ინტერვიუ დიმიტრი ბუდორინთან | Hacken
ჩვენ შევხვდით HACKEN -ის გენერალურ დირექტორს Web Summit 2022-ზე და განვიხილეთ კრიპტო ჰაკების სილამაზე, კრიპტოვალუტებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე, PoS-გან ორგაზმის შესაძლებლობაზე და ბევრ სხვაზე.
როგორ დაახასიათებდით HACKEN-ს იმისთვის, ვინც ჯერ არ იცის თქვენი კომპანიის შესახებ?
Web3 უსაფრთხოების ვერტიკალურად ინტეგრირებადი ორგანიზაცია. ეს მოიცავს პროდუქტებსაც და კონსულტაციებსაც, აუდიტსაც, თუნდაც Web3-კიბერუსაფრთხოების მხრივ სხვა სტარტაპების დახმარება. წამოწყება, ინვესტიციების მოძიება. ვმუშაობთ ამ ყველაფერზე.
როდესაც დაიწყეთ კრიპტო სექტორში შესვლა, რამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად? რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს გზა?
თავისუფალი ფული, ანუ permissionless - ვერავინ შეგიშლით ხელს ვინმეს ფულის გადარიცხვაში. ეს არის ფინანსური სისტემის განვითარების ახალი დონე. და მომინდა მთელ ამ ამბავში უკანმოუხედავად ჩავფლულიყავი. ასე ვთქვათ, ფინანსურ რევოლუციას შევხებოდი.
რას შეიტანდით "ეკონომიკური თავისუფლების" ცნებაში?
ისე, თუ შეადარებთ ეკონომიკურ თავისუფლებას საბაზისო, უპირობო შემოსავალს (ანუ, როცა რაღაცას იღებთ არაფრისთვის), მაშინ, ალბათ, ვხედავ, რომ შეიქმნება უფრო დიდი DAO, რომლებიც აშენდება „public goods“ შესაქმნელად და მიიღებენ საბაზისო შემოსავალს ამ DAO-ში აქტიურობისთვის. ხალხი დაკავდება იმით, რაც მოეწონება და ამაში ფულს მიიღებს. ეს მათთვის საკმარისი იქნება და თუ მათ განვითარება სურთ, მაშინ მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. განვითარებისთვის ბევრი შესაძლებლობა იქნება.
ახლა ბევრი კრიპტო კომპანია იწყებს თანამშრომლობას სახელმწიფოებთან. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს კრიპტას იდეოლოგიას?
უბრალოდ უნდა გავყოთ: არსებობს კრიპტობირჟის ფორმატის კრიპტა და არსებობს სრულფასოვანი Web3 ფორმატის კრიპტა. კრიპტობირჟები, ძირითადად, ერთგვარი აზარტული თამაშების გარსი. ეს არის აზარტული თამაშები, რომლებიც შეფუთულია კრიპტის ლამაზ გარსში, რადგან ბირჟები ცენტრალიზებულია და ისინი ინახავენ თქვენს „გასაღებებს“. გასაღებები შენ არ გეკუთვნის, ისინი საფონდო ბირჟას ეკუთვნის. საფონდო ბირჟები სინამდვილეში „ნეო ბანკები“ არიან. ამიტომ ეს ნორმალურია. საფონდო ბირჟები mass adoption-ის მამოძრავებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ გადადის კრიპტო ბირჟიდან ნამდვილ Web3-ის ბაზარზე. თუმცა ვიღაც მაინც გადადის. ნამდვილი Web3 - თქვენი გასაღებია, თქვენი უსაფრთხოება, თქვენ ურთიერთქმედებთ სხვადასხვა პროექტებთან ვებ-საფულეებით და არავის გადასცემთ თქვენს გასაღებს.
როგორ ფიქრობთ, სად გლობალურად მიგვიყვანს მომავალში Web3 და blockchain?
ჩემი აზრით, გლობალურად, ეს არის კორესპონდენტული ანგარიშებიდან და ფინანსური სისტემის ამჟამინდელი მოწყობიდან გადასვლა. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც ეს ტექნოლოგია გაქრება და ფინანსური სისტემის საფუძველი გახდება ბლოკჩეინის ტექნოლოგია. კონკრეტულად რომელი - ჯერ კიდევ გაურკვეველია. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ქალაქებს ჰქონდეთ საკუთარი მონეტები, ჰქონდეთ ქალაქის მონეტა. ის უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფლად კონვერტირებადი. და ეს უნდა იყოს პროექტი, რომელიც ეხება როგორც გადასახადების აკრეფას, ასევე შიდა გადასახადებს. მგონია, რომ ეს საკმაოდ რეალისტური ამბავია და მინდა ეს ვნახო.
რას ფიქრობთ Proof-of Work-დან на Proof-of-State-ზე ბოლოდროინდელ გადასვლაზე?
ეს ნამდვილი ფანტასტიკაა. ორგაზმი მივიღე!
მაშინ, თქვენ რომ მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება, მთელი ცხოვრებით უარი თქვათ სექსზე ან კრიპტოვალუტაზე, - რაზე იტყოდით უარს და რატომ?
რას ამბობ, უბრალოდ მაშინვე თავს მოვიკლავდი და ეგაა!
მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მაინც მოგვიწევს?
არა, არა, თავს არ მოვიკლავდი! ჰა ჰა, ბოდიში, ორივეს გარეშე ცხოვრება შეუძლებელია!
რა წესებს იცავთ როგორც სამსახურში, ასევე ცხოვრებაში?
თუ ისე მოხდა, რომ ბიზნესის კომბინაცია არის win-lose, სადაც მე ვარ win, ხოლო პარტნიორია lose და ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით, მაშინ მე, პრინციპში, თითქმის ყოველთვის ვასწორებ, რომ ის win-win იყოს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავს ვურთულებ საქმეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის, ვისთანაც ვმუშაობ, ასევე გრძნობდეს სამართლიანობას.ეს არის აქ მთავარი.
ხშირად ხედავთ მსგავს დამოკიდებულებას პარტნიორებისგან ან სხვა კომპანიებისგან?
მათთან, ვისთანაც არაერთჯერადა ვმუშაობ, დიახ! თუ ვხედავ, რომ ვიღაც საბნის თავისკენ გადაქაჩვას ცდილობს, მათთან უბრალოდ არ ვმუშაობ. ეს პოზიცია ეღტბაშად არ ჩამომიყალიბდა, არამედ ბევრი ასეთი სიტუაციიდან გაომდინარეა, როცა სულ lose- სიტუაციაში ვიყავი, ვიღაც კი win-პოზიციაში იყო. მივხვდი რომ ეს არ მომწონს და არასდროს მინდა, რომ ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობ, იმავეს გრძნობდნენ.
არის პროგნოზი, რომ ეს წელი კრიპტო ინდუსტრიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ჰაკერული შეტევების წელი იქნება.
ჩემი აზრით, უკვე არის! თუ Terra და Luna განიხილება როგორც ჰაკები, მაშინ ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ამაზე მეტი მოხდეს.
როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება მოვლენათა განვითარება ამ მხრივ და როგორ დაიცვათ თავი ამისგან? დაჰაკვა სულ უფრო რთული ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჰაკები მართლაც ძალიან ბევრია. ძირითადი ჰაკები ამჟამად არ მოდის Web2-ის დაუცველობიდან. ადამიანებმა არ იციან როგორ შეინახონ და მართონ თავისი უზარმაზარი სმარტ-კონტრაქტების კერძო გასაღებები. ინდუსტრიის შიგნით უფრო მეტი ზეწოლა იქნება პროექტებზე, რომ მათ გარკვეული სერტიფიცირებები ჩაატარონ, თუ როგორ უნდა გახსნან გასაღებები და როგორ უნდა მართონ ისინი. სინამდვილეში ეს ყველაფერი უკვე არის. მაგალითად, , Crypto Consortium. იქ უკვე არსებობს სტანდარტები, the best practice, თუ როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც პროექტს იწყებთ. იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი ხელახლა იგონებს ველოსიპედს, როგორ გაანაწილოს გასაღები ფაუნდერებს შორის და ა.შ. სინამდვილეში კი, სწორედ ეს იწვევს ამხელა ჰაკებს. ხოლო სმარტ-კონტრაქტების თვალსაზრისით,იქნება ორი ტრენდი, ან უფრო ზუსტად კი, ისინი უკვე არსებობს: პირველი - მონიტორინგი, შეტყობინებების incidence response. ეს უკვე შემუშავებულია და პოპულარობას იკრებს. ჩვენც ვმუშაობთ ამაზე. SAS-ები, რომლებიც აკვირდებიან სმარტ-კონტრაქტებს, თუნდაც მემპულის დონეზე, ანუ ბლოკჩეინში ჩასმამდე. და თუ რაღაც საეჭვო ხდება, მათ შეუძლიათ ან შეტყობინება,რომ ადამიანმა იმოქმედოს შესაბამისად, ან ავტომატურად შეაჩერონ პროცესი. და მალე ეს ექნება ყველას. ეს უკვე უშლის ხელს დიდ ჰაკებს. მეორე ტრენდია - სადაზღვევო ბაზარი, უფრო ზუსტად, coverage- პროტოკოლები. ზოგიერთი ფუნდამენტური რამ საბოლოოდ იწყებს შეცვლას იმიტომ, რომ მანამდე coverage protocols-ბი კონკურენციას უწევდნენ სტეიკინგს, ფარმინგს, რადგან ისინი ლიკვიდურობისკენ მიისწრაფოდნენ, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდნენ ისეთ კარგ პროცენტებს, როგორიც „საფარმინგოები“ და სტეიკინგები. თუმცა არსებობს იდეები, თუ როგორ შევცვალოთ ეს.ვფიქრობ, მომავალში ადამიანები უფრო ხშირად დაასტეიკებენ coverage პროტოკოლებში და ამგვარად ხალხი იქნება დაცული დიდი ჰაკებისგან.
