დარგის ლიდერები კრიპტოგრაფიასა და ბლოკჩეინს მხარს უჭერენ

ფოტო - დარგის ლიდერები კრიპტოგრაფიასა და ბლოკჩეინს მხარს უჭერენ
მიუხედავად იმისა, რომ „მოძველებული“ გადახდის სისტემა აგრძელებს ფინანსური ტრანზაქციების ბაზარზე დომინირებას, ფინანსური ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მომავალი კრიპტოგრაფიასა და ბლოკჩეინს ეკუთვნის.
US Faster Payments Council-ის და Ripple-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის  თანახმად, რომლის სახელწოდებაა „ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა გადახდებში: ფულის მოძრაობის მეთოდის ტრანსფორმაცია“, ინდუსტრიის ლიდერთა უმეტესობა თვლის, რომ კრიპტოვალუტის მხარდაჭერის გადაწყვეტილებები არის გადახდების ნელ ბაზრებზე აჩქარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 300 რესპონდენტმა 45 ქვეყნიდან, ანალიტიკოსებიდან და დირექტორებიდან დაწყებული, ვიცე-პრეზიდენტებით და უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებით დამთავრებული, რომლებიც  გლობალურ სფეროებს წარმოადგენენ, მათ შორის საცალო ვაჭრობას, ფინტექს, საბანკო საქმეს, მედიას, გასართობ ინდუსტრიასა და სამომხმარებლო ტექნოლოგიებს.

მათგან 97%-ს მიაჩნია, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები მნიშვნელოვან, ან ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ გადახდების დაჩქარებაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

იმავდროულად, 50%-ზე მეტს მიაჩნია, რომ გამყიდველების უმეტესობა აღიარებს  კრიპტოვალუტურ გადახდებს ერთიდან სამ წლამდე ვადაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრილიონობით დოლარი კვლავ მოძრაობს მთელ მსოფლიოში მოძველებული და ძვირადღირებული გადახდის სისტემის მეშვეობით, ახალი კვლევა მეტყველებს, რომ, მართალია, კრიპტოვალუტური გადახდების ტრანზაქციების გლობალური მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა გადახდების მთლიან მოცულობასთან შედარებით, მისი გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ბიზნესი უჭერს მხარს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადახდებს, მისი უფრო ფართო გავრცელება „მხოლოდ დროის საკითხია“. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საკმაოდ ბუნდოვანი რეგულაციებით, რაც გამოკითხულთა 89%-მა ტექნოლოგიის დანერგვის  მთავარ ბარიერად დაასახელა.
წყარო :  ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა გადახდებში : ფულის მოძროაბის მეთოდის ტრანსფორმაცია»

წყარო : ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა გადახდებში : ფულის მოძროაბის მეთოდის ტრანსფორმაცია»

„მეორე ყველაზე ხშირად ნახსენები პრობლემა - ინდუსტრიის შეზღუდული აღიარება - შესაძლოა მარეგულირებელი ორგანოების შეშფოთების შედეგი იყოს. Deloitte-ის მიერ საცალო ინდუსტრიის მაღალი რგოლის ხელმძღვანელებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამყიდველები ზოგადად თანხმდებიან, რომ ციფრული ვალუტების მიღება კონკურენტულ უპირატესობას იძლევა (87%), მაგრამ 50%-ზე მეტი თვლის, რომ საჭიროა რეგულაცია, ”ციფრული აქტივების მართვის ნაციონალური სახელამღვანელო, ციფრული ვალუტების გამოყენებისას დაბეგვრაში მეტი სიცხადე  და საბანკო ანგარიშზე ციფრული ვალუტების შენახვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბევრი რესპონდენტი შეშფოთებულია გარემოზე ინდუსტრიის ზემოქმედებით. მათგან 98%-მა აღიარა გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ბლოკჩეინის გამოყენებასთან არის დაკავშირებული, რაც მათ მნიშვნელოვნად ან ნაწილობრივ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

მიუხედავად ამისა, რესპონდენტებს ესმით განსხვავება proof-of-work-ის და proof-of-stake-ის კონცეფციებს შორის, რასაც ავტორები იმედისმომცემს უწოდებენ.

„გადახდის სისტემების ლიდერების მიერ კრიპტოვალუტების გააზრებული გამოყენება შეიძლება საბოლოო ჯამში დაეყრდნოს ციფრულ აქტივებს უფრო მდგრადი საბაზისო ტექნოლოგიით. მაგალითად, დეცენტრალიზებული აქტივები დაფუძნებულია ტრანზაქციის გადამოწმების მეთოდებზე, რომლებიც  მცირე რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ“, - აღნიშნავენ ისინი.

და ბოლოს, ისინი ყურადღებას აქცევენ  ბლოკჩეინის და კრიპტოტექნოლოგიების დანერგვას  ტრადიციულ დარგებში ქაღალდის საბუთბრუნვით, როგორიცაა მაგ. უძრავი ქონების ბაზარი. შედეგად, სულ უფრო მეტი სახლი იყიდება NFT-ს სახით. ეს შექმნის „სამყაროს, სადაც უძრავი ქონების ტრანზაქციები არ საჭიროებს ხელით ანდერრაიტინგს, შეფასებას, საკუთრების უფლებების და დოკუმენტაციის ძიებას, ხოლო სახლის ყიდვის, გაყიდვისა და დაქირავების პროცესი უფრო ეფექტიანი და რენტაბელური  გახდება“.

ცოტა ხნის წინ GNcrypto წერდა,  თუ რატომ ემტერება კრიპტოვალუტებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC).