ევროსა და CHF-თან მიბმული სტეიბლკოინების მიმოხილვა

ფოტო - ევროსა და CHF-თან მიბმული სტეიბლკოინების მიმოხილვა
აშშ დოლართან მიბმული სტეიბლკოინები კრიპტოვალუტის ბაზარზე დომინირებს და ყველა ტრეიდერისთვის ცნობილია. მაგრამ ბევრს ურჩევნია, ივაჭროს სავალუტო წყვილებით სხვა სტეიბლკოინებთან, რომლებიც მიბმულია, მაგალითად, ევროსთან, ან შვეიცარიულ ფრანკთან. მოდით, განვიხილოთ, რა აქტივებია ეს და რომელ ბირჟებზეა წარმოდგენილი.

ევროსთან მიბმული სტეიბლკოინები

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირის დროშა

ევროსთან მიბმული სლეიბლკოინები საკმაოდ ბევრია, მაგრამ ყველაზე პოპულარულია STASIS EURO, Tether EURt, Euro Coin და Celo Euro.

STASIS EURO (EURS)

ეს სტეიბლკოინი ERC-20 სტანდარტის მიხედვით Ethereum-ის  პლატფორმაზე შეიქმნა. EURS პოპულარული აქტივია, რომელიც წარმოდგენილია ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა Bitfinex, HitBTC, Curve Finance, Indodax, DFX Finance, Kyber Network, Bequant და სხვა.

მომხმარებლებს Stasis Euro-ში ტრანზაქციებისთვის გაზის საკომისიოს გადახდა არ სჭირდებათ, ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, გადაიხადონ EURS-თი, ან ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივით, რომელიც ნატიურ საფულეს STASIS უჭერს მხარს. 

დეველოპერები რეზერვების გამჭვირვალობასა და აუდიტორული კომპანიების, BDO Malta-სა და CertiK-ის მიერ კვარტალური აუდიტის ჩატარებას დეკლარირებენ. დეველოპერების გეგმებშია კრიპტოვალუტით გადახდის ბარათის დანერგვა, რომლითაც SEPA ზონაში (ევროკავშირი) საქონლისა და მომსახურების გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.

Tether EURt (EURT)

ჰონგ-კონგურმა კომპანიამ Tether გადაწყვიტა, არ შეჩერებულიყო USDT ტოკენზე, რომელმაც ბაზარზე №1 სტეიბლკოინის წამყვანი პოზიციის დაკავება მოახერხა და კიდევ EURT-იც ემიტირებაც მოახდინა. მისი „დიდი ძმისგან“ განსხვავებით, რომელიც ყველანაირ ბლოკჩეინზეა წარმოდგენილი (საუბარია USDT-ზე), EURT არსებობს მხოლოდ ERC-20 სტანდარტში (Ethereum) და როგორც Omni-ტოკენი (Bitcoin).

აქტივის ნახვა შესაძლებელია სხვადასხვა სავალუტო წყვილებში ბევრ ბირჟაზე, რომელთა შორის არის ტოპ ბირჟებიც: OKX, Huobi, Bitfinex, Bitstamp, Gate, Curve Finance, Uniswap, BigONE, 4swap, LATOKEN და ა.შ.

Tether დეკლარირებს, რომ მის მიერ ემიტირებული ყველა აქტივი  რეზერვებით 100%-ით არის უზრუნველყოფილი, ხოლო ანგარიშგება გამჭვირვალეა და ევროპის უმსხვილესი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის BDO-ს მონაწილეობით, თითქმის ყოველდღე ახლდება. მიუხედავად ამისა, ჰონგ-კონგური კომპანია მუდმივად არის მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში, რომლებსაც რეზერვების ხარისხისა და სტრუქტურის მიმართ პრეტენზიები აქვთ. Tether-ისგან პერიოდულად ითხოვენ დამატებითი ანგარიშებს, აგრეთვე უზრუნველყოფის სტრუქტურის რეფორმირების მტკიცებულებას, რათა მათში კომერციული ქაღალდის წილი უმაღლესი კლასის საინვესტიციო ინსტრუმენტების - A1-ის სასარგებლოდ შემცირდეს.

Euro Coin (EUROC)

ეს სტეიბლკოინი ემიტირებულია Circle-ის მიერ იმავე სრული სარეზერვო მოდელით, როგორც დოლარის USD Coin (USDC). Euro Coin 100%-ით უზრუნველყოფილია ფიატის ევროს რეზერვებით, რომლებიც ინახება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების საბანკო ანგარიშებზე, რომელთა შორისაა აშშ-ის საბანკო გიგანტი BNY Mellon-ში.

ეს აქტივი წარმოდგენილია ბევრ CEX და DEX ბირჟაზე: Huobi, HitBTC, CEX, BitMart, Bitpanda, Bitso, Bitvavo, Curve Finance, DFX Finance, Uniswap და ასევე მხარდაჭერილია საფულეებით Ledger, Trust Wallet და MetaMask.