ჰაკერულ თავდასხმებში სილამაზეს ხედავთ?
რა თქმა უნდა.
რაში გამოიხატება ეს თქვენთვის? როგორ აღიქვამთ მათ? ყოველ ჯერზე რაღაც ახალია. ეს არის როგორც გამოგონება. თითქოს შეხვიდე სახლში რომელსაც უამრავი ბოქლომი აქვს, არ აქვს კარები და რაღაც ჭუჭრუტანიდან შეძვრე. ამისათვის უნდა შეიკუმშო,დაპატარავდე, ეს რთულია. ზოგჯერ, თუ ეს დამფუძნებლების სულელური შეცდომა არაა, ან თუ არ არის გასაჯაროებული ინფორმაცია, ზოგჯერ ეს ხელოვნების ნიმუშიც კია.
და აი ამის საყვარელი ხელოვნების ნიმუში თუ გაქვთ?
Mango Markets-ის ბოლოდროინდელი ჰაკი. შესანიშნავი ისტორიაა! 110 მილიონის ჰაკი. ფენომენალური ისტორია, თუ როგორ გატეხა (ტექნიკური თვალსაზრისით) და რა გააკეთა ამ ფულით. მან DAO-ში ჩაატარა კენჭისყრა, თითქოს: "ყველა თანახმა ხართ, რომ მე დავაბრუნო ფული, მაგრამ დავიტოვო დიდი ნაწილი და ეს ფული თავისუფალი იქნება ნებისმიერი დევნისგან?" და თავად მისცა ხმა იმ მოპარული ფულით. და ხალხი ამბობს: "კარგი, მას უკვე უმრავლესობა აქვს, ოქეი. და მორჩა, 40 მილიონი, ან რამდენიც წაიღო, მას დარჩა. მშვენივრად მოიფიქრა, განახორციელა და სამართლიანადაც: თითქოს ფულიც დააბრუნა და ბაუნტიც დაიტოვა. ახლა უფრო და უფრო მოდურია. ჰაკერებს ძალიან უჭირთ დიდი თანხების განაღდება, ამიტომ ისინი სულ უფრო ხშირად აბრუნებენ ფულს, მაგრამ იტოვებენ რაღაც ბონუსს, რომელიც თავად განსაზღვრეს ეს. პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ეს ტრენდია, რომელიც არ შეიძლება არ გახარებდეს.
რა გწყინთ ან გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ამ ინდუსტრიაში?
მაღიზიანებს ფეიკი, როდესაც ღრმა ცოდნის არმქონე, რომლებიც ვერ ერკვევიან, იწყებენ ლაპარაკს იმაზე, რაც მათ არ ესმით. ისე, ზოგადად - ყველაფერი სახალისო და მაგარია, ყველაფერი მომწონს.
– რა იყო ყველაზე ბრძნული, რაც აღმოგიჩენიათ ან გსმენიათ, წაგიკითხავთ, გინახავთ? იქნებ გაქვთ რაიმე დევიზი ან აზრი, რომლითაც ხელმძღვანელობთ ან რომელიც გამოძრავებთ?
– ჭკუასუსტობა და სიმამაცე! კი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვს სიმამაცე ჩვენი უკრაინული დევიზის მიხედვით - “be brave” - გადაეშვა უცნობში, იყო ცნობისმოყვარე და არ შეგეშინდეს, თავისთავად არ გეშინოდეს, იმისა, რაც არ იცი. თუმცა სიამოვნებით გაერკვიო ამაში, მცირე ჭკუასუსტობითაც კი. (სიტყვის კარგი მნიშვნელობით).
რომ შეგეძლოთ წარსულში და მომავალში მოგზაურობა თქვენივე პირობებით, სად წახვალთ და რატომ მაინცდამაინც იქ? იქნებ გსურთ შეცვალოთ რაიმე წარსულში ან ნახოთ რა მოხდება მომავალში?
ეს ფილოსოფიური კითხვაა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი 2013, 2010, 2011 წლებში დაბრუნებას.
რატომ იქ?
იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი „მაიდანის“ შემდეგ განვითარებული მოვლენები, ანუ თავიდან ავიცილოთ ყირიმი, დონბასი...
