როგორ შეუძლია პროგრამისტს კრიპტოზე გამომუშავება? 5 მიმართულება

icon ONE
ფოტო - როგორ შეუძლია პროგრამისტს კრიპტოზე გამომუშავება? 5 მიმართულება
ბლოკჩეინი დეველოპერებისა და IT პროფესიონალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მომგებიანი სფეროა.
ბლოკჩეინის სპეციალისტებზე მოთხოვნა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. რაც უფრო სწრაფად ვითარდება კრიპტოვალუტური ინდუსტრია, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება შემუშავებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების უნარების გამოყენებისთვის.

ბლოკჩეინ სპეციალისტებისთვის კარიერული განვითარების 5 პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი აქტივობის მიმოხილვა მოვამზადეთ.

სმარტ კონტრაქტების შემუშავება

სმარტ კონტრაქტები წარმოდგენილია ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ბევრ პლატფორმაზე, როგორიცაა Ethereum, Binance Smart Chain, Solana, Arbitrum და ა.შ. მათი საშუალებით შესაძლებელია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps), ტოკენებისა და სხვა კრიპტოვალუტური პროდუქტების შექმნა. ყოველი ახალი კრიპტოვალუტური ქსელი აუმჯობესებს სმარტ კონტრაქტების ტექნოლოგიას, იგონებს ახალ ალგორითმებს, პროგრამირების ენებს, ამიტომ ამ ნიშაში შესაბამის სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

პროგრამისტებს ფულის გამომუშავება კლიენტებისთვის სმარტ კონტრაქტების, ან საკუთარი პროექტების შემუშავებითა და დანერგვით შეუძლიათ.

კრიპტოვალუტური სტარტაპი, ან მუშაობა კომპანიაში

ბევრ ახლად შექმნილ და დიდი ხნის მომუშავე ქსელს საკუთარი ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარება და მრავალი აპლიკაციის ამოქმედება ესაჭიროება. ამიტომ, საკუთარი კრიპტოვალუტური  სტარტაპის განხორციელება (კრიპტოსაფულე, DEX ბირჟა, საკრედიტო პროტოკოლი) დეველოპერებში პოპულარული პრაქტიკაა, მით უმეტეს, რომ ბლოკჩეინის პლატფორმები მუდმივად აინიციირებენ საგრანტო პროგრამებს, რომლებსაც პროგრამისტებისთვის სასტარტო პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეუძლია. 

თუ დეველოპერი არ არის დაინტერესებული საკუთარი კრიპტოვალუტური პროდუქტის შექმნით, მას შეუძლია, დასაქმდეს ბლოკჩეინ კომპანიაში, მაგალითად, ცენტრალიზებულ კრიპტობირჟაზე. ამ სფეროში მუშაკთა მინიმალური ხელფასი, ჩვეულებრივ, 1500–2000 აშშ დოლარს აღემატება.

სწავლება და მენტორობა

ღრმა ცოდნა კრიპტოვალუტისა და პროგრამირების სფეროში  საშუალებას გაძლევთ, ჩაატაროთ ფასიანი კონსულტაციები, აამოქმედოთ ტრენინგები, ვებინარები, ან კურსები მათთვის, ვისაც ამ ტექნოლოგიის შესწავლა სურს. ეს შეიძლება იყოს კარგი დამატებითი შემოსავალი, თუ დეველოპერი თავისი აუდიტორიის პოვნასა და ღირებული ინფორმაციის მიწოდებას შეძლებს.

თუ მარკეტინგული კამპანია სწორად ჩატარდება და შემუშავდება სრულფასოვანი სტრუქტურირებული კურსს თავისი მასალებით, ვიდეოგაკვეთილებით, ავტორიტეტული მენტორებითა და კურსის დასრულების ბონუსებით, ეს პროდუქტი ავტორს საკმაოდ ბევრ ფულს მოუტანს.

Bug Bounty

Bug Bounty (ჯილდო შეცდომებისთვის) არის პროგრამა, რომელიც  დამოუკიდებელ მკვლევარებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს ახალისებს, კრიპტოვალუტური პროდუქტებისა და სერვისების პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი ხარვეზები, მოწყვლადობები, ან შეცდომები იპოვონ და ამის შესახებ შეატყობინონ. კომპანიები, რომლებიც ასეთ პროგრამებს გვთავაზობენ, მზად არიან, ნაპოვნი და წარმატებით მოგვარებული პრობლემებისთვის ჯილდოები გადაიხადონ.

ეს ჰაკერების მუშაობას მოგვაგონებს, მაგრამ კანონიერ სამართლებრივ სფეროში. Bug Bounty ხშირად ინიციირებულია DEX, CEX ბირჟებისა და კროსჩეინ პლატფორმების მიერ, რომლებიც ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან. ამიტომ, სმარტ კონტრაქტებში პოტენციური ხარვეზებისა და მოწყვლადობის აღმოჩენის უნარი კარგად ჯილდოვდება.

კიბერუსაფრთხოება

სმარტ კონტრაქტების გატეხები და თავდასხმები ბლოკჩეინ პლატფორმებზე კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში  ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველაზე ხშირად ჰაკერები კროსჩეინ ხიდებს ესხმიან თავს, რადგან ბლოკჩეინებს შორის ტოკენის მიგრაციის სტრუქტურა ძალიან რთულია, რაც სმარტ კონტრაქტში პოტენციურად იწვევს შეცდომებსა და ხარვეზებს.

ნებისმიერი კრიპტოვალუტური პლატფორმის მთავარი ამოცანა გატეხის შემდგომი შედეგების ნიველირებაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ან ჰაკერთან მოლაპარაკების, ან მისი ვინაობის გამხელის, ბოროტმოქმედის დაკავებისა და ჩადებული თანხების დაბრუნების გზით.

კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ონლაინ თაღლითობებიც კი შეიძლება აღიკვეთოს კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების მიერ, რომლებიც ინტერნეტში ბოროტმოქმედების კვალს ეძებენ, მათ ტრანზაქციებს ერთმანეთთან ადარებენ და პოულობენ გზებს, როგორ გავიდნენ გარკვეულ პირებზე, რომლებიც ბლოკჩეინის სფეროში ჩადენილ კანონდარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ხელფასი მათი მუშაობის სირთულეს შეესაბამება, ამიტომ პროგრამისტებისთვის ეს მიმართულება ძალიან საინტერესო და მომგებიანია.