რა არის ბლოკჩეინი IoTeX (IOTX)

ფოტო - რა არის ბლოკჩეინი IoTeX (IOTX)
IoTeX არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ნივთების ინტერნეტის (IoT) მხარდასაჭერად არის შექმნილი. პლატფორმა ითავსებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და კონფიდენციალურ გამოთვლებს. ის განკუთვნილია IoT მოწყობილობებს შორის მონაცემთა უსაფრთხოდ გაცვლისთვის.

პროექტ IoTeX-ის დამფუძნებლები

პროექტი ღია საწყისი კოდით 2017 წელს აამოქმედა გუნდმა, რომელშიც ბლოკჩეინის გამოცდილი დეველოპერები და მკვლევარები შედიან.

თანადამფუძნებლებს აკადემიურ გარემოში დიდი წონა და ბლოკჩეინ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 

1. რაულენ ჩაი (Raullen Chai) - IoTeX-ის გენერალური დირექტორი, აქვს დოქტორის ხარისხი კრიპტოგრაფიაში და 10 წელზე მეტი კვლევითი გამოცდილება განაწილებული რეესტრის უსაფრთხოების სფეროში. იყო Uber-ის კრიპტოშემუშავების განყოფილების ხელმძღვანელი.
2. ცზინ სუნი (Jing Sun) - IoTeX-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი, აქვს მაგისტრის ხარისხი რადიოელექტროტექნიკაში. ნამუშევარი აქვს IoT-ის რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე, მათ შორის MachineFi Lab-ზე.
3. ქევან გო (Qevan Guo) - ტექნიკური დირექტორი, ასევე Hyperconnect Lab-ის თანადამფუძნებელი. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა Facebook-ის შემუშავების ინჟინრად.
4. სინსინ ფანი (Xinxin Fan) - IoTeX-ის უფროსი ინჟინერი, კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი. აქვს განაწილებულ რეესტრებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, გამოაქვეყნა  რამდენიმე სამეცნიერო სტატია ამ თემაზე. სინსინმა შეიმუშავა კონსენსუსის მექანიზმი Roll-DPoS, რომელსაც ბლოკჩეინი IoTeX იყენებს.

დამფუძნებელთა გუნდი არა მხოლოდ პროექტის ძირითადი  ინვესტორია, არამედ აქტიურად არის ჩართული პლატფორმის განვითარებაში მისი დაარსების დღიდან. მათ გარდა, პროექტის განვითარებაზე კიდევ 40-მდე ადამიანი მუშაობს.

პლატფორმა IoTeX-ის თავისებურებები

IoTeX-ის ქსელი დაფუძნებულია საკუთრების წილის დელეგირებული მტკიცებულების (Roll-DPoS) რანდომიზებულ კონსენსუსის ეგზოტიკურ ალგორითმზე, რომელიც ინფორმაციის უსწრაფეს  დამუშავებასა და ტრანზაქციის დაბალ საკომისიოს უზრუნველყოფს. 

ასევე პროტოკოლს აქვს რამდენიმე უნიკალური თვისება:

  • მეორადი ჯაჭვების არქიტექტურა, რომელიც კონფიდენციალური ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა;
  • ბლოკჩეინის სხვა ქსელებთან დაკავშირების შესაძლებლობა IoT მოწყობილობების ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად;
  • EVM-თავსებადობა (Ethereum);
  • დეცენტრალიზებული ხიდი ioTube სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის აქტივების გაცვლისთვის;
  • რგოლური ხელმოწერები და ერთჯერადი კოდი, რომელიც მიმღების მისამართს მალავს;
  • საკუთარი საფულე  ioPay.

ქსელის შრომისუნარიანობას მხარს უჭერს ნატიური IOTX ტოკენი.

კრიპტოვალუტა IOTX

IOTX არის ბლოკჩეინ IoTeX-ის შიდა კრიპტოვალუტა. ის მიმოქცევაში 2018 წელს, ICO-ს დროს გაეშვა, როდესაც გუნდი  პროექტის პირველ მონაწილეებს მონეტებს ETH-ის სანაცვლოდ სთავაზობდა.

IOTX ტოკენი IoTeX-ის ქსელში  გამოიყენება რამდენიმე მიზნით:

1. ტრანზაქციების გადახდა. IOTX გამოიყენება როგორც საკომისიო, რომელიც ტრანზაქციების დამუშავებისა და გადამოწმებისთვის არის დადგენილი.
2. სტეიკინგი. IOTX-ის დაბლოკვა შესაძლებელია ლიკვიდობის პულში, ქსელის კონსენსუსის მექანიზმში მონაწილეობისთვის და ჯილდოების მისაღებად.
3. კენჭისყრა. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ქსელის მომსახურებაზე პასუხისმგებელი ვალიდატორებისთვის ხმის მისაცემად.
4. ქსელის მართვა. IOTX-ის მფლობელებს შეუძლიათ მისცენ ხმა წინადადებებს ქსელის პროტოკოლისა და მართვის სტრუქტურის შესაცვლელად.

IOTX-ის ჯამური მიწოდება შეზღუდულია და 10 000 000 000-ს შეადგენს. მიმოქცევაშია ყველა ემიტირებული მონეტის დაახლოებით 95%.

ისტორიული მაქსიმუმი 2021 წლის 14 ნოემბერს, $0.22-ის დონეზე დაფიქსირდა. 

მონეტა IOTX პოპულარული კრიპტოვალუტების ჯგუფს არ მიეკუთვნება. მისი ბაზრის წილი მხოლოდ 0,02%-ს შეადგენს, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა კი დიდი ხანია $10 მილიონის ზღვარს არ სცილდება.

მაგრამ, პროექტთან ჩამოყალიბდა სტაბილური საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია პლატფორმის მომავლით. მომხმარებლების თქმით, IoTeX თავისი პოტენციალის დემონსტრირებას შეძლებს, როდესაც ნივთების ინტერნეტი გლობალურ დონეზე გავა და ცალკეული შინამეურნეობებითა და მცირე კომერციული სტრუქტურებით აღარ შემოიფარგლება.