FTX ბირჟის გაკოტრება: ისტორიის გაგრძელება
სემ ბენკმან-ფრიდმა, FTX ბირჟის ხელმძღვანელმა, რომელიც რამდენიმე დღეში დე ფაქტო გაკოტრდა და მთელი ბაზარიც უფსკრულში ჩაათრია, თავის გამამართლებელი საბაბების პორცია გამოფინა.
Binance-ის ბირჟის CEO–სგან უარის მიღების შემდეგ, სემ ბენკმან-ფრიდი არ კარგავს სხვა სპონსორების და FTX-ის გადარჩენის ახალი ვარიანტების პოვნის იმედს. ამის შესახებ გაკოტრებული ბირჟის მფლობელთან დაახლოებული ინსაიდერული წყაროებიდან გახდა ცნობილი. Binance–ის თამაშიდან გასვლის შემდეგ, სემმა აცნობა FTX-ის თანამშრომლებს, რომ მან არაფერი იცოდა რაიმე გაფრთხილებებისა ან დაბრკოლებების შესახებ შთანთქმის იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომლის ხელმოწერასაც ცდილობდა CZ-თან. ამიტომ, ის ახლა FTX-ის გადარჩენის ყველა შესაძლო ვარიანტს სწავლობს.
სემ ბენკმან–ფრიდის გულახდილი ტვიტები
FTX–ის СЕО–მ „სცენაზე“ გამოსვლა გადაწყვიტა და გულისამაჩუყებელი (ყურადღება,ეს სარკაზმია!) ტვიტების სერია დაწერა. ადამიანს გულახდილობამ შეუტია. თავის 22 ტვიტში მან დაწერა ყველა იმ მიზეზსა და შეცდომაზე,რომლებმაც ხელი შეუშალა წარმატების მიღწევაში და ბირჟის კრახისგან გადარჩენაში. თავის შეტყობინებებში სემი ასევე გულწრფელად ცდილობდა კლიენტებისა და პარტნიორებისთვის აეხსნა,თუ როგორ წუხს და რცხვენია შექმნილი ვითარების გამო. გულახდილობის ნუმერაცია იდენტურია ტვიტერში საავტორო ნუმერაციის. ამიტომ,დატკბით
- მაპატიეთ. ეს უპირველეს ყოვლისა. მივქარე და ყველაფერი უკეთესად უნდა გამეკეთებინა.
- ბოლო მოვლენების დროს ყველა თქვენგანთან უფრო მეტად უნდა მქონოდა ურთიერთობა. თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხელები შეკრული მქონდა Binance-თან შესაძლო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ყველა ეტაპზე. დიდად არ მქონდა უფლება (!) საჯაროდ ბევრი რამ მეთქვა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთი უსიამოვნება შეგვემთხვა.
- მე მაქვს განახლება ამ საქმესთან დაკავშირებით. ყველა პრობლემას განიცდის მხოლოდ ბირჟა FTX International. FTX US–ის მომხმარებლებს არანაირი პრობლემა არ აქვთ.
- FTX International-ს აქვს საერთო საბაზრო ღირებულება, მათ შორის საკუთარი და უზრუნველყოფილი აქტივები, კლიენტის დეპოზიტებზე მაღლა (რა თქმა უნდა, ეს ღირებულება იცვლება ყოველდღიურად და დამოკიდებულია ყველა აქტივის ფასზე). მაგრამ ლიკვიდობის კუთხით მდგომარეობა რთულია გატანების მოცულობის გათვალისწინებით. ლიკვიდობის მაჩვენებლები ძლიერად მერყეობს.
- მე ჯერ კიდევ დეტალურად ვაანალიზებ, რატომ მივქარე ორჯერ და თან ასე ძლიერად. ერთ-ერთი მიზეზი არის არასწორად მარკირებული ანგარიშები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მომხმარებლის მარჟის შესახებ ჩემი აღქმისგან. მეგონა ის გაცილებით დაბალი იყო.
- შეცდომა დავუშვი აშშ დოლარში ლევერიჯის და ლიკვიდობის ინდიკატორების გაგებაში, რომელთა გამოტანაც შეგვიძლია საშუალოდ დღე–ღამეში. კვირას (11/06/2022), მომხმარებლებმა გამოიტანეს დაახლოებით $5 მილიარდი, რისთვისაც ჩვენ მზად არ ვიყავით.
- ჩვენ არასწორ დონეზე გვქონდა კომუნიკაცია. ყველა ინფორმაცია უნდა მომეწოდებინა, მაგრამ საქმეებით გადატვირთული რომ ვიყავი, ყველა ცვლილების კურსში ვერ გამყოფეთ.
- ასე რომ, ახლა ჩვენ ზუსტად იქ ვართ, სადაც ვართ. ეს ცუდია და ამაში დამნაშავე მე ვარ.
- ყოველ შემთხვევაში, ახლა ჩემი №1 პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ნორმალურად მუშაობის საშუალების უზრუნველყოფაა. და მე ვაპირებ ყველაფერ გავაკეთო ამისთვის. ავიღო პასუხისმგებლობა და ვაკეთო, რაც ჩემს ძალებშია.
