Arbitrum Nova. რეტროდროპის კიდევ ერთი შანსი

icon ETH
icon ARB
icon FOR
ფოტო - Arbitrum Nova. რეტროდროპის კიდევ ერთი შანსი
Arbitrum Nova არის მასშტაბირებადი პლატფორმა დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) შემუშავებისა და განთავსებისთვის, რომელიც Ethereum-ის ვირტუალურ მანქანაზეა (EVM) დაფუძნებული.
ფორმალურად, Layer 2 Arbitrum იყოფა ორ ეკოსისტემად: Arbitrum One და Arbitrum Nova. პირველი ქსელი პასუხისმგებელია NFT-ებისა და DeFi პროექტების განთავსებაზე. Arbitrum Nova კი  ორიენტირებულია სოციალურ აპლიკაციებსა და პროექტებზე GameFi სფეროში, ანუ სათამაშო და სოციალურ ინდუსტრიაზე.

23 მარტს შედგა ARB ტოკენის ლისტინგი კრიპტოვალუტურ ბირჟებზე. ქსელის მომხმარებელთა დიდმა რაოდენობამ ამ ბლოკჩეინზე აქტიურობისთვის რეტროდროპი მიიღო. Ethereum Denver-ის კონფერენციაზე დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ტოკენის გამოშვებას Arbitrum Nova-ს ქსელისთვისაც გეგმავენ. 

ამ სტატიაში ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ Arbitrum Nova-ზე არსებულ აქტივობებს, რომელთა სანაცვლოდაც ადრეულ მომხმარებლებს ჯილდოს მიღების შანსი ექნებათ. 

კროსჩეინ ხიდები

კროსჩეინ ხიდების გამოყენება Arbitrum ქსელში რეტროდროპის მიღების ერთ-ერთი პირობა იყო. შესაბამისად, ამ ქმედებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ Arbitrum Nova-ს კრიპტოვალუტური ქსელით ისარგებლოთ, ნებისმიერი ბლოკჩეინიდან მონეტები ამ ქსელში უნდა გადმორიცხოთ, ამიტომ ხიდი პირდაპირი აუცილებლობაა. 

Arbitrum-ის კროსჩეინ ხიდები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ:

Arbitrum Bridge. Arbitrum One-ისა და Arbitrum Nova-ს ოფიციალური ხიდი;

Celer. კროსჩეინ პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს ჩვეულებრივი ტოკენებისა და NFT-ების მიგრაციას ქსელებს შორის.

Orbiter Finance. ერთ-ერთი უდიდესი კროსჩეინ ხიდი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სახსრების გადატანა zkSync-ისა და Starknet-ის ბლოკჩეინებს შორის.

ARB ტოკენის წინა დროპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხიდებზე აქტივობა უნდა იყოს რეგულარული და მეორდებოდეს თვეში ერთხელ მაინც.
კროსჩეინ ხიდის, Orbiter-ის სამუშაო ინტერფეისი

კროსჩეინ ხიდის, Orbiter-ის სამუშაო ინტერფეისი

DeFi აპლიკაციები და DEX

მიუხედავად იმისა, რომ Arbitrum Nova-ს სათამაშო სექტორზეა ორიენტირებული, ქსელი მხარს უჭერს რამდენიმე დეცენტრალიზებულ აპლიკაციას, რომლებთან მუშაობა დივიდენდების მომტანია.

ასეთ dApps-ებს განეკუთვნება:

Slingshot. სავაჭრო პლატფორმა უზრუნველყოფს  ტოკენების სწრაფ და შეუფერხებელ სვოპებს. ასევე, აპლიკაციის შიგნით ინტეგრირებულია საკუთარი ხიდი, სამომავლოდ კი კრიპტოდაკრედიტებისა და ლიკვიდობის ფარმინგის ფუნქციების დამატება იგეგმება;

Arbswap. დეცენტრალიზებული პლატფორმა Mainnet-ში, Testnet Arbitrum-სა და Arbitrum Nova-ში. ხელმისაწვდომია ტოკენის გაცვლა, ლიკვიდობის დამატება, ARB-ის ფასების პროგნოზირებასთან დაკავშირებული რიგი აქტივობები და საკუთარი ლაუნჩპადი;

RPCSwap. DEX ბირჟა ტოკენების, უმეტესად ETH-ისა და ზოგიერთი სტეიბლკოინის გაცვლის ფუნქციით;

Sushi. დიდი დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს სავაჭრო ოპერაციებს 20 კრიპტოვალუტურ ქსელში, მათ შორის Arbitrum Nova-შიც.