თქვენ რომ შეგეძლოთ წესების შექმნა მთელი მსოფლიოსთვის, როგორი იქნებოდა ეს წესები? ერთი წესი მსოფლიოსთვის, უფრო საყოფაცხოვრებო და ერთი წესი იმ ინდუსტრიისთვის, რომელშიც მუშაობთ.
და რა წესები შეიძლება იყოს მსოფლიოსთვის?
იქნებ რჩევა, მაგალითად იარაღის გაუქმება
ბირთვული იარაღის გაუქმებას ვისურვებდი. როგორც აღმოჩნდა, ის არის არა შემაკავებელი, არამედ ზეწოლის ელემენტია. თუმცა არა, ბირთვული იარაღი - მხოლოდ კომპონენტია. მართლაც საზღვრების გლობალურად დაფიქსირება და მთელი მსოფლიო აპრიორი უნდა ადგეს, თუ ვინმე დაარღვევს საზღვრებს. ეს არის რკინაბეტონის წესი: თუ საზღვრები არსებობს, მორჩა, ისინი არასოდეს იცვლება. და ინდუსტრიისთვის, დავამატებდი... არა, ეს უკვე ბიზნესის საიდუმლოების გამჟღავნებაა... და შენი იდეების გამჟღავნება არ შეიძლება, სანამ მათ არ აამუშავებ. და რა თქმა უნდა, მინდა ვიცოდე ვინ არის სატოში. ზოგადად, ჩვენი ინდუსტრია მშვენიერია. არ არის საჭირო მისი შეცვლა და რეგულირება. ის ვითარდება ისე, როგორც ვითარდება. ჩვენ ვართ აღმავალ ეტაპზე, რა შეიძლება იყოს უკეთესი? ამიტომ მინდა ვიცოდე სატოშის ცხოვრების ისტორია. როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამდენის შეცვლა.
ვინ არიან ყველაზე დასამახსოვრებელი პიროვნებები, რომლებიც შეგხვედრიათ?
კრიპტოში?
დიახ. ვინ მოახდინა შთაბეჭდილება და რატომ?
ეს რთული კითხვაა! არსებობს ვიტალიკი, რომელიც უბრალოდ სხვა პლანეტიდანაა. ასეთი ვიტალიკი არასდროს ყოფილა და არც იქნება (იცინის). ტექნიკური თვალსაზრისით, მე აღფრთოვანებული ვარ Metamask Kumavis-ის დამფუძნებლით. ის ძალიან მაგარია და ნამდვილი ენციკლოპედიაა. ის მხიარულიც არის. ის მართლაც ძალიან მაგარი კაცია. მან დატოვა Metamask-ის გენერალური დირექტორის პოზიცია, რადგან უნდოდა CISO ყოფილიყო.მან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
კარგი, ბოლო კითხვა: რა კითხვის მოსმენას ისურვებდით ინტერვიუში და რას უპასუხებდით? შესაძლოა, არსებობს თემა ან ინფორმაცია, რომელიც გსურთ გაგიზიაროთ.
დიახ, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ: public good (საზოგადოებრივი სიკეთე). ჩვენ გვაქვს პროექტი სახელწოდებით „Trust Army“. დიდი ხანია, რაც კრიპტში ვართ და ის ხალხი ვართ, ვისაც ძალიან სურს, რომ კრიპტში ნაკლები scam-ი და ფროდი იყოს. ვხედავთ უამრავ თეთრ ლაქას სადაც საჭიროა კვლევა. და ეს კვლევა ხელით საკეთებელია და ძალიან ცოტა ადამიანი კავდება ამით. იმიტომ რომ - "რისთვის?“. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამას მაინც გავაკეთებდით და შევიმუშავეთ სწავლება, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ research. დასაწყისიდანვე ამ კვლევებს აქვს დაახლოებით 4 სტრიმი, ამ research-ის შედეგები დაიდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ CoinMarketCap-ზე და Nansen-ზე. ხალხი ნახავს თავისი სამუშაოს შედეგებს, ამიტომ მინდა, რომ ხალხმა ყურადღება მიაქციოს, წაიკითხოს Trust-არმიის შესახებ, ჩაერთოს. იქ შესაძლებელი იქნება ფულის შოვნა კრიპტოსამყაროში სასარგებლო საქმეების კეთებით. ანუ ეს არ არის („დაალაიქე“ ან :დაარეტვიტეს“ ტიპის) ბაუნტი. ეს არის - იპოვე საფულე, შეკრიბე ტოკენომიკა, შეამოწმე ვესთინგის ტოკენომიკა, რომელიც ფაქტობრივად on-chain-შია. იქ ბევრი სხვადასხვა ნივთი უნდა შეაგროვოთ. ეს ისეთი გლობალურია. ჩვენ გვინდა კრიპტოსამყარო ცოტა უფრო გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი გავხადოთ.