Apple, Google, Meta, Microsoft: ბრძოლა Metaverse-ის სათვალისთვის

icon ONE
icon FOR
ფოტო - Apple, Google, Meta, Microsoft: ბრძოლა Metaverse-ის სათვალისთვის
მეტავერსის კონცეფცია მუდმივად ვითარდება. მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება: ჩასაფლობად მაღალტექნოლოგიური VR-გარნიტურაა საჭირო. ინტერნეტ-გიგანტებმა ნამცხვრის თავიანთი ნაჭრისთვის ბრძოლა უკვე გააჩაღა.
AR2 ჩიპის (სენსორების მონაცემების დამუშავების პროცესორი, რომელიც გარნიტურებში გამოიყენება) გაჩენასთან ერთად მეტავერსების ბაზარზე წილისთვის რბოლა დაიწყო. ასობით კომპანია საუკეთესო VR/AR სათვალის შექმნას ცდილობს, მაგრამ ზოგიერთი აშკარად ლიდერობს. ზოგიერთ კორპორაციას უპირობო ფორა იმის წყალობით აქვს, რომ ისინი ინტერნეტ-სერვისების ბაზარზე მონოპოლიურ პოზიციებს იკავებს.

HoloLens 2 Microsoft-ისგან

სმარტ-სათვალე HoloLens მასობრივად უკვე დაახლოებით 6 წელია იწარმოება. პრინციპში, ეს არის კომპიუტერი კაბელის გარეშე, რომელსაც თავზე იკეთებენ. ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გარდა, შიგნით ჰოლოგრაფიული ჩიპი არის, რომელსაც წინა მხარეს დაყენებული სენსორებიდან მიღებული, გიგაბაიტობით ინფორმაციის დამუშავება შეუძლია. 

გარდა ამისა, შიგთავსს აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ჩაშენებული მიკროფონი და განათების სენსორი აქვს. ეს სათვალეების საბაზო შიგთავსია. 

HoloLens 2 მეტავერსისთვის კიდევ უფრო მძლავრად შეიქმნა. მას  ჩაშენებული AI აქვს და ჰოლოგრამებით პირდაპირი მანიპულაციის საშუალებას იძლევა ისევე, როგორც ეს რეალურ სამყაროში ფიზიკური ობიექტების შემთხვევაში ხდება. გარდა ამისა, სათვალე მზერაზე რეაგირების ტექნოლოგიას იყენებს. 

HoloLens 2-ს Microsoft-ის შერეული რეალობის პროგრამებისა და Azure-ის მრავალმომხმარებლიანი, ქროსპლატფორმული ინტერფეისის მხარდაჭერა აქვს.

  • რეზოლუცია: 1440 x 936 პიქსელი თითო თვალზე
  • განახლების სიხშირე: 90Hz
  • სამოყვარულო მოდელის წონა: 547 გ
  • ვერტიკალური ხედვის კუთხე: 65°
  • ჰორიზონტალური ხედვის ველი: 43°
  • საცალო ფასი: $3500.

მისი გულწრფელი ნაკლოვანებები: მცირე ხედვის კუთხე და ფასისა და ხარისხის თანაფარდობა. სამნახევარ ათას დოლარად მომხმარებელი იძულებულია, თავი ატრიალოს, რათა მის გვერდით რაღაც დაინახოს.
 ვირტუალური რეალობის სათვალე HoloLens 2. წყარო:microsoft.com

ვირტუალური რეალობის სათვალე HoloLens 2. წყარო:microsoft.com

Apple

Apple-მა AR-სტრატეგიაზე მუშაობა დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო და დღეს App Store-ზე დამატებით და შერეულ რეალობასთან დაკავშირებული 14000-ზე მეტი აპლიკაციაა განთავსებული. 
მეტავერსში ჩასაფლობად, ახალი OS-ის შექმნის ნაცვლად, Apple აღჭურვილობასთან iOS-ის ადაპტაციას გეგმავს.

