ბლოკჩეინ TRON-ზე ახალი სტეიბლკოინი გამოჩნდება

ფოტო - ბლოკჩეინ TRON-ზე ახალი სტეიბლკოინი გამოჩნდება
ბლოკჩეინი TRON მზად არის, კიდევ ერთი მობინადრე მიიღოს. ჩვეული Tronix-ისა (TRX) და Tron Power-ის (TP) გარდა, ქსელის მომხმარებლები მალე ახალი სტეიბლკოინის TCNH-ის გამოყენებას შეძლებენ.
TrueUSD-ის დეველოპერების გუნდმა, რომელმაც TUSD (აშშ დოლარზე მიბმული ტოკენი Ethereum-ის ქსელში) გამოუშვა, ბლოკჩეინზე Tron ახალი სტეიბლკოინის TCNH-ის გამოშვების შესახებ განაცხადა. 

უკვე ცნობილია, რომ TCNH სტეიბლკოინია, რომელიც ოფშორულ ჩინურ იუანზე (CNH) არის მიბმული.

რა არის ოფშორული იუანი და რისთვისაა ის საჭირო?

ფიატური იუანისგან (CNY) განსხვავებით, რომელიც  სახელმწიფოს შიგნით გამოიყენება და ერთადერთი ეროვნული ვალუტაა, ოფშორული იუანი (CNH) მის საზღვრებს გარეთ, ძირითადად ჰონგ-კონგშია მიმოქცევაში, რომელიც ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონი და ამასთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონაა.

ჰონგ-კონგის ავტონომიად 1997 წელს აღიარეს, როდესაც სიანგანი  (ასე ჟღერს დასახელება ჩინურად) ქვეყნის შემადგენლობაში  დაბრუნდა. ჩინეთმა ვალდებულება აიღო, რომ 50 წლის განმავლობაში ყოფილ ბრიტანულ კოლონიას საკუთარ ეკონომიკურ და საგადასახადო კანონებს არ დაუწესებდა და მხოლოდ მის პოლიტიკასა და თავდაცვის შესაძლებლობებს გააკონტროლებდა.

ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ჰონგ-კონგი საერთაშორისო ბიზნესის უზარმაზარ ცენტრად იქცა, ოფშორული ეროვნული ვალუტის გაჩენა წყვეტს პრობლემას, თუ როგორ გადაიხადოთ იუანში ჩინეთის ფარგლებს გარეთ, კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.

CNH უცხოურ კონტრაგენტებთან ორმხრივი ანგარიშსწორების ვალუტა არის და ფორმალურად CNY-თან 1:1 ივაჭრება. სინამდვილეში, ონშორულ და ოფშორულ იუანს განსხვავებული კურსი აქვს. ეს CNH-ის მუდმივ უმნიშვნელო დევალვაციას უკავშირდება.

ჩინეთის ცენტრალური ბანკი, პერიოდულად, ოფშორულ იუანს ყიდულობს და ამით ამ განსხვავებას მუდმივად ებრძვის.

რა არის TCNH და რა იქნება მისი ღირებულება?

ჩინური CBDC-ის ამოქმედების შემდეგ, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა ოფშორული იუანის ციფრული ვერსიის აუცილებლობის შესახებ. მხოლოდ ქვეყნის მაცხოვრებლებს აქვთ უფლება, იყიდონ და გადაიხადონ ციფრული იუანით (e-CNY). ამ მიზნით პლატფორმაზე WeChat სპეციალური აპლიკაციები შეიქმნა, თუმცა მათში რეგისტრაციისთვის საჭიროა ავტორიზაცია მოქალაქეობის დადასტურებით.

რა უნდა ქნას უცხოურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, რომლებიც ბიზნესს ჩინეთსა და ჰონგ-კონგში აწარმოებენ და ოფშორულ იუანს იყენებენ?

სწორედ ამ კატეგორიის ბიზნესისთვის ამოქმედდა სტეიბლკოინი, რომელიც CNH-ზეა მიბმული.

თითქმის 100%-იანი დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტოკენის მიერ კოტირების 1:1-ზე შენარჩუნება და CNH-ის რეზერვით დადასტურება ჩინეთის მთავრობის ინტერესებში შევა, ვინაიდან ახალი სტეიბლკოინი ოფშორული იუანის ციფრული ვერსიის როლში იქნება წარმოდგენილი და ჩინურ და უცხოურ კომპანიებს შორის ბლოკჩეინზე ანგარიშსწორებისთვის გამოყენებული. 

TrueUSD-ს მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა, ანაბელ განმა განაცხადა:
ჩვენ ვხედავთ, რომ ფინანსური ბაზრები, როგორიცაა ჰონგ-კონგი, ისწრაფვის, ციფრული ვალუტების გლობალური ცენტრი გახდეს. ⟨…⟩ ჩვენ ვთვლით, რომ TCNH კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურაში ჩვენს წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს და სანდო და დეცენტრალიზებული გლობალური გადახდის ქსელის შესაქმნელად ჩვენს ძალისხმევაში თავის წვლილს შეიტანს
ამ პროექტის იდეოლოგი და ინსპირატორი ჯასტინ სანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან TRON Foundation-ის გენერალური  დირექტორის პოსტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ოფიციალურად დატოვა, ეს პლატფორმის სტრატეგიული პოტენციალის განვითარებაში მას ხელს არ უშლის. 

ასე, რომ ახალი სტეიბლკოინი ისეთ კომპანიებს დააინტერესებს, როგორებიცაა Alibaba, Baidu, Huawei, WeChat Pay.

მაგრამ, ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი ჩვეულებრივი ტრეიდერებისთვის. ამ შემთხვევაში გადახდები TCNH-ის გამოყენებით, სავარაუდოდ, ინსტიტუციურ დონეზე  განხორციელდება.