AirBit Club-ის დამფუძნებლებმა და პრომოუტერებმა თაღლითობა აღიარეს

ფოტო - AirBit Club-ის დამფუძნებლებმა და პრომოუტერებმა თაღლითობა აღიარეს
იმ კომპანიის ექვსმა თანამშრომელმა, რომელიც გლობალური მრავალმილიონიანი კრიპტოსავალუტო პირამიდა აღმოჩნდა, დანაშაული აღიარეს. ამის შესახებ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ განაცხადა.
AirBit Club არის კომპანია, რომელიც პაბლო რენატო როდრიგესისა და გუტემბერგ დოს სანტოსის მიერ 2015 წელს დაარსდა. მის სპეციალიზაციას მაინინგი და კრიპტოვაჭრობა წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, ასე აღწერდნენ თავიანთ პროექტს თანადამფუძნებლები და უფროსი პრომოუტერები - სესილია მილანი, კარინა ჩაირეზი და ჯეკი აგილარი.

ასევე, თაღლითებთან ადვოკატი სკოტ ჰიუზიც თანამშრომლობდა. ადრე ის წარმოადგენდა როდრიგესს და დოს სანტოსს SEC-ის გამოძიებაში Vizinova საინვესტიციო სქემასთან დაკავშირებით. ჰიუზი AirBit Club-ს სქემის რეალიზებაში ეხმარებოდა და ქსელიდან კლუბისა და Vizinova-ს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის წაშლაში მონაწილეობდა.

როგორ მუშაობდა AirBit Club

მრავალდონიანი მარკეტინგული კრიპტოკლუბი AirBit Club არის კოორდინირებული საერთაშორისო სქემა. დაზარალებული ინვესტორები ყიდულობდნენ კლუბის სხვადასხვა დონის წევრობას, რათა მიეღოთ გარანტირებული ყოველდღიური პასიური შემოსავალი. კლუბის წევრებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მათი მოგების წყარო მაინინგი და კრიპტოვალუტებით ვაჭრობა იქნებოდა.

ექვსივე ბრალდებული აქტიურად ეწეოდა AirBit Club-ის პოპულარიზაციას არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში. ისინი მართავდნენ ფართომასშტაბიან პრეზენტაციებს და გამოფენებს, რომლებზეც ახდენდნენ წევრობის პერსპექტივების დემონსტრირებას და არწმუნებდნენ დამსწრეებს პროექტში ინვესტიციები ჩაედოთ.  

მსხვერპლებს, რომლებმაც გადარიცხეს თანხები და გახდნენ კლუბის წევრები, თაღლითებმა ონლაინ პორტალზე წვდომა მისცეს. საიტზე „აისებოდა“ ბიტკოინების მაინინგისა და ვაჭრობის შედეგად თანხების დაგროვების პროცესი, მაგრამ რეალურად AirBit Club ამ საქმიანობით არასოდეს ყოფილა დაკავებული.

ინვესტორებისთვის საგანგაშო სიგნალად იქცა თანხების გატანასთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც წესი, ისინი თავიანთ მოგებას ვერ იღებდნენ. ინვესტორებს, რომლებსაც უფრო გაუმართლათ,  ფული გამოჰქონდათ, მაგრამ ამავე დროს აწყდებოდნენ შეფერხებებსა და ფარულ საკომისიო გადასახადებს, რომელთა ოდენობა აღწევდა მოთხოვნილი თანხის 50%-ს ან მეტს .

AirBit Club-ის თანამშრომლები  მსხვერპლებს სთავაზობდნენ სქემა „ახალი სისხლით შეევსოთ “ და სახსრების მიღებას დალოდებოდნენ. 2020 წელს, ზოგიერთი ინვესტორი უფრო აშკარა თაღლითობას გადაეყარა. მათი სააღრიცხვო ჩანაწერები  დაიხურა, ხოლო ინვესტიციები Covid-19-ით გამოწვეული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სამუდამოდ დაიკარგა „ფინანსური სტაბილურობის რეზერვის შესრულებასთან“ დაკავშირებით.

თაღლითები ცდილობდნენ თავიანთი სქემა მარეგულირებლებისა და სამართალდამცავებისგან რამდენიმე გზით დაემალათ:

  • კლუბის საწევრო შენატანის გადახდის მიღება  ნაღდი ანგარიშსწორებით ან გარე კრიპტოვალუტური ბროკერების მეშვეობით ხდებოდა;
  • ფულის გათეთრება ხდებოდა მესამე პირების და ორგანიზაციების აშშ-სა და უცხოური საბანკო ანგარიშების მეშვეობით, Hughes-ის იურიდიული  პრაქტიკის სატრასტო ანგარიშის ჩათვლით.
  • AirBit Club-ის ორგანიზატორებმა და პრომოუტერებმა უკანონოდ მითვისებული ფული საკლუბო ღონისძიებებისა და მდიდრული ცხოვრების ატრიბუტების - სამკაულების, მანქანებისა და ელიტური უძრავი ქონების დასაფინანსებლად გამოიყენეს.

რა ელის თაღლითებს

AirBit Club-ის სქემის ექვსმა მონაწილემ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით შეთქმულებასა, ფულის გათეთრებასა და საბანკო თაღლითობაში თავი დამნაშავედ სცნეს. ბრალდებულებს განაჩენს 2023 წლის ზაფხულში გამოუტანენ.  20 წლამდე ან მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთის გარდა, თაღლითები დაახლოებით 100 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავალს კარგავენ.
ინვესტორების სახელით კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ან მაინინგის ნაცვლად, ბრალდებულებმა შექმნეს პონცის სქემა და მსხვერპლთა ფული ჩაიჯიბეს. განცხადებები დანაშაულის აღიარების თაობაზე მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ჩვენ ვდევნით ყველას, ვინც ცდილობს თაღლითობის ჩასადენად კრიპტოვალუტის გამოყენებას
, - განაცხადა აშშ-ის პროკურორმა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში დემიან უილიამსმა, რომელიც კრიპტოინდუსტრიაში დანაშაულთან ბრძოლას განაგრძობს.