპიდან შეადგენდა $11,2000-ს. დოლარის ეკვივალენტი გამოთვლილია შიდა ტოკენების ღირებულებასთან მიმართებაში ბირჟაზე ლისტინგის  დროს.

ზოგიერთი პლატფორმა სიფრთხილით ეპყრობა "დროპ–ჰანტერებს". იმისათვის, რომ სიიდან გამოირიცხონ ისინი, ვინც მიზანმიმართულად ნადირობს ჯილდოზე, ხდება  ფილტრების შემოღება, რომლებიც ცხრილავენ მომხმარებლებს აქტივობის დონის, სამუშაო საფულის სიახლის, IP–მისამართების და სხვა ფაქტორების მიხედვით. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული მუშაობის დაწყებამდე.

მოახლოებული მოვლენებიდან, Metamask-ის საფულის მიერ ტოკენის სავარაუდო გამოშვებამ შეიძლება გამოიწვიოს რეტროდროპი. ასევე საინტერესოა Layer 2 Arbitrum, Zk Sync და სხვა პროექტები.

ზედმეტი არ იქნება სოციალურ ქსელებში დაფინანსებისა და აქტივობის შესწავლა. რაც უფრო მეტი თანხა მოიპოვა პროექტმა, მით უფრო დიდი იქნება პოტენციური ჯილდო, მომხმარებელთა რაოდენობა კი მიახლოებით იძლევა იმის გაგებას, თუ რამდენ ადამიანზე იქნება განაწილებული რეტროდროპი.