Apple-ს კვლევითი განყოფილება აქვს, რომელშიც ასობით თანამშრომელი AR-სა და VR-ზე მუშაობს და Apple-ის მომავალ პროდუქტებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს სწავლობს. მაგრამ მათი მუშაობა გასაიდუმლოებულია.

მცირე ინსაიდერული გაჟონვის შედეგად შესაძლებელია ვარაუდი, რომ Apple მეტავერსებისთვის, სულ მცირე, 2 პროექტს ავითარებს, რომლებიც AR-გარნიტურასაც მოიცავს. ის ბაზარზე 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა გამოჩნდეს. უკვე შექმნილია ოპერაციული სისტემა „xrOS“, რომლითაც სათვალის მართვა მოხდება.

ცნობილია, რომ დევაისი A სერიის მძლავრი პროცესორებისა და iMac M1-ის დონის ეფექტურობის მქონე ავტონომიური მოწყობილობა იქნება. დიზაინის თვალსაზრისით, გარნიტურა Oculus Quest-ს წააგავს, მაგრამ მას უფრო გლუვი დიზაინი და მსუბუქი წონა (არაუმეტეს 420 გ) ექნება.

ვინაიდან ზუსტი მონაცემები ჯერ არ არსებობს, ტექნიკურ მახასიათებლებსა და სავარაუდო ფასზე ვერ ვიმარჩიელებთ.

Apple-თან დაკავშირებით სხვა მომენტია მნიშვნელოვანი: კომპანიის პოლიტიკა მიმწოდებელთან დაკავშირების პრაქტიკაზე, ასევე კონკურენტებისგან პროგრამული უზრუნველყოფის ან კომპლექტაციების შესაძლო გამოყენებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზეა ორიენტირებული. ამიტომ, თითქმის 100 პროცენტიანი ალბათობით, შესაძლოა, ველოდოთ, რომ შემუშავების სტადიაში მყოფი გარნიტურა iPhone-ისა და Mac-ისგან დამოუკიდებლად ვერ იმუშავებს.

Meta Quest Pro от Meta

მარკ ცუკერბერგი მეტავერსში ყველა თავის ბერკეტს დებს. ფაქტობრივად, ზოგადად მეტავერსის მიმართ საზოგადოების ინტერესი სწორედ ფეისბუკის რებრენდინგისა და მისთვის ახალი მიმართულების მიცემის შესახებ მისმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. 

Meta-ს ოპერაციული სისტემის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი: კომპანია ცდილობს, თავის დახურულ ქსელში პლატფორმა შექმნას და წარმატებებისა და წარუმატებლობის აფიშირებას არ აკეთებს. მაგრამ იმ რესურსებისა და ნიჭის გათვალისწინებით, რისი აკუმულირებაც მარკმა მრავალი წლის განმავლობაში მოახდინა, გასაკვირი არ არის, თუ ის პირველი იქნება, ვინც Metaverse-ის სრულად ფუნქციონირებად ოპერაციულ სისტემას წარადგენს. 

მეტავერსისთვის განკუთვნილ გარნიტურებთან დაკავშირებით კი Meta-ს უკვე ყველაფერი წესრიგში აქვს. კომპანია  "სიღრმისთვის განკუთვნილი ნიღბებით" ბაზარზე დიდი ხანია შემოვიდა. უდავოდ, მათგან ყველაზე მოწინავე Meta Quest Pro არის, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში წარმოდგენილი იყო, როგორც Quest 2-ის გაუმჯობესებული ვერსია.

 Meta Quest Pro ავტონომიური VR-გარნიტურაა, რომელსაც შერეული რეალობისა და შიგნით მომართული კამერების დახმარებით სახეზე რეაგირების ფუნქციები აქვს. Meta Quest Pro არის როგორც სათვალე ვირტუალური ოფისისთვის, სადაც ადამიანებს კოლეგებთან შეხვედრა და სრულად ვირტუალური რეალობასა და დამატებითი რეალობის შეზღუდულ ფორმას შორის გადართვა შეუძლია.

