რა განსახვავებაა Web3-სა და Web3.0-ს შორის?

ფოტო - რა განსახვავებაა Web3-სა და Web3.0-ს შორის?
ძალიან მსგავსი სახელების მიუხედავად, ამ ცნებებში სხვადასხვა კონცეფციები მოიაზრება.
Web3 და Web3.0 არ არის ერთი და იგივე! მოდით, კრიპტელების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა გავარჩიოთ.

Web3 – დეცენტრალიზებული მომავალი

Web3 გამოიგონეს ბლოკჩეინ ენთუზიასტებმა, რომლებიც მის პოპულარიზაციას ეწევიან. როგორც სახელიდანაც ჩანს, ეს არის ინტერნეტის ევოლუციის მესამე ეტაპი. მისი მთავარი იდეა ქსელის დეცენტრალიზაციაა. შესაძლებლობები, რომლებსაც Web3 მომხმარებლებს შესთავაზებს, Web1 და Web2-ის ჩვენთვის ნაცნობი ფუნქციონალისგან პრინციპულად განსხვავებული იქნება. 

Web1-ში, ჩვეულებრივ, იგულისხმება პირველი 15 წელი 1989 წელს მსოფლიო ქსელის დაბადებიდან. ზოგიერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ ახსოვს იმ წლების ვებგვერდების "მოკრძალებული" ინტერფეისი. ის ინტერნეტი „სამკითხველო“, ტექსტების ნაკრები იყო, რომლებთანაც ურთიერთქმედება გათვალისწინებული არ იყო. მაქსიმუმ, რისი იმედიც უნდა გვქონოდა, იყო ელ.ფოსტის მიღება და გაგზავნა. და რა თქმა უნდა, წაჭორავება ICQ-ში.

2004 წელს იწყება ათვლა Web2-თვის - ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება. ინტერნეტის მთავარი თვისება ინტერაქციულობა და ფუნქციონალობა გახდა. ამ ახალი მახასიათებლებით მოზიდული კაცობრიობა წარმატებით გადაბარგდა მსოფლიო ქსელში. ჩვენ ვცხოვრობთ სოციალურ ქსელებში, ვქმნით საკუთარი თავის ციფრულ სახეს და ვავსებთ შინაარსით. ჩვენ ვწერთ პოსტებს, ვიღებთ ვიდეოებს, მოკლესა და გრძელს, ვწერთ ტვიტებს და გამოვხატავთ ჩვენს ინდივიდუალურობას ათობით სხვა შესაძლო გზით. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია და კონტენტი, რომელსაც ვქმნით, ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ გლობალურ IT კომპანიებს. ბევრი იწყებს იმის გააზრებას, რომ (სავარაუდოდ) Meta, Google და სხვა მოთამაშეები არა მხოლოდ საკუთარი კომერციული მიზნებისთვის იყენებენ ჩვენს ინფორმაციას, არამედ ოსტატურად მანიპულირებენ ჩვენი ცნობიერებით და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი აზრით.

როდესაც ყველაფერმა გროტესკული სახე მიიღო, Ethereum-ის თანადამფუძნებელსა და Polkadot-ის დამფუძნებელს, გევინ ვუდს Web3-ის იდეა გაუჩნდათ. ვუდის წინადადების საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის საკუთარ ქსელურ პიროვნებაზე, მონაცემებსა და მათ მიერ შექმნილ კონტენტზე  კონტროლის დავრუნების სურვილი. ეს შესაძლებელია „ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებული ონლაინ ეკოსისტემის შექმნის მეშვეობით“, - თვლის კრიპტობიზნესმენი.

ვუდის იდეის პრაქტიკულ განხორციელებას ყველა დაინტერესებული მხარე სხვადასხვანაირად ხედავს. მეცნიერება Web3-ს უწოდებს „ინტერნეტის ტექნიკური, იურიდიული და გადახდის ინფრასტრუქტურის მომავალ თაობას, ბლოკჩეინის, სმარტ კონტრაქტებისა და კრიპტოვალუტების ჩათვლით“ (კემბრიჯის უნივერსიტეტის ბენეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტის განმარტება). დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები და DeFi არის Web3-ის კიდევ ორი სხვა შესაძლო კონცეფციაა, რომელიც კრიპტოსაზოგადოებისთვის უცხო არ არის.

