Aptos – პროექტის მიმოხილვა

icon APT
icon FOR
ფოტო - Aptos – პროექტის მიმოხილვა
Aptos – სმარტ-კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც აგებულია AptosBFT კონსენსუსის ალგორითმის ბაზაზე.
პროექტი დაწერილია პროგრამირების ენაზე Move. დამფუძნებლები იყვნენ მო შეიხი და აივერი ჩინგი, Meta-ს (Facebook) ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში  კრიპტოვალუტის პლატფორმის Diem (ადრე Libra) შექმნაზე მუშაობდნენ.

რეგულირებასთან დაკავშირებით პრობლემების გამო, Diem-ი 2022 წელს მოულოდნელად დაიხურა, აქტივები გაიყიდა და რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი  ახალ გუნდში - Aptos Labs-ში შეიკრიბა.  

Move –  უნიკალური ენა სმარტ-კონტრაქტების დასაწერად, რომელიც Aptos-ის საფუძველს წარმოადგენს. მისი საშუალებით Aptos-ი ცდილობს შექმნას უსაფრთხო, მოქნილი და მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურენციას გაუწევს არსებულ ბლოკჩეინებს. Move ასევე საშუალებას იძლევა უზრუნველყოს მაღალი გამტარუნარიანობა, რომელსაც, როგორც მწარმოებლები აცხადებენ,   წამში 100 000 ტრანზაქციის მაჩვენებლის უზრუნველყოფა შეუძლია.

ადრეული ეტაპი და დაფინანსება

Aptos Devnet (ტესტირების ქსელი დეველოპერებისთვის) ფუნქციონირებს ამ წლის მარტის თვიდან  და აქტიურად გამოიყენება დეველოპერების მიერ, საკუთარი dApp-ების შესაქმნელად და გასატესტად.

ასევე მარტში კომპანია Aptos-მა შეძლო $200 მლნ-ის მოზიდვა Andreessen Horowitz-ის, Tiger Global-ის, FTX-ის, Coinbase-ის, 3AC-ისა და რამდენიმე სხვა ფონდის ვენჩურული დანაყოფებისგან. ივლისში ჩატარდა დაფინანსების კიდევ ერთი რაუნდი, რომლის შედეგი გახდა დამატებითი $150 მილიონი. რაუნდის ლიდერები გახდნენ  FTX Ventures და Jump Crypto..
Aptos-ის CEO-ს  მო შეიხის ტვიტი დაფინანსების რაუნდის დახურვის შესახებ

Aptos-ის CEO-ს მო შეიხის ტვიტი დაფინანსების რაუნდის დახურვის შესახებ

ბლოკჩეინის არქიტექტურა

AptosBFT კონსენსუსის ალგორითმის ძირითადი მახასიათებლები:

  • რეპუტაციის ინოვაციური სისტემა აქტიურ ვალიდატორებს შორის ლიდერების როტაციისთვის;
  • ბლოკების შესრულება ხდება რამდენიმე  წამში;
  • მაქსიმალური გამტარუნარიანობა 100 000 TPS-ზე მეტია, ხოლო უსაფრთხოება და ამასთანავე დეცენტრალიზაცია  კომპრომეტირება არ ხდება და  ინარჩუნებს  მდგრადობას.

ტრანზაქციების დამუშავებაში მონაწილეობს 5 სუბიექტი: ვალიდატორები, მონეტების მფლობელები, კლიენტები (ნებისმიერი, ვინც ტრანზაქციებს ახორციელებს), მარტივი კლიენტები და სრულფასოვანი ნოდები. ქსელის სრული ფუნქციონირება გუნდმა აღწერა Whitepaper-ში. 
Aptos ეკოსისტემის სამუშაო კომპონენტები (Whitepaper)

Aptos ეკოსისტემის სამუშაო კომპონენტები (Whitepaper)

Move ენის მთავარი მახასიათებელია სამომხმარებლო რესურსების ტიპების განსაზღვრის შესაძლებლობა, რაც სტატისტიკურად უზრუნველყოფს აქტივის გადაადგილებას მხოლოდ პროგრამის შენახვის ადგილებს შორის (და რესურსის კლონირება ან წაშლა შეუძლებელია). ასეთი რეალიზაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოებას, დაუცველობის და ექსპლოიტების  ალბათობის ეფექტური პრევენციით.

