პროექტ BitDAO-სა და BIT ტოკენის მიმოხილვა

ფოტო - პროექტ BitDAO-სა და BIT ტოკენის მიმოხილვა
BitDAO კრიპტოვალუტური პროექტია, რომლის მიზანი აქტივების დეცენტრალიზებული ეკონომიკის აგებაა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
პროტოკოლი ერთ-ერთი უმსხვილესი დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციაა, რომელიც DeFi სექტორზეა ორიენტირებული და მხოლოდ BIT ტოკენების მფლობელებით იმართება.

შექმნის ისტორია

ოფიციალური დოკუმენტაციით თუ ვიმსჯელებთ, BitDAO-ს დამფუძნებლები არ ჰყავს. პროექტის მხარდაჭერა BIT მონეტების  პირველადი მიწოდების მფლობელებმა ითავეს. ასეთი მფლობელები იყვნენ პიტერ ტილი, საინვესტიციო ფონდები Founders Fund, Pantera, Dragonfly, Spartan, Bybit და სხვა კერძო ინვესტორები.

ვინაიდან პროტოკოლს არცერთი ორგანიზაცია, ან კომპანია არ მართავს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს DAO-ს წევრი და შესთავაზოს ცვლილებები, რომლებიც, უმრავლესობის მიერ  დამტკიცების შემდეგ, პროექტში ინტეგრირდება.

ინვესტიციები და დაფინანსება

ინვესტიციის პრივატული რაუნდის ფარგლებში, რომელმაც  BIT ტოკენების საწყისი მფლობელები გამოავლინა, $230 მილიონის ღირებულების მონეტები გაიყიდა. ზემოაღნიშნული სუბიექტების გარდა, მთავარი ინვესტორები გახდნენ Kain Warwick, Alan Howard, DWF Labs, Cambium Grove Capital და Fenbushi Capital.
BitDAO-ის ინვესტიციების პრივატული რაუნდის მონაცემები (Crunchbase)

BitDAO-ის ინვესტიციების პრივატული რაუნდის მონაცემები (Crunchbase)

საჯარო რაუნდი 2021 წლის 17 აგვისტოს გაიმართა. აუქციონის მსვლელობისას DEX-ბირჟა SushiSwap-ის პლატფორმაზე MISO შეგროვდა 112 000 ETH, რამაც ღონისძიების მომენტში ფანტასტიკური $350 მილიონი შეადგინა. აუქციონში მონაწილეობა 9200 ადამიანმა მიიღო.
BitDAO გუნდის ტვიტი ინვესტიციების საჯარო რაუნდის შედეგების შესახებ.

BitDAO გუნდის ტვიტი ინვესტიციების საჯარო რაუნდის შედეგების შესახებ.

პლატფორმის მუშაობის მექანიზმი

პლატფორმა BitDAO NFT, DeFi, Play-to-Earn, DAO და სხვა სექტორებში პროექტების ფართო სიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროტოკოლის მიზანია, მხარი დაუჭიროს სხვა სტარტაპების განვითარებასა და დაფინანსებას, რათა მომავალში BitDAO-ს გარშემო დიდი ეკოსისტემა აიგოს. DAO ამ ფორმულაში მოქმედებს, როგორც ერთგვარი ხაზინა, რომელიც შემუშავების ვექტორებს ანაწილებს და სახსრების ნაკადს აკონტროლებს.

ასეთია ამოცანებისა და მიზნების ბლოკი, რომლებიც პროტოკოლის  თავდაპირველმა მონაწილეებმა დასახეს:

● საუკეთესო კრიპტოპროექტებთან პარტნიორობის აქტიური გაფორმება, რათა ტოკენების ურთიერთგაცვლის გზით, ხაზინაში ყველაზე ავტორიტეტული აქტივების დიდი სიიდან რეზერვები დაგროვდეს;

  ● ბლოკჩეინსა და მის ფარგლებს გარეთ DAO-ს მართვის პროდუქტების შექმნა, ხაზინისთვის გადაწყვეტილებების შემუშავება;

● გრანტების გაცემა კომპანიებისა და სტარტაპებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიას იკვლევენ და ბლოკჩეინის სფეროში ახალ, ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან.
BitDAO-ს მუშაობის ჯაჭვი (Bybit.learn)

BitDAO-ს მუშაობის ჯაჭვი (Bybit.learn)

BIT ტოკენი და DAO-ს სტრუქტურა

ERC-20-ის სტანდარტის BIT ტოკენი ბლოკჩეინ Ethereum-ზე პროექტის გულია. სწორედ ამ აქტივის გარშემოა აგებული DAO. მონეტის გარკვეული მახასიათებლებია:

  • საბაზრო კაპიტალიზაცია – $650 მილიონი;

  • მაქსიმალური ემისია - 9 610 239 403;

  • სულ მიმოქცევაში – 1 165 584 697;

  • ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა – $24 მილიონი;

  • მაქსიმალური ფასი - $3,88;

  • მინიმალური ფასი - $0.28.

ასე კი გამოიყურება რამდენიმე უფლებამოსილება, რომელიც BIT-ის მფლობელებს, როგორც DAO-ს წევრებს აქვთ:

● პროტოკოლის ცვლილებების მომხრე, ან წინააღმდეგი ხმის მიცემა, საკუთარი წინადადებების წარდგენა;

● პროექტის განვითარების მთავარი ვექტორის შექმნა და მისია;

● ფონდის მართვისა და სახსრების განაწილების პროტოკოლების განახლებები.

BIT ტოკენით ვაჭრობა ხდება ბირჟებზე Bybit, Coinbase, Gate და რიგ სხვა პლატფორმებზე, რომელთა სრული სია შეგიძლიათ, იხილოთ ანალიტიკურ რესურსებზე Coingecko და Coinmarketcap, განყოფილებაში "ბაზრები".
BIT ტოკენის კურსის დინამიკა (Coinmarketcap)

BIT ტოკენის კურსის დინამიკა (Coinmarketcap)

ByBit-ის ლაუნჩპადები

კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit გახდა პირველი პლატფორმა, რომელიც BitDAO-ს მომავალი განვითარებისთვის საფუძველი ნებაყოფლობით გახდა. ბირჟამ პირობა დადო, რომ თავისი პლატფორმის ფიუჩერსების განყოფილებიდან წმინდა მოგების 2.5%-ს პროტოკოლ  BitDAO-ის ხაზინაში გადარიცხავს.

Bybit-ზე ახალგაზრდა პროექტების დასაწყებად ლაუნჩპადი მუშაობს. ტოკენის საწყისი მიწოდების ნაწილს BIT-ის მფლობელები იღებენ. განაწილება საფულეში BIT-ის ოდენობასთან შეფარდებით ხდება, ასევე რამდენიმე ადგილი ლატარიის მეშვეობით გაზრდილ ალოკაციას იღებს.
Bybit-ზე ზოგიერთი ლაუნჩპადის მომგებიანობის შედეგები

Bybit-ზე ზოგიერთი ლაუნჩპადის მომგებიანობის შედეგები

საინტერესო ფაქტები

● 2022 წლის 22 დეკემბერს, BitDAO-ს მფლობელთა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ხაზინიდან $100 მილიონის გამოყოფას, რათა თანდათანობით გამოესყიდა საკუთარი ტოკენები ბაზრიდან. მონეტების გამოსყიდვა 50 დღის განმავლობაში მოხდება;

● 100 მილიონ BIT ტოკენს ფონდი Alameda Research ინახავს. FTX-ის თაღლითობის შემდეგ, ეს მონეტები გადაიტანეს სპეციალურ სვოპ საფულეში Bip-4.