NFT მარკეტპლეისები

შეუძლებელია, არ ვახსენოთ ურთიერთქმედება არაჩანაცვლებადი ტოკენების სექტორთან. ამჟამად Arbitrum Nova მხარს უჭერს 2 მარკეტპლეისს - Tofu-სა და Exhibitio-ს. ხელმისაწვდომი მოქმედებების სია სხვა ბლოკჩეინზე არსებული შესაბამისი პლატფორმების ანალოგიურია - NFT-ების შექმნა, ყიდვა და გაყიდვა. 

თამაშები

რა თქმა უნდა, Arbitrum Nova-ს ძირითადი ყურადღება გამახვილებულია GameFi-ზე. ამჟამად სათამაშო პროექტების სია სხვა ქსელებთან შედარებით, არც ისე დიდია. ყველაზე პოპულარული პლატფორმებია:

Fronk World. ონლაინ თამაში მრავალი ქვესტითა და როლური თამაშების ატრიბუტებით. პროექტი საწყის ეტაპზეა. ახლა შესაძლებელია 0.0099 ETH-ის ღირებულების NFT-ის გადაცვლა, რაც, პოტენციურად, ბეტა ვერსიაზე წვდომას უზრუნველყოფს;

Battle for Goblin Town. ბანქოს სტრატეგია პიქსელური გმირებით;

Farcana. Web3 შუტერი, რომელიც სათამაშო UE5 ძრავაზე არის აგებული;

Metagates. ღია სამყაროს მქონე MMORPG, რომელიც მოიცავს PvP-ს, PvE-ს, კრაფტინგსა და სხვადასხვა ქვესტებს;

Starfall. Web3 თამაში მრავალმომხმარებლიანი ონლაინ არენის სტილში.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა ბმული პროექტების Twitter-ის ოფიციალურ არხებზე მოცემულია ლინკის სახით. ეს გამოწვეულია იმით, რომ პროექტების უმეტესობას მზა პროდუქტი არ აქვს. თითოეული თამაშის Discord-ის არხებში გაწევრიანებაც არ იქნება ურიგო. ამის წყალობით თქვენი რეიტინგი გაიზრდება და უახლეს ამბებსაც გაეცნობით.  

დასკვნა

DefiLlama-ს ანალიტიკური რესურსის ინფორმაციით, Arbitrum Nova-ს ქსელის TVL (Total Value Locked) $2.3 მილიონს შეადგენს. ეს საკმაოდ ცოტაა Arbitrum One-ის ბლოკჩეინთან შედარებით, სადაც უკვე დაბლოკილია 1000-ჯერ მეტი ($2,2 მილიარდი). ხოლო იმის  გათვალისწინებით, რომ გუნდი აქტიურად ავითარებს ორივე ქსელს, პერსპექტივაში Arbitrum Nova-ს შეუძლია GameFi-ის ნიშის დიდი ნაწილი დაიკავოს. შედეგად, ეს ბლოკჩეინის მოხმარებასა და საერთო TVL-ს გაზრდის.
Arbitrum Nova-ს ქსელში დაბლოკილი ლიკვიდობის სტატისტიკა  (DeFiLama)

Arbitrum Nova-ს ქსელში დაბლოკილი ლიკვიდობის სტატისტიკა (DeFiLama)

ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ Arbitrum Nova-ზე ყველა მოქმედება Mainnet-ში ხდება, ამიტომ აქტივობების შესრულება რეალურ ფულს მოითხოვს. პოტენციურ რეტროდროპებში ინვესტიცია თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით ჩადეთ.