BCBN ბანკებისგან კრიპტოვალუტის მიმღებლობის გაფართოებას მოითხოვს!
BCBS-მა (ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა) თავის ახალ ანგარიშში, ციფრულ აქტივებზე ტრადიციული საკრედიტო პროვაიდერების წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით ევროპული მარეგულირებლების ამჟამინდელი პოლიტიკა გააკრიტიკა.
ეს ანელებს ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას, როგორიცაა blockchain, DeFi და ტოკენიზებული აქტივები.
კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს კრიპტოვალუტებითა და დეცენტრალიზებული პროტოკოლებით ტრადიციული ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებით, როგორც ცენტრალური ბანკების, ისე მარეგულირებლების პოზიციის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას. ამასთანავე, საჭიროა საბანკო სექტორის ლიკვიდურობის ზედამხედველობა მაღალი მერყეობის პერიოდში.
ბაზელის კომიტეტის მისია საბანკო რეგულირების სფეროში ერთიანი სტანდარტების დანერგვაა. კომიტეტი, მონაწილე ქვეყნების მარეგულირებლებისთვის სპეციალურ ინიციატივების, დირექტივების და რეკომენდაციების შემუშავებაზე ზრუნავს. ეს დირექტივები შემდგომში საკმაოდ ხშირად აისახება საკანონმდებლო დონეზე.