- ასე რომ, ამ კვირაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ლიკვიდობის გაზრდისთვის. ამაზე ვერაფერს გპირდებით. მაგრამ ვეცდები. და მივცემ ყველაფერს, რაც მაქვს, თუ ეს დაეხმარება.
- არის კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვნახოთ, როგორ დასრულდება.
- ყოველი თავისუფალი ცენტი გამოყენებული იქნება მომხმარებლების წინაშე ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ამის შემდეგ ჩვენ გავსწორდებით ინვესტორებთან (ძველ და ახალ), ასევე იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ცდილობდნენ კარიერის აშენებას ჩვენს კომპანიაში და არ არიან დამნაშავენი არსებულ ვითარებაში.
- ვინაიდან მე ვარ CEO, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფრის გამოსწორებაზე. სათავეში ვიყავი და ვწუხვარ, რომ ცუდი ლიდერი გამოვდექი.
- მაშ, რა გველოდება მომავალში? ჯერჯერობით არ ვართ მომავალში დარწმუნებულნი - ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება მომავალ კვირას. მაგრამ მე რაღაცეები ვიცი.
- პირველ რიგში, ნებისმიერი სცენარის მიხედვით, Alameda Research ასრულებს ვაჭრობას. ასეა თუ ისე, მაგრამ მალე FTX-ზე ვაჭრობას ისინი ვეღარ შეძლებენ.
- მეორეც, ნებისმიერ სცენარში, რომელიც საშუალებას მისცემს FTX-ს მუშაობა გააგრძელოს, პირველი რიგის პრიორიტეტი იქნება აბსოლუტური გამჭვირვალობა, რისი უზრუნველყოფაც თავიდანვე უნდა მომეხდინა. მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ყოველთვის იყოს ინფორმირებული კომპანიის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესის შესახებ.
- ყველა სტეიკჰოლდერი შეძლებს ჩაერთოს FTX-ის მართვაში. სკამზე არ ჩავებღაუჭები. ყველა დაინტერესებულ მხარეს - ინვესტორებს, მარეგულირებლებს, მომხმარებლებს - ექნებათ უფლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კომპანიის მენეჯმენტში. ნდობა უნდა იყოს პირველ ადგილზე.
- ახლა მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირველ რიგში დავიბრუნოთ მომხმარებლების ნდობა.
- კიდევ რამდენიმე კომენტარი. მხოლოდ FTX International-ს აქვს პრობლემები. FTX US, ამერიკული ბირჟა, რომელიც ემსახურება აშშ-ს მოქალაქეებს, არ დაზარალებულა ამ სისულელის ფინანსური ზემოქმედებით. ის 100%–ით ლიკვიდურია. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თანხის სრულად გატანა მხოლოდ withdraw–ტრანზაქციის საკომისიოს გადახდიან.
- ოდესმე შევძლებ მეტი ვისაუბრო ჩემს, ასე ვთქვათ, სპარინგ–პარტნიორზე. მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ყველა სახლს აქვს ფანჯარა. ამიტომ, მხოლოდ იმას ვიტყვი: კარგი თამაშია, შენ მოიგე.
- შესაძლოა, რაღაცები არასწორად გადმოვეცი, თუმცა ვცდილობდი მაქსიმალურად ღია ვყოფილიყავი.
- და ბოლოს: კიდევ ერთხელ ვიხდი გულწრფელ ბოდიშს. ჩვენ გავაგრძელებთ სიახლეების გაზიარებას მათი მოსვლისთანავე.
შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სიტყვები „სპარინგ პარტნიორის“ მისამართით,სავარაუდოდ, CZ-ს ეხება. ანუ სემი მას FTX-ის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, თუმცა საკუთარ ბრალსაც არ უარჰყოფს.
ამჟამად, FTX ბირჟის მფლობელი განაგრძობს 9,4 მილიარდი დოლარის ძებნას, რათა თავიდან აიცილოს გაკოტრება და ბიუჯეტში ხვრელი ამოავსოს ინვესტორების წინაშე ყველა ვალდებულების შესასრულებლად.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) დაინტერესდნენ FTX ბირჟის ჩამოშლის მიზეზებით და საკუთარი გამოძიება დაიწყეს. კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო ბაჰამის ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ, სადაც FTX ბირჟას ჰქონდა შვილობილი კომპანია FTX Digital Markets. შეგახსენებთ, რომ ბირჟის მფლობელი და მისი ბევრი ტოპ–მენეჯერი ცხოვრობს ბაჰამის კუნძულებზე, სადაც მათ შეიძინეს ძვირადღირებული უძრავი ქონება, მათ შორის ოლბანის დახურულ ელიტარულ კომპლექსში.
როგორ გეგმავს სემ ბენკმან-ფრიდი ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას და შეძლებს თუ არა FTX ბირჟის გადარჩენას - ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.