16 მარტს Arbitrum Foundation-მა ARB ტოკენების აირდროპი და Arbitrum DAO-ს შექმნა დააანონსა. ზოგადად, ყველა კმაყოფილი იყო და ღონისძიებამ კრიპტოვალუტურ ბაზარს გარკვეული პოზიტივი შემატა. Arbitrum DAO-ში კი რაღაც გაუგებრობები დაიწყო.
საქმე იმაშია, რომ 28 მარტს გაიმართა კენჭისყრა (AIP-1), რომელიც ეხებოდა ხელმძღვანელობისა და უშიშროების საბჭოს თანამდებობების განაწილებას, Arbitrum Foundation-ისთვის გრანტების ბედის გადაწყვეტის უფლების მინიჭებასა და, რაც მთავარია, ადმინისტრაციულ საბიუჯეტო საფულეში 750 მილიონი ARB ტოკენის გაგზავნას.
AIP-1-ის წინადადება წყარო: snapshot.org
თავიდან Arbitrum Foundation-ისთვის ყველაფერი "გეგმის მიხედვით" მიდიოდა, რადგან უმრავლესობამ კენჭისყრის დროს საკითხს მხარი დაუჭირა. სავარაუდოდ, საზოგადოებამ ეს არჩევანი გააკეთა კიდევ ერთი შესაძლო რეტროდროპის იმედით და წინადადების შინაარსს არ დაუკვირდა. რეტროდროპის მსგავს პრაქტიკას ადგილი ჰქონდა Ethereum-ის სხვა L2 გადაწყვეტილებაში - პროექტში Optimism.
თუმცა, საქმეში იდეური კრიპტელები და კრიპტოინფლუენსერები ჩაერივნენ და განგაში ატეხეს. შეგნებულ დელეგატებს არ მოეწონათ წინადადების ტექსტი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეს არჩევანის საშუალებას არ უტოვებდა. ასევე, ის არ შეიცავდა დეტალებს ARB ტოკენების მითითებული რაოდენობის განაწილებასთან დაკავშირებით.
როდესაც უმეტესობამ "წინააღმდეგ" მისცა ხმა, დეველოპერებმა განაცხადეს, რომ ეს კენჭისყრა მხოლოდ ფორმალობაა და სინამდვილეში ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ასევე გაირკვა, რომ 50 მილიონი ARB უკვე გაიგზავნა გარკვეულ საფულეში "ოპერაციული ხარჯებისთვის" და ამ თანხის ნაწილი მარკეტმეიკერმა მიიღო.
ამბავმა აჟიოტაჟი გამოიწვია და Arbitrum-ის გუნდს პოზიციის ოდნავ შეცვლა მოუწია. დაინიცირდა ახალი კენჭისყრა (AIP-1.05) რომელიც დეველოპერების გუნდის მიერ Arbitrum DAO-ს ხაზინაში 700 მილიონი ARB-ის დაბრუნებას ეხებოდა. თუმცა, ისიც უცნაურად წარიმართა. თავიდან ისევ "მომხრე" ხმები ჭარბობდა, შემდეგ კი უმრავლესობა წინააღმდეგ წავიდა. ზოგიერთი დელეგატი თვლის, რომ ამ თანხების გადატანა აღარ უნდა მოხდეს, ყურადღება კი შემდგომ მართვაზე უნდა გამახვილდეს.
AIP-1.1-ისა და AIP-1.2-ის წინადადებები წყარო: snapshot.org
ამჟამად შექმნილია ახალი კენჭისყრა AIP-1.05, ასევე დამატებულია კიდევ ორი წინადადება blockworksres.eth-ისგან (AIP-1.1, AIP-1.2), რომლებსაც გარკვეული შესწორებები შეაქვს ARB ტოკენების ამ ნაწილის განკარგვასთან დაკავშირებით.
შესაძლოა, Arbitrum Foundation გადაწყვეტილებებში ცუდი არაფერი ყოფილა. ზოგადად, მათ შეეძლოთ, ყველაფერი, რაც AIP-1-ში შესთავაზეს საზოგადოებას, DAO-ს შექმნამდეც გაეკეთებინათ. ამის შემდეგ საზოგადოება შეიტანდა წინადადებებსა და შესწორებებს. მათ უნდოდათ ყველაფერი "კარგად" გაეკეთებინათ, მაგრამ ცოტა პირიქით გამოუვიდათ. Arbitrum-ზე ნერვიულობა არ ღირს. მომდევნო კენჭისყრებმა DAO-ს მუშაობა უნდა მოაწესრიგოს, ქსელის ეკოსისტემას კი შემდგომი განვითარების ყველა შანსი გააჩნია.