Bandai Namco, SEGA და Square Enix ბლოკჩეინ-თამაშებს გამოუშვებენ

icon NFT
ფოტო - Bandai Namco, SEGA და Square Enix ბლოკჩეინ-თამაშებს გამოუშვებენ
მსხვილი იაპონური თამაშების მწარმოებელი კომპანიები Bandai Namco, SEGA და Square Enix გეგმავენ Play to Earn ბლოკჩეინ-თამაშების გამოშვებას NFT-ს მხარდაჭერით. ამის შესახებ Tokyo Games Show-ის ღონისძიებაზე განაცხადა რიო მაცუბარამ, ეკოლოგიური ბლოკჩეინის Oasys-ის წარმომადგენელმა, რომელიც შეიქმნა სპეციალურად თამაშების განვითარებისთვის.
მსხვილი იაპონური სათამაშო კომპანიები Bandai Namco, SEGA და Square Enix გეგმავენ გამოუშვან Play to Earn ბლოკჩეინ-თამაშები NFT-ს მხარდაჭერით. ამის შესახებ Tokyo Games Show-ის ღონისძიებაზე განაცხადა რიო მაცუბარამ, ეკოლოგიური ბლოკჩეინის Oasys-ის წარმომადგენელმა, რომელიც შეიქმნა სპეციალურად თამაშების განვითარებისთვის.
სათამაშო ინდუსტრიის გიგანტები აპირებენ შექმნან NFT ბლოკჩეინ-თამაშები, მიუხედავად ზოგიერთი გეიმერის უარყოფითი დამოკიდებულებისა კრიპტოვალუტების მიმართ. Bandai Namco, SEGA და Square Enix არიან Oasys-ის პარტნიორები, რომლებიც შეუერთდნენ პროექტს არა მოკლევადიანი ინფორმაციული ხმაურის გამო, არამედ ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიებზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს რიო მაცუბარა.

«სათამაშო კომპანიების ყველა ხელმძღვანელი, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ხვდება, რომ მომავალში ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყველა ინდუსტრიაში იქნება მოთხოვნადი, და გეიმინგიც არაა გამონაკლისი. ამიტომ ისინი მოქმედებენ დღეს, რათა ხვალ სფეროს პროგრესზე გავლენის შესაძლებლობა  იქონიონ», — აღნიშნავს  Oasys–ის წარმომადგენელი.

თამაშების იაპონელი მწარმოებლები  არ აპირებენ ბლოკჩეინზე უკვე არსებული, მზა პროდუქტების გადატანას. რიო მაცუბარას თქმით, ეს იქნება სრულიად ახალი ბლოკჩეინ-თამაშები პარტნიორი კომპანიებისგან. გადაწყვეტილება განპირობებული იმით, რომ Play to Earn  მოდელის დანერგვას არსებულ სათამაშო მექანიკაში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. გარდა ამისა, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება  ახალი თამაშების შემუშავება, რათა  მათი გაფართოებისას   მოხდეს ხარვეზების გამოსწორება და ფორმატი გახდეს უფრო წარმატებული და მდგრადი, და ამის შემდეგ განიხილება  P2E  დანერგვის იდეა მოქმედ პროექტებში.
 
Oasys ბლოკჩეინის ძირითადი ქსელი, რომელიც მუშაობს Proof of Stake კონსენსუსის მექანიზმზე, 2022 წლის ბოლოს უნდა ჩაეშვას. როგორც რიო მაცუბარა იუწყება, მომავალი ბლოკჩეინ-თამაშები  პარტნიორებისგან 2023 წელს დაანონსდება.  

ახალი დეცენტრალიზებული თამაშების გამოშვებაზე მუშაობისას,  Oasys და პარტნიორებს ენდომებათ უზრუნველჰყონ თავისი პროექტების ნაკლები დამოკიდებულება  NFT თამაშშიდა   ფასებზე, რადგან  ეს ახლა პრობლემას წარმოადგენს  უამრავი გეიმერისთვის და შეშფოთებას იწვევს მათ შემქმნელებში. ამრიგად, გეიმპლეის  ბოლო ადგილი ენიჭება,  თამაშები კი იქცევა სავაჭრო სპეკულაციების კიდევ ერთ ხერხად და პარალელურად  იწვევს პოპულარობის დაკარგვას მათი თამაშშიდა აქტივების ღირებულების დაცემის შემდეგ. ამიტომ Bandai Namco, SEGA და  Square Enix-ის ბლოკჩეინ თამაშები იქნება ორიენტირებული პირველ რიგში სრულფასოვანი სათამაშო გამოცდილების შექმნაზე.

Animoca Brands–ის შვილობილი ემიტენტის, Blowfish Studios–ის მთავარი მენეჯერი
ლუკ სილეი, მიიჩნევს, რომ Play to Earn-ის სულ უფრო მეტი  გეიმერი ისურვებდა იხილოს უფრო რთული და გულდასმით მოფიქრებული გეიმპლეი ამ ფორმატში შემოსავლის მიღების შეზღუდული მექნიზმის ნაცვლად.

შეგახსენებთ, რომ თამაშების ისეთი პოპულარული დეველოპერი, როგორიცაა  Epic Games,  Fortnite–ის შემქმნელი, ასევე დაკავებულია თავის ბიზნეს–მოდელში  ბლოკჩეინის დანერგვით. ივლისში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ სუინიმ ,  განაცხადა, რომ  ისინი არ აპირებენ  Minecraft-ის მაგალითის გაზიარებას, რომელშიც  თამაშის პროცესში აკრძალეს არაჩანაცვლებადი ტოკენების ინტეგრაცია. მისი სიტყვების გასამყარებლად, სულ ახლახანს Epic Games-ის მაღაზიაში გამოჩნდა უფასო NFT-თამაში სახელწოდებით  Blankos Block Party  Mythical Games–ისგან.