ApeCoin კარგ ზრდას აჩვენებს, მაგრამ მალე შესაძლებელია კორექცია

icon APE
icon MAGIC
icon FOR
ფოტო - ApeCoin კარგ ზრდას აჩვენებს, მაგრამ მალე შესაძლებელია კორექცია
ApeCoin დათვურ ბაზარზე სასწაულს სჩადის და ზრდა სტეიკინგის ამოქმედების შესახებ ახალი ამბებითაა გამყარებული. შეძლებს თუ არა APE, ფასის მოსალოდნელი კორექტირება თავიდან აიცილოს?
ბოლო დროს ApeCoin (APE), რომელიც NFT-ის ლეგენდარულ კოლექცია Bored Ape Yacht Club-ზეა დაფუძნებული, კარგ ზრდას აჩვენებს. ბაზრის საერთო ვარდნის ფონზე, გასულ კვირას APE-ის ფასი $3.23-დან $3.93-მდე გაიზარდა და 30 ნოემბერს თავის მაქსიმუმი $4.38 დააფიქსირა. 

5 დეკემბერს ApeCoin-ის ქსელში სტეიკინგის ფუნქცია ამოქმედდა.

სტეიკინგი სერვის apestake.io-ის დახმარებითაა ხელმისაწვდომი. APE-ს დაბლოკვა 4 პულში - ApeCoin, BAYC, MAYC და Paired - არის შესაძლებელი. სერვისით სარგებლობა ყველა ქვეყნის რეზიდენტებს შეუძლია, გარდა კანადისა და აშშ-ის, რადგან ამ იურისდიქციებში პროექტს მარეგულირებლებთან პრობლემები შეექმნა.
ApeCoin-ის ფასის დინამიკა გასულ კვირას. წყარო: Coinmarketcap

ApeCoin-ის ფასის დინამიკა გასულ კვირას. წყარო: Coinmarketcap

ამ ახალი ამბების ფონზე, APE-ის ფასმა ძირითადი მონეტების უმრავლესობის, მათ შორის Bitcoin-და (BTC) და Ether-ის (ETH) შემოსავლიანობას გადააჭარბა. 

იმოქმედებს თუ არა სტეიკინგი მონეტის ფასზე?

მიუხედავად იმისა, რომ სტეიკინგის ინტეგრაცია ქსელზე პოზიტიურად მოქმედებს, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ როდესაც ასეთი ახალი ამბების გარშემო აჟიოტაჟი ჩაცხრება, ფასი კორექციაზე წავა.

მათ შორის ერთ-ერთია - Altcoin Sherpa. მან დაწერა:

„შეგიძლიათ მოახდინოთ ლონგი იმ მომენტამდე, სანამ სტეიკინგი არ ამოქმედდება, შემდეგ კი დაშორტოთ. მე, პირადად, ახლა არ ვიყიდდი და  გარღვევას/რეტესტს დაველოდებოდი".

ტექნიკური ანალიზით ასევე ნავარაუდევია, რომ ApeCoin უახლოეს მომავალში კორექტირებაზე წავა და ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დეკემბრისთვის ვარდნა, სულ მცირე, 30%-ს შეადგენს. არსებობს არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ApeCoin-მა, შესაძლოა, წინააღმდეგობის დონის გარღვევა შეძლოს.

ოქტომბერში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) Bored Ape Yacht Club-ის კოლექციის შემქმნელის, Yuga Labs-ის შემოწმება დაიწყო, რათა დაედგინა, არღვევდა თუ არა APE-ის ციფრული აქტივების გაყიდვა ფედერალურ კანონებს.

მანამდე GNCrypto წერდა, რომ Slim Shady-სა და Snoop Dogg-ს VMA-ზე გამოსვლა Bored Ape-ის სტილში ჰქონდათ.