Grant Thornton LLP-ის მიერ რეზერვების რეგულარული აუდიტი ადასტურებს, რომ მათი მოცულობა მიმოქცევაში არსებულ EUROC-ის ემისიას ყოველთვის აღემატება და ყოველთვიურად ტარდება სერტიფიცირების სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ამერიკის სერტიფიცირებული საჯარო ბუღალტრების ინსტიტუტის (AICPA) მიერ არის დადგენილი. 

ახლა Euro Coin-ის ემიტირება მხოლოდ ERC-20 სტანდარტის მიხედვით ხდება, თუმცა დეველოპერები მალე სხვა ბლოკჩეინ პლატფორმებზე გასვლასაც გეგმავენ.

Celo Euro (CEUR)

ევროსთან მიბმული ეს სტეიბლკოინი თავის თავს Web3-ისა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) DEX ბირჟების საშუალებით ანგარიშსწორების მოსახერხებელ ინსტრუმენტად წარმოაჩენს. 

აქტივი ცდილობს, დაიმკვიდროს mobile-first მონეტის სტატუსი და გამიზნულია აუდიტორიაზე, რომელსაც ძირითადად ევროპელი ახალგაზრდები წარმოადგენენ. ახლა ყველა ახალგაზრდას სმარტფონები აქვს, მაგრამ ბევრი მათგანისთვის, ასაკის, ან საკრედიტო რეიტინგის არარსებობის გამო, ტრადიციული ფინანსური სერვისების ეკოსისტემაზე წვდომა გარკვეულწილად შეზღუდულია. Celo ამის გამოსწორებას ცდილობს. CEUR-ში გადარიცხვები სწრაფი, იაფი და მარტივია - საჭიროა მხოლოდ საფულე სმარტფონში. ევროს სტეიბლკოინის რეზერვები, ისევე როგორც დოლარის Celo-სი, ფორმირდება ციფრული აქტივების კალათიდან, რომელთა შორისაა BTC და ETH.

Celo Euro წარმოდგენილია პლატფორმებზე Gate, Bitget, Ubeswap და Symmetric (Celo).

შვეიცარიულ ფრანკთან მიბმული სტეიბლკოინებ

შვეიცარიის დროშა

შვეიცარიის დროშა

CryptoFranc (XCHF)

XCHF არის სტეიბლკოინი რომელიც, შვეიცარიულ ფრანკთან 1:1 თანაფარდობით არის მიბმული და ემიტირებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე ERC-20 სტანდარტის ტოკენის სახით.

CryptoFranc ტოკენის ემიტენტი არის კომპანია Bitcoin Suisse AG. XCHF ტოკენების მთელი ემისია უზრუნველყოფილია რეზერვებით ფიატის შვეიცარიულ ფრანკებში, რომლებიც ამ ქვეყნის წამყვანი საბანკო ინსტიტუტების ანგარიშებზე ინახება.

XCHF ტოკენის სმარტ კონტრაქტი Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოება ავტომატიზებული ანალიზის სხვადასხვა ინსტრუმენტების დახმარებით კომპანიამ Chain Security AG შეამოწმა, რომელმაც კრიტიკული პრობლემები ვერ გამოავლინა. 

CryptoFranc მონეტით ვაჭრობა შესაძლებელია DEX ბირჟებზე Uniswap და Capital DEX , ასევე მისი შეძენა პლატფორმაზე Mt Pelerin შეიძლება. ტოკენს მხარს უჭერს საფულეები MetaMask, Trust Wallet, ONTO, Optimism Wallet და ასე შემდეგ.

DeFi Franc (DCHF)

ეს კიდევ ერთი აქტივია, რომელიც Ethereum-ის ბლოკჩეინ პლატფორმაზეა ემიტირებული. DeFi Franc კრიპტოვალუტის დაკრედიტების ინსტრუმენტია. DCHF მონეტების მიღება ETH-ისა და WBTC-ის დაგირავებით არის შესაძლებელი. 

ლენდინგ პროტოკოლი DeFi Franc მეგობრული ფორკი და პროტოკოლ Liquity-ის შემდგომი ვერსიაა. მასში სტეიბლკოინი LUSD გამოიყენება, რომელიც ასრულებს იმავე როლს, რასაც DCHF.

DCHF-ის ეკოსისტემა სტეიბლკოინებში იაფი კრეტიდების მიღების საშუალებას იძლევა, ოღონდ 0.5%-იანი ერთჯერადი საკომისიოს გადახდით. მიღებული DCHF მონეტები შეგიძლიათ, განათავსოთ  ლიკვიდობის პულში და მიიღოთ პროცენტი პასიური შემოსავლის სახით. DCHF-ს ყოველთვისაა უზრუნველყოფილი ჭარბი გირაოთი ETH-სა და WBTC-ში არსებული დეპოზიტების მეშვეობით - ეს მექანიზმი მთელი ეკოსისტემის მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტიაა. 

კრიპტოაქტივი DeFi Franc წარმოდგენილია ბირჟებზე Uniswap და Curve Finance, ასევე მხარდაჭერილია ბევრი Ethereum საფულის მიერ. ჩვენს წინაშეა სტეიბლკოინის არასტანდარტული მაგალითი, რომელიც დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში სულ უფრო პოპულარული ხდება.