  • რეზოლუცია: 1800 x 1920 პიქსელი თითო თვალზე
  •  განახლების სიხშირე: 90Hz
  • სამოყვარულო მოდელის წონა: 722 გ
  • ვერტიკალური ხედვის კუთხე: 96°
  • ჰორიზონტალური ხედვის ველი: 106°
  • საცალო ფასი: $1500.

მიუხედავად იმისა, რომ Quest Pro-ის ფასი HoloLens 2-ზე გაცილებით დაბალია, ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ჯობს, ფული Microsoft-ის მოწყობილობაზე დახარჯოს. ბევრი მძიმე გარნიტურისგან თავის ტკივილს, ფერების ცუდ გადაცემას და მარცვლოვან დისპლეის უჩივის. გარდა ამისა, ისინი, ვინც Quest Pro უკვე შეიძინა, აღშფოთებულები არიან, რომ მისი კონტროლერები  დატენის გარეშე მხოლოდ 3-4 საათს მუშაობს.

ითვლება, რომ ეს მოდელი დისტანციურ ოფისზეა მორგებული და ვირტუალური თამაშებისთვის ნაკლებად გამოსადეგია.

ისღა რჩება, რომ იმედები Quest 3-ის გამოშვებაზე დამყარდეს, რაც 2023 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
Meta Quest Pro წყარო: meta.com

Meta Quest Pro წყარო: meta.com

Google Daydream View Google-ისგან

Google-ს სურს, მეტავერსისთვის ოპერაციული სისტემა შექმნას, რომელიც მის სერვერებთან იქნება დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური გიგანტი საკუთარ AR/VR პროცესორზე მუშაობს, R2 ჩიპის სიმძლავრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, თუ Google მუშაობისთვის Qualcomm-ის პროცესორს იყენებს, რომლის მწარმოებელთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

Google-ის დეველოპერები აპირებენ, შექმნან ოპერაციული სისტემა, რომელსაც მეტავერსის გაჯეტებთან ისეთივე ურთიერთქმედება ექნება, როგორიც Android-ს სმარტფონებთან აქვს.

გარნიტურა, რომელსაც ახლა ინტერნეტ გიგანტი სთავაზობს, მხოლოდ სმარტფონთან მუშაობაზეა გათვლილი. Google Daydream View, მომხმარებელთა გამოხმაურებების მიხედვით, მსუბუქი და იაფი მოწყობილობაა, ტელეფონზე მარტივი თამაშებისთვის გამოდგება, თუმცა ვირტუალურობაში ხარისხობრივ ჩაფლობას ვერ გაქაჩავს.
Google Daydream View წყარო фото: Josh Miller

Google Daydream View წყარო фото: Josh Miller


ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ Google-მა საკუთარი მძლავრი VR-მოწყობილობის შემუშავებას Qualcomm-თან თანამშრომლობა არჩია, რომელიც მეტავერსისთვის სრულფასოვან ჩაფხუტს უშვებს. 
Qualcomm Snapdragon 835 VR HMD-ის ნამდვილად შესანიშნავი მახასიათებლები და ასეთივე ფასი აქვს. მაგრამ დეტალურად მასზე მაშინ ვისაუბრებთ, თუ Google ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ დევაისს მეტავერსისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა ექნება.

დასკვნა

ინფორმაციის შესწავლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ Meta და Apple მეტავერსის საკუთარი ხედვის საკუთარ აპარატურასა და პლატფორმებზე აგებას ცდილობს, ხოლო Google და Microsoft გლობალური ქსელის ღია სტანდარტებზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს.

მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის რბოლაში Meta-ს დეველოპერები ლიდერობენ. ისინი სხვებზე უფრო შორსმჭვრეტელნი აღმოჩნდნენ: VR/AR გაჯეტების შექმნას წინასწარ გეგმავდნენ და დააგროვეს რესურსები რათა თავისი ხედვა რეალობად აქციონ.