FTX-ის კრახი: უმსხვილესი კომპანიები პანიკის განმუხტვას ცდილობენ

ფოტო - FTX-ის კრახი: უმსხვილესი კომპანიები პანიკის  განმუხტვას ცდილობენ
მაშინ როდესაც FTX აგრძელებს ლიკვიდურობის ნაკლებობასთან ბრძოლას, Tether, Circle და Coinbase პლატფორმაში მათი კავშირის გარშემო აგორებული პანიკის განმუხტვას ცდილობენ.
კრიპტო ბირჟების FTX-ისა და Alameda Research-ის პრობლემებით გამოწვეული ლიკვიდურობის კრიზისის გამო, კრიპტო საზოგადოებამ სთხოვა სხვა კომპანიებს, იყვნენ უფრო გამჭვირვალე და აცნობონ მათ თანმდევი რისკების შესახებ.

ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტეიბლკოინი Tether-ის (USDT), ასევე  კრიპტოვალუტის ბირჟა Circle, იყვნენ მათ შორის, ვისაც  ინვესტორების ფულის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა სთხოვეს.

ჩინელმა ჟურნალისტმა ვუ ბლოკჩეინმა, ასევე   კოლინ ვუს სახელით ცნობილმა, Twitter-ზე თხოვნით მიმართა Tether-სა და Circle-ს, რომ გაასაჯაროონ მათი ფინანსური ურთიერთობის დეტალები FTX Alameda-სთან, რათა მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შესაძლო რისკები. მან იქვე დასძინა: "ჩვენ ვხედავთ Circle-ის აქტივების დიდ მოცულობის მოძრაობას FTX-ში, ამასთან არსებობს ინფორმაცია, რომ Alameda არის Tether-ის მეორე უმსხვილესი ემიტენტი".

ამ ტვიტის საპასუხოდ, Tether-ისა და Bitfinex-ის ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო არდოინომ დაწერა: "სიცხადისთვის: „Tether-ს არანაირი კავშირი არ აქვს FTX-თან ან Alameda-სთან. 0. ნული.

Circle-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯერემი ელლაირმა ასევე უარყო FTX-სა და Alameda Research-თან კავშირი.

„Circle-ს არ აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური კავშირები FTX-სა და Alameda-სთან. FTX არის API Circle Payment მომხმარებელი უკვე 18 თვეზე მეტია და უზრუნველყოფს ბარათების მომსახურებას და ACH მომხმარებელთა ტრანზაქციებს. Circle- ის ბეტა-პროდუქტი კრიპტოვალუტებისთვის იყენებს FTX- ს და სხვა ბირჟებს BTC/ETH- ს ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად“,  -  დაწერა მან Twitter- ზე.

კიდევ ერთი ცნობილი კრიპტო-პიროვნებამ, Coinbase-ის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა ასევე არწმუნებს საზოგადოებას, რომ მის კომპანიაზე გავლენას არ ახდენს ფინანსური პრობლემები, რომლებსაც FTX და Alameda აწყდებიან.

მიუხედავად ამ განცხადებისა, კრიპტო საზოგადოების ზოგიერთი წევრი ეჭვობს, რომ ისინი რეალობას შეესაბამება. დიდწილად იმიტომ, რომ FTX  ასევე  კარგი რეპუტაციით სარგებლობდა  წარსულში. 

ბოლო დროინდელ  მოვლენებამდე ის  ვაჭრობის მოცულობით მე-4 ბირჟა იყო. მისი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბენკმან-ფრიდი, იყო დემოკრატების სპონსორი და არც ისე დიდი ხნის წინ  კრიპტოდაკრედიტების პლატფორმა BlockFi  შეიძინა.
 
ახალმა კრიზისმა აღძრა საზოგადოება და, სავარაუდოდ, ბიტკოინის ფასზეც იმოქმედა. ამჟამად, „ყველა კრიპტოვალუტის დედა“ $17000-ზე  ქვემოთ ჩამოვიდა.

შედეგად, FTX-მა დახმარებისთვის მიმართა Binance-ს, რომელმაც  ბირჟის შეძენის განზრახვის შესახებ არასავალდებულო  წერილს მოაწერა ხელი.  

გაგრძელება  იქნება....