Asprey და Bugatti ლუქსის კლასის NFT-ს უშვებენ Bitcoin-ის ქსელში

ფოტო - Asprey და Bugatti ლუქსის კლასის NFT-ს უშვებენ Bitcoin-ის ქსელში
Asprey Bugatti Egg Collection Royale Edition – ლეგენდების კოლაბორაცია, რომელიც ფუფუნების მოყვარულთა ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. გენერაციული Bitcoin NFT-ს და კვერცხის ფორმის მქონე ძვირფასი ნივთების გამოშვება ლონდონში, Asprey Studio Gallery-ის გახსნას მიეძღვნა.
ექსკლუზიური ფიზიკური და ციფრული ფუფუნების საგნების ეს ლიმიტირებული  კოლექცია განასახიერებს ორი აღიარებული ლუქსის კლასის  ბრენდის მემკვიდრეობასა და ოსტატობას. თანამშრომლობა, რომელიც 2022 წელს დაიწყო, შთაგონებული იყო კარლო ბუგატის, კომპანია Bugatti-ის დამფუძნებლის ეტორე ბუგატის მამის სიტყვებით:
ბუნების სრულყოფილი ფორმა - ეს არის კვერცხი
წყარო: aspreybugatti.com

წყარო: aspreybugatti.com

უნაკლო სიმარტივე

Asprey Bugatti Egg Collection Royale Edition ნივთები იქმნება ინოვაციური ექსკლუზიური მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. Bitcoin-ის ქსელის შესაძლებლობების წყალობით ხელოვნების ნიმუშები კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი იქნება განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში.

რატომ მაინც და მაინც კვერცხი? ძვირფასი საგნების ეს ფორმა არ არის მხოლოდ კარლო ბუგატის ციტატაზე მითითება. მას ასევე ბევრი რამ აქვს საერთო Bugatti-ის რადიატორის საფირმო ცხაურას ფორმასთან, რომელიც ცხენის ნალს წააგავს.

კოლექციაში შედის 111 კვერცხი, რომელთა სიმაღლე 16,5 სმ, ხოლო სიგანე - 12,5 სმ-ია.  საყრდენის ზომებია 12x11,5 სმ. კვერცხები 1-დან 100 ნომრამდე დამზადებულია ძვირფასი ლითონებისა და ნახშირბადისგან, ზოგიერთ ნაკეთობაში გამოყენებულია მრავალფეროვანი ბრილიანტები. ასეთი ფუფუნების საგნების ღირებულება 20-დან 50 ათას დოლარამდე მერყეობს. დარჩენილ 11 კვერცხში მყიდველებს 200 000 დოლარის ან მეტის გადახდა მოუწევთ. ეს კვერცხები ბრილიანტებითა და საიმპერატორო ნეფრიტით არის მორთული.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ფუფუნების ფიზიკური საგნები

ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ძვირფასი საკოლექციო კვერცხები შექმნილია Asprey Studio-ს იუველირების მიერ და შტამპდასმულია ლონდონის სასინჯი პალატის მიერ. მათ აქვთ ელეგანტური საყრდენი, რომელშიც ჩანს მოდერნის ეპოქის გავლენა და იდეალურად გათვლილი პროპორციები.

თითოეული ფუფუნების საგანი ჩასმულია ცხაურიან  გარსში, რომელსაც რომბის ფორმის ორნამენტი აქვს  და სტერლინგური ვერცხლისგან არის დამზადებული. პროდუქტის ზედაპირი გაფორმებულია რემბრანდტ ბუგატის სკულპტურის, "მოცეკვავე სპილოს" ელემენტებით. ისინი შექმნილია ოსტატების მიერ სკულპტურის 3D სკანირებულ ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც Bugatti Type 41 Royale-ის კაპოტს ამშვენებს.

კვერცხის უნიკალური თავისებურებაა ალმასის კარი, რომელიც მარჯვნივ იღება. მის უკან იხსნება სივრცე ბუგატის ოჯახისთვის სიმბოლური სენ-ჟანის ციხესიმაგრით, და Bugatti Type 41 Royale-ის სტილიზებული ვერცხლის სკულპტურით.

ფიზიკური ნამუშევრები ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფერში – კლასიკური პასტელიდან დაწყებული, გამომწვევი შავი კარბონით დამათავრებული.

NFT-კვერცხები

Asprey Bugatti Egg Collection Royal Edition  ციფრული ელემენტები არის Bitcoin-ის ბლოკჩეინში არსებული გენერაციული NFT-ები,  რომელიც Web3-კომპანია Metagood-თან თანამშრომლობით არის შექმნილი. ყოველკვირეულად, დინამიური გამოსახულება იძენს ახალ ფორმას და საბოლოოდ უბრუნდება ფიზიკური ძვირფასი კვერცხის რეალურ ფორმას.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

თითოეული NFT წარმოდგენილია კომპლექტში ფიზიკურ ნაკეთობასთან. მინთინგი, სავარაუდოდ, 4 მაისისთვის არის დაგეგმილი. თეთრ სიაში პრიორიტეტით Asprey Studio Club NFT-ის წევრები ისარგებლებენ. 
ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ Asprey Bugatti Egg Collection-ს, რომელიც არა მხოლოდ საზღვრებს აფართოვებს წარმოების დონეზე, არამედ არის გენერაციული ხელოვნება, რომელიც კოდირებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და ბიტკოინის ექსპერტის, Metagood-ის მიერ, რეალური სკულპტურის კვერცხის ფორმის განტოლების და Bitcoin NFT-ის გამოყენებით, რაც ხელოვნებაში თვითგამოხატვის ახალი ფორმაა. NFT და სკულპტურა ამ განტოლებით არის დაკავშირებული
- ამბობს მხატვარი და Asprey Studio-ს CCO ალი უოკერი.
ეს არ არის პირველი ციფრული თანამშრომლობა Asprey-სა და Bugatti-სთვის. 2022 წლის მარტში პარტნიორებმა გამოუშვეს Asprey Bugatti La Voiture Noire NFT კოლექცია, რომელიც დაკავშირებულია ლეგენდარული Type 57 SC Atlantic მანქანების ფიზიკურ სკულპტურებთან. სტატიის წერის მომენტში ამ ციფრული ნამუშევრების ფასი იწყება 5.13 ETH-დან, ხოლო კოლექციის  საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 817 ETH-ს შეადგენს.