Mainnet და Aptos კრიპტოვალუტა

APT მონეტა გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოს გადახდისთვის და  იძლევა ხმის უფლებას პროტოკოლის განვითარების ვექტორის მართვისას. ისევე როგორც სხვა ქსელებში, რომლებიც მოიცავს ვალიდატორების, APT-ის მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ ტოკენი, სტეიკინგის საშუალებით  შემოსავლის მისაღებად.

ტოკენომიკიდან გამომდინარე, APT-ის საწყისი მიწოდება არის მილიარდი ტოკენი. ამ რაოდენობიდან 51% (510 მილიონი) გაუზიარებენ საზოგადოების წევრებს, 19% (190 მილიონი) განკუთვნილია გუნდისთვის და ძირითად დეველოპერებისთვის. ინვესტორები მიიღებენ 13,48%-ს (134,8 მლნ), ხოლო Aptos Foundation - 16,5%-ს (165 მლნ). ინვესტორების მიერ მონეტის წინასწარი  შესყიდვის ფასი 2,5-3,0 დოლარის ფარგლებშია, წლიური ინფლაცია კი 7%-ს არ აღემატება.

APT კრიპტოვალუტის ყველა წამყვან  ბირჟაზე 19 ოქტომბერს გავიდა. ერთი კვირით ადრე  ბლოკჩეინის ძირითადი ქსელი ამოქმედდა. ბევრმა მომხმარებელმა მიიღო დიდი ჯილდო ქსელში მოქმედებებისათვის - ნოდის დაყენებისთვის, ტესტნეტისთვის ან  მინი NFT. ჯამში, გუნდმა 20 მილიონი მონეტა გადასცა 100 000-ზე მეტ მონაწილეს. APT-ის მიმდინარე ღირებულება 9 დოლარია, ხოლო 130 მილიონი ტოკენის ბრუნვა 1.2 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციას უზრუნველყოფს, რის გამოც Aptos Coingecko-ს ვერსიით კრიპტო აქტივების რეიტინგში 43-ე ადგილს იკავებს. 
კრიპტოვალუტის ბირჟები, სადაც APT ხელმისაწვდომია ვაჭრობისთვის,თანხის შეტანისა და განაღდებისთვის (Coinmarketcap)

კრიპტოვალუტის ბირჟები, სადაც APT ხელმისაწვდომია ვაჭრობისთვის,თანხის შეტანისა და განაღდებისთვის (Coinmarketcap)

როგორ გამოვიმუშაოთ ფული ახლა?

ადრეულმა მომხმარებლებმა ერთ ანგარიშზე 2000-5000 დოლარის მიღება შეძლეს, რის გამოც Aptos-ის ჰაიპი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. უამრავი პროექტი, რომელიც მარტსა და აპრილში Devnet- ში დაიწყო, თანდათანობით Mainnet- ში გადადის,ხშირად   პლატფორმების ტესტერებს აჯილდოებენ  კიდეც. ამჟამად კარგი სტრატეგიებია:

  • Martian, Petra, Pantem და სხვა საფულეების დაყენება;
  • უფასო NFT-ების მოჭრა;
  • Discord-ში როლების მოპოვება სხვადასხვა ჯილდოს მოსაგებად;
  • ტრანზაქციების გატარება;
  • NFT-მარკეტპლეისების, დომენური სახელების სერვისებისა და DEFI-პროექტების გამოყენება;
  • გადარიცხვების შესრულება Aptos-ზე საკრედიტო და ლენდინგის პროტოკოლებში.

პროექტების უმეტესობა შეგიძლიათ იხილოთ Aptos-ის სოციალურ ქსელებში, მაგალითად Twitter-ზე, ასევე Aptos-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. აუცილებელია რისკების გათვალისწინება, რადგან ბევრი აპლიკაცია უკვე მუშაობს Mainnet-ში, რის გამოც მათი გამოყენება  ფულად ხარჯებს  მოითხოვს.

Aptos-ის გადაფასების ან დაუფასებვლობის დადგენა, მხოლოდ ერთი ან ორი წლის განმავლობაში, ქსელის სტაბილური მუშაობის შემდეგ იქნება შესაძლებელი. პროგრამირების ენა Move ძალიან ახალგაზრდაა და პრაქტიკაში საკმარისად  გატესტილი არ არის, რაც მის პერსპექტივას, ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულ სივრცეში გვიჩვენებს.