იტალიაში ჩატბოტი Chat GPT დაბლოკეს

ფოტო - იტალიაში ჩატბოტი  Chat GPT დაბლოკეს
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ის OpenAI-ის მიმართ სრულფასოვან გამოძიებას იწყებს.
აპლიკაციის ამერიკელ დეველოპერებს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შეგროვების ერთდროულად რამდენიმე წესის დარღვევაში ადანაშაულებენ.

  1. ბოტი არ ამოწმებს თავისი "თანამოსაუბრეების" ასაკს. იტალიაში ცენზურის გარეშე მასალის გამოყენება 13 წლის ზემოთაა ნებადართული. 
  2. კომპანია არ იცავს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ფუნდამენტურ კანონს (GDPR).
  3. კიბერდამნაშავეები Chat GPT-ს Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში რეკლამის მეშვეობით პროგრამული უზრუნველყოფის  გასავრცელებლად  იყენებენ. 

სააგენტომ განაცხადა, რომ ეს დროებითი ზომაა და იტალიელი მომხმარებლების წვდომა OpenAI პროდუქტზე აღდგება, როგორც კი პროექტის გუნდი ამ დარღვევებს აღმოფხვრის.

Bitfinex–ისა და Tether–ის CTO პოლ არდოინო სიტუაციას იუმორით უყურებს.

„ახლა, როცა ChatGPT იტალიაში აკრძალულია, გაჩნდა ჭორები, რომ მალე PastaGPT ამოქმედდება– თქვენი პერსონალური დამხმარე იმის გარკვევაში, თუ რა დრო  უნდა მაკარონის მომზადებას“, - დაწერა მან თავის ტვიტერზე.

თუმცა, ბევრი ჩატბოტთან დაკავშირებულ სიტუაციას განიხილავს როგორც საშიშ პრობლემას.

მაგალითად, ილონ მასკმა, სტივ ვოზნიაკმა და ახალი ტექნოლოგიების ათასზე მეტმა ექსპერტმა ამ კვირაში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ღია წერილისთვის, რომელიც Chat GPT-ის შემუშავების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

GC
GN Crypto
ავტორი