Algorand — პერსპექტიული ბლოკჩეინი თუ წარუმატებელი პროექტი?

icon ALGO
icon ETH
ფოტო - Algorand — პერსპექტიული ბლოკჩეინი თუ წარუმატებელი პროექტი?
"Ethereum-ის მკვლელის" ტიტულს ბევრ ბლოკჩეინს მიაწერენ, მაგრამ არცერთ მათგანს ჯერ არ მიუღწევია ასეთი წარმატებისა და პოპულარობისთვის. ეს ასევე ეხება ბლოკჩეინ Algorand-ს, თუმცა მას აქვს საკმაოდ ძლიერი ფუნდამენტალი, რომელსაც მომავალში ჯერ კიდევ შეუძლია გარკვეული როლის შესრულება.

რა არის Algorand?

Algorand-ი 2017 წელს  მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორმა სილვიო მიკალიმ დააარსა. პროექტმა მოიზიდა $66 მილიონი სხვადასხვა ვენჩურული ფონდიდან და კიდევ 60 მილიონი აშშ დოლარი CoinList-ის პლატფორმაზე ICO-ს მეშვეობით.  ეს ICO 2019 წლის ივნისში ჩატარდა, Algorand-ის ძირითადი ქსელის გაშვების პარალელურად.

Algorand არის პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც სმარტ-კონტრაქტების და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის საშუალებას იძლევა. ის იყენებს განსაკუთრებულ Pure Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმს. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ბლოკების შექმნისას ვალიდატორი შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა ALGO მონეტის სტეიკერებს შორის. თუმცა, ჯილდო თითოეული ბლოკისთვის ნაწილდება ყველა მონეტის ჰოლდერზე, მიუხედავად იმისა, უშუალოდ მონაწილეობდნენ თუ არა ისინი ვალიდაციაში. ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს ქსელს დაამუშავოს თითქმის 6000 ტრანზაქცია წამში, დეცენტრალიზაციის საკმაოდ მაღალი დონის შენარჩუნებით.

Algorand ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ბლოკჩეინი ტრანზაქციისთვის, რადგანაც ქსელში გაზის ღირებულება, როგორც წესი, ერთ ცენტზე ნაკლებია.

რა არის ALGO?

ALGO არის Algorand ბლოკჩეინის ნატიური მონეტა, რომელიც გამოიყენება სტეიკინგის, მართვისა და ტრანზაქციის საკომისიოს გადახდისთვის.

სტეიკინგისთვის ჯილდოების მისაღებად რომელიმე დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე  ALGO-ს გაგზავნა საჭირო არ არის. საკმარისია მონეტების შენახვა ოფიციალურ Pure საფულეზე დაბლოკვის პერიოდის გარეშე. წლიური განაკვეთი დაახლოებით 6%-ია.

თუ თქვენ ხართ ამ კრიპტოვალუტის ჰოლდერი, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც პროექტის მართვის მონაწილე და მიიღოთ დამატებითი ჯილდო კენჭისყრაში მონაწილეობისთვის.

ALGO-ს ემისია 10 მილიარდი მონეტით შემოიფარგლება, ამჟამად მიმოქცევაშია მაქსიმალური მიწოდების  თითქმის 72%.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს კრიპტოვალუტა ბევრ ცენტრალიზებულ ბირჟაზე, მათ შორის WhiteBIT-ზე, Coinbase-ზე, OKX-ზე, Binance-ზე, KuCoin-ზე, Bybit-ზე და სხვაზე.

პროექტ Algorand -ის პრობლემები და პერსპექტივები

წინა ბულრანზე, ALGO-მ არ აჩვენა ისეთი გიჟური ზრდა, როგორიც  SOL-მა, MATIC-მა ან AVAX-მა. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო  მონეტების არასწორი განაწილება, რომელიც 2024 წლიდან უფრო მდოვრე იქნება.

Algorand-ის ბლოკჩეინი შეიძლება ჩაითვალოს საიმედოდ, რადგანაც მისი არსებობის პერიოდში არ ყოფილა გახმაურებული კიბერშეტევები ან ძლიერი გადატვირთულობა. შესაძლოა ამის მიზეზი არა იმდენად  ტექნოლოგიური თავისებურებები, არამედ ისიც, რომ ბლოკჩეინი არც თუ ისე პოპულარულია.

სინამდვილეში, ეს არის Algorand-ის მთავარი მინუსი. მისი ეკოსისტემა არ არის საკმარისად ფართო და არ მოიცავს არცერთ ცნობილ პროექტს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდი უფრო მეტად არის ორიენტირებული ინსტიტუციებთან მუშაობაზე და ყურადღებას არ აქცევს ჩვეულებრივ მომხმარებლებს. ამაზე მეტყველებს იტალიის საბანკო და სადაზღვევო სისტემებთან თანამშრომლობა, რაზეც ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოცხადდა.

მიუხედავად ამისა, პროექტის გუნდმა მაინც დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმიჯის გასაუმჯობესებლად და პოპულარიზაციისთვის. გასულ წელს Algorand-მა გამოაცხადა პარტნიორობა FIFA-სთან, რომელსაც  მომავალში დადებითი როლის შესრულება შეუძლია.