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება ჯერ არ განხორციელებულა და განხილვის პროცესშია. Web3-ის კრიტიკოსების რიცხვი მხარდამჭერებს არ ჩამოუვარდება. მაგალითად, Twitter-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინტერნეტს "ვენჩურული კაპიტალისტების სათამაშო" უწოდა. დორსი თვლის, რომ Web3 ინტერნეტის დემოკრატიზაციას კი არ მოახდენს, არამედ უბრალოდ წაართმევს ინფორმაციაზე კონტროლს ისეთ მოთამაშეებს, როგორიცაა Meta და გადასცემს მას ვენჩურული კაპიტალის ისეთ ფონდებს, როგორიცაა Andreessen Horowitz. ეს საინვესტიციო კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი ინვესტიციებით კრიპტოინდუსტრიაში, ნამდვილად ლობირებდა Web3-ის იდეას, როგორც მარტივ პასუხს ინტერნეტის რეგულირების თაობაზე არსებულ კითხვებზე, რომლებსაც ხშირად აწყდებიან პოლიტიკოსები.

Web 3.0 – სემანტიკური ქსელი

Web 3.0, რომელსაც ასევე უწოდებენ "სემანტიკურ ქსელს", არის მსოფლიო ქსელის გამომგონებლის, ტიმ ბერნერს-ლის კონცეფცია. სემანტიკური ქსელის არქიტექტურაზე უკვე მუშაობს World Wide Web Consortium - საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქსელის  სტანდარტიზაციით არის დაკავებული. Semantic Web-ის მიზანია ინტერნეტის მონაცემები მანქანაწაკითხვადი გახადოს.
მე ვოცნებობ ქსელზე [რომელშიც კომპიუტერები] შეძლებენ გააანალიზონ ინტერნეტში არსებული ყველა მონაცემი - კონტენტი, ბმულები და ტრანზაქციები ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის. „სემანტიკური ქსელი“, რომელიც ამას შესაძლებელს ხდის, ჯერ არ შექმნილა, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ვაჭრობის, ბიუროკრატიისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყოველდღიური მექანიზმები მართული იქნება მანქანებით, რომლებიც საუბრობენ მანქანებთან
, – განმარტავს ბერნერს-ლი თავის იდეას.
პრაქტიკულ დონეზე, საუბარია ჩვეულებრივ ვებგვერდებში 
მანქანაწაკითხვადი მეტამონაცემების ჩაშენებაზე, რომლებიც თავად გვერდებს აღწერს და იმას, რა კავშირში არიან ისინი ერთმანეთთან. ეს გააფართოებს ინტერნეტზე წვდომას ინტელექტუალური აგენტებისთვის და საშუალებას მისცემს მათ, შეასრულონ მეტი დავალება მომხმარებლების სახელით. (ხელოვნურ ინტელექტში  intelligent agent (IA) აღიქვამს გარემოს, მოქმედებს მიზნების მისაღწევად და შეუძლია, გააუმჯობესოს პროდუქტიულობა  სწავლის გზით.) უხეშად რომ ვთქვათ, თუ თქვენ შეცვლით თქვენს ამჟამინდელ მდებარეობას Facebook-ის პროფილზე, IA შესაბამის ინფორმაციას თქვენს სხვა სოციალურ ქსელების პროფილებშიც  „ამოწევს“. World Wide Web Consortium-ის მიერ წარმოდგენილი უახლესი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიო ქსელში Semantic Web-ის მარკერებს ჯერ მხოლოდ ინტერნეტ გვერდების დაახლოებით 2%-ს შეიცავს.

ასე რომ, მსოფლიო ქსელის განვითარების ეს კონცეფციაც შორს არის დანერგვის ეტაპისგან. ნიშანდობლივია, რომ Semantic Web-ის შემქმნელმა, ბერნერს-ლიმ, თავის ბოლო ინტერვიუში კრიპტოვალუტას საშიში და სპეკულაციური უწოდა და კრიპტოინდუსტრია დოტკომების ბუშტს შეადარა. სამწუხაროდ, ბლოკჩეინის სამყარო უცხოა ინტერნეტის მამისთვის. ასე რომ, აღარასოდეს აურიოთ ერთმანეთში Web3 